ჩემი ბლოგი

Wednesday, February 26, 2014

smiles
ოთხი რვიანითა და მოქმედებათა ნიშნებით მიიღე მაგალითები ,რომელთა პასუხებია:   
8 8 8 8=2
8 8 8 8=19
8 8 8 8=7
8 8 8 8 =3

Tuesday, February 25, 2014




smiley ლექსები განიმტკიცეთ ზეპირად!( ვინც არ იცის ისწავლოს!)


ყველა ნახაზი შეასრულეთ საკუთარი ხელით!

Monday, February 24, 2014


smiley

კახა და მაკა ბაზარში წავიდნენ. კახა ეუბნება მაკას: „მომეცი 1 ლარი და მე მექნება 3 - ჯერ მეტი თანხა, ვიდრე შენ“.
მაკა პასუხობს: „არა, უკეთესია შენ მომცე 1 ლარი და ორივეს თანაბარი რაოდენობის თანხა გვექნება“.
რამდენი ლარი ჰქონია თითოეულს?

Sunday, February 23, 2014

smileys
    
დღეს რაც ვწერეთ (გრამატიკული ტესტები  ბუკში) გახსენით და გაარჩიეთ!

Friday, February 21, 2014

smiles

(უყურეთ)რომელი მოთხრობა გაგახსენდათ? იპოვეთ მსგავსება და განსხვავება მათ შორის

smilie





მინდა რომ იცნობდეთ მზიურელებს!




Thursday, February 20, 2014




2014-02-02 13:57:09ილია მეორე - ჩვენ დროის ფასი არ ვიცით

"ჩვენ დროის ფასი არ ვიცით. ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღევანდელი საკვირაო ქადაგებისას განაცხადა. პატრიარქის თქმით, აუცილებელია ადამიანებმა ყურადღება მიაქციონ დროს, უნდა ისწავლონ ადრე დაწოლა და ადრე ადგომა. პატრიარქმა ისურვა, რომ ღმერთმა ქართველ ერს მისცეს გული გონიერი, სიბრძნე და ანალიტიკური აზროვნება.
"ჩვენ დროის ფასი არ ვიცით. როდესაც ვიყავი გერმანიაში, თან მიკვირდა, თან მშურდა როგორ აფასებენ დროს. პროფესორი მუშაობას იწყებს 6-7 საათზე. ვეკითხებოდი, როდის დგებოდა. მითხრა, რომ ხუთის ნახევარზე დგებოდა და მთელ საქმეს შუა დღემდე აკეთებდა. ყველაზე ნაყოფიერია შუა დღემდე გაკეთებული საქმე. შრომა დაკავშირებული უნდა იყოს დროსთან. ჩვენ უნდა ვისწავლოთ ადრე დაწოლა და ადრე ადგომა. ეს ძალიან ძნელია, მაგრამ საჭიროა ჩვენი ცხოვრებისა და მომავლისთვის. ჩვენ უნდა წარმოვიდგინოთ არა მხოლოდ ის, როგორ დავიწყოთ ესა თუ ის საქმე, არამედ უნდა წარმოვიდგინოთ შედეგიც. ბოლოს უნდა ვხედავდეთ და ყველაფერი კარგად იქნება. არ მგონია, რომ გამოუსწორებლები ვართ. ღვთის მადლით აუცილებლად გამოვსწორდებით და ჩავდგებით კალაპოტში. ეს გამოსწორება უპირველეს ყოვლისა ჩემგან უნდა დავიწყოთ და მერე თქვენგან", - აგანაცხადა საქართველოს პატრიარქმა.




Wednesday, February 19, 2014

                         





ხვალ გეტყვით ვინ უნდა ისწავლოს.....თუმცა ვისაც სურვილი გაგიჩნდებათ ისწავლეთ ყველამ....
ბავშვები: გაბმულხარ, ჩიტო, მახეში? გაჩერდი, ნუღარ ფართხიალობ! ჩვენი ხარ, ვერსად წაგვიხვალ, დაგვიმორჩილდი, რას წვალობ?
 ჩიტი: ნეტავი რისთვის გინდივართ, ბავშვებო, გენაცვალებით? გამიშვით, ჩემთვის გავფრინდე, რას გამომრჩებით წვალებით? 
ბავშვები: ვერ შეგელევით, მალხაზო, აგაცდენთ ყოველ გასაჭირს; სულ შაქრით ჩაგიტკბარუნებთ მაგ პაწაწინა ყელს და პირს.
 ჩიტი: რად მინდა თქვენი შაქარი? არ მიყვარს, ჩემთვის მწარეა, მინდორში ვიჭერ ბუზ-პეპლებს, სხვაც ბევრი საკენკარია. 
ბავშვები: ტრიალს მინდორში, საწყალო, გაგყინავს ცივი ზამთარი, და აქ კი ოქროს გალია შენთვის ახლავე მზად არი!
 ჩიტი: ნუ შიშობთ! გადავფრინდები საზამთროდ თბილსა მხარესა, ტყვეობაში კი სამოთხეც არ მინდა გულმწუხარესა!
 ბავშვები: ახ, რომ იცოდე, ჩიტუნავ, რარიგად შეგიყვარებდით? არ მოგაწყენდით, ღმერთმანი, ნიავს არ მოგაკარებდით.
 ჩიტი: ეგ, მეგობრებო, მეც მჯერა, მეფერვით უეჭველია; მაგრამ ეგ თქვენი ალერსი, რა ვქნა, რომ მავნებელია? გალია ჩემთვის ციხეა, ეს, ბავშვნო, ნუ გავიწყდებათ; ტყვედ ყოფნა მაწყენს, ფეხებს ვფშეკ და თქვენვე გული დაგწყდებათ. * * * გაუშვეს, უთხრეს: „მაშ ღმერთმა აწ მოგიმართოს ხელიო! გაფრინდი, გადაიარე ჭიკჭიკით მთა და ველიო“.


აკაკი წერეთელი1891

Tuesday, February 18, 2014




                                                  ამოცანა
რიცხვში 123 ციფრები გადაადგილე ისე, რომ არც ერთი ციფრი არ იდგეს თავის ადგილას.რამდენი სხვადასხვა ხერხით შეიძლება ამის გაკეთება?


არ დაგავიწყდეთ საძერწი.

Monday, February 17, 2014



         
არ დაგავიწყდეთ! მათემატიკის დავალება ჩანიშნული გაქვთ წიგნში, დამატებით მაგალითები გიწერიათ რვეულში!!!

Sunday, February 16, 2014

smileys
მათემატიკაში დასაწერი  გექნებათ მხოლოდ წიგნიდან და პარალელურად განიხილეთ ტესტი,რომელიც ვწერეთ ბუკში.

» გალაკტიონ ტაბიძე: ქარი ჰქრის…

ქარი ჰქრის, ქარი ჰქრის, ქარი ჰქრის,
ფოთლები მიჰქრიან ქარდაქარ…
ხეთა რიგს, ხეთა ჯარს რკალად ხრის,
სადა ხარ, სადა ხარ, სადა ხარ?..
როგორ წვიმს, როგორ თოვს, როგორ თოვს,
ვერ გპოვებ ვერასდროს… ვერასდროს!
შენი მე სახება დამდევს თან
ყოველ დროს, ყოველთვის, ყოველგან!..
შორი ცა ნისლიან ფიქრებს სცრის…
ქარი ჰქრის, ქარი ჰქრის, ქარი ჰქრის!..

1924 წ.   


Saturday, February 15, 2014

smiles ჯერ თებერვალია, მაგრამ  ბუნებას უკვე სიხალისე დაეტყო.ჩემს აივანთან დილაობით უკვე ისმის ჩიტების ჭიკჭიკი....თქვენთან? ...აბა მოუსმინეთ!

Wednesday, February 12, 2014

smiley
                                                         მეგობრები

ნინო, მარიამი და თამარი ერთ რიგში სხედან (არააუცილებლად ამთანმიმდევრობით). ერთ-ერთს უყვარს პოეზია, მეორეს იტაცებსკლასიკური მუსიკა, მესამე კი კარგად ხატავს. მოცემულია, რომ:
1) 
ის, ვინც მარჯვნიდან პირველი ზის, კარგად ხატავს;
2) 
მას, ვინც ნინოს მარცხნივაა, უყვარს პოეზია;
3) 
ხოლო მას, ვინც მარიამის მარჯვნივაა, იტაცებს კლასიკური მუსიკა.
ვის რა უყვარს და ვინ სად ზის?

                                           



Tuesday, February 11, 2014

smileys                                                ნაყინი
 გიას ნაყინის საყიდლად 19 თეთრი აკლდება, დათოს კი - 1 თეთრი. მათ ფული რომც შეკრიბონ, ნაყინის საყიდლად მაინც არ ეყოფათ. რა ღირს ნაყინი და რამდენი აქვს თითოეულს?
                                                           
   
გაადიდეთ სურათი!

Monday, February 10, 2014

რიცხვში 2780316 გადახაზე 3 ციფრი ისე, რომ დარჩენილმაციფრებმა (იგივე თანმიმდევრობით) შეადგინოს:
ა) შეძლებისდაგვარად ყველაზე დიდი ოთხნიშნა რიცხვი
ბ) შეძლებისდაგვარად ყველაზე პატარა ოთხნიშნა რიცხვი
      
                     

იქ, სადაც ყვითელ მზეს გაუჩნდა ლაქები...

    

ჩემთვის ეს მუსიკა მთელი გავლილი ცხოვრების სამყაროა,სადაც  თითქოს ყველაფერია ერთად....და ბოლოს, მაინც ,,ცხოვრება მშვენიერია''.

Sunday, February 9, 2014

  I ამოცანა

ციფრების გადახაზვა
რიცხვში 4938107 გადახაზე 3 ციფრი ისე, რომ დარჩენილმა ციფრებმა(იგივე თანმიმდევრო
ბით) შეადგინოს:ა) შეძლებისდაგვარად ყველაზე დიდი ოთხნიშნა რიცხვი
ბ) შეძლებისდაგვარად ყველაზე პატარა ოთხნიშნა რიცხვი


დავალება:  მოცემული მოთხრობიდან ცალ-ცალკე ამოიწერეთ მოქმედების და 
მდგომარეობის  აღმნიშვნელი ზმნები.

                                            შოშია
 შოშიები ზამთარს თბილ ქვეყნებში ატარებენ. ერთმა შოშიამ ფრთა მოიტეხა და ამხანაგებს ჩამორჩა. ტყეში მხოლოდ ერთი ნაძვი იდგა.
 შოშიამ ნაძვს შეაფარა თავი. იჯდა მის ხშირ ტოტებში და სიცივისაგან თავს იფარავდა. მთელ ზამთარს ღვიის ბუჩქის ნაყოფით იკვებებოდა.    
        შოშია ერიდებოდა მელიას, რომელიც იქვე, ახლოს, სოროში იწვა.

Saturday, February 8, 2014

ვუძღვნი ჩემს პატარებს! ყოველი დღე სიყვარულით გაგთენებოდეთ!

Friday, February 7, 2014

smileys
დააწკაპეთ სურათზე და გადიდდება.

Wednesday, February 5, 2014


ეს სურათი სიცოცხლეს მაწყურებს!



Tuesday, February 4, 2014

ტოლერანტობა
smileys
რა არის ტოლერანტობა

        ტოლერანტობა არის ადამიანის შესაძლებლობა აღიაროს, პატივი სცეს ან გაითვალისწინოს სხვა ადამიანის რწმენა, ქცევა, ღირებულებები.
ტოლერანტული ღირებულებების განვითარების მიზანია, რომ ადამიანებს შეეძლოთ არაძალადობის გზით განსხვავებულ კულტურის, რასის, სქესისა და რელიგიის მქონე ადამიანებთან ეფექტური ურთიერთობის დამყარება.

   
ყველა მოსწავლეს შეუძლია, ისწავლოს და იყოს წარმატებული – საგაკვეთილო პროცესში და მოსწავლეებთან ურთიერთობისას უნდა იკვეთებოდეს მასწავლებლის ამგვარი დამოკიდბულება.