ბლოგის შექმნის მიზანია: სწავლა-სწავლების პროცესის უკეთ წარმართვა! ჩემი ,როგორც მასწავლებლის საქმიანობის აღრიცხვა! ჩემი მოსწავლეების მიერ განხორციელებული აქტივობების ასახვა!
Monday, February 10, 2014
Sunday, February 9, 2014
I ამოცანა
ციფრების გადახაზვა
რიცხვში 4938107 გადახაზე 3 ციფრი ისე, რომ დარჩენილმა ციფრებმა(იგივე თანმიმდევრო
ბით) შეადგინოს:ა) შეძლებისდაგვარად ყველაზე დიდი ოთხნიშნა რიცხვი
ბ) შეძლებისდაგვარად ყველაზე პატარა ოთხნიშნა რიცხვი
ბ) შეძლებისდაგვარად ყველაზე პატარა ოთხნიშნა რიცხვი
დავალება: მოცემული მოთხრობიდან ცალ-ცალკე ამოიწერეთ მოქმედების და
მდგომარეობის აღმნიშვნელი ზმნები.
შოშია
შოშიები ზამთარს თბილ ქვეყნებში ატარებენ. ერთმა შოშიამ ფრთა მოიტეხა და ამხანაგებს ჩამორჩა. ტყეში მხოლოდ ერთი ნაძვი იდგა.
შოშიამ ნაძვს შეაფარა თავი. იჯდა მის ხშირ ტოტებში და სიცივისაგან თავს იფარავდა. მთელ ზამთარს ღვიის ბუჩქის ნაყოფით იკვებებოდა.
შოშია ერიდებოდა მელიას, რომელიც იქვე, ახლოს, სოროში იწვა.
Tuesday, February 4, 2014
ტოლერანტობა

რა არის ტოლერანტობა
ტოლერანტობა არის ადამიანის შესაძლებლობა აღიაროს, პატივი სცეს ან გაითვალისწინოს სხვა ადამიანის რწმენა, ქცევა, ღირებულებები.
ტოლერანტული ღირებულებების განვითარების მიზანია, რომ ადამიანებს შეეძლოთ არაძალადობის გზით განსხვავებულ კულტურის, რასის, სქესისა და რელიგიის მქონე ადამიანებთან ეფექტური ურთიერთობის დამყარება.
ყველა მოსწავლეს შეუძლია, ისწავლოს და იყოს წარმატებული – საგაკვეთილო პროცესში და მოსწავლეებთან ურთიერთობისას უნდა იკვეთებოდეს მასწავლებლის ამგვარი დამოკიდბულება.

Subscribe to:
Posts (Atom)