ჩემი ბლოგი

Monday, February 17, 2014



         
არ დაგავიწყდეთ! მათემატიკის დავალება ჩანიშნული გაქვთ წიგნში, დამატებით მაგალითები გიწერიათ რვეულში!!!

Sunday, February 16, 2014

smileys
მათემატიკაში დასაწერი  გექნებათ მხოლოდ წიგნიდან და პარალელურად განიხილეთ ტესტი,რომელიც ვწერეთ ბუკში.

» გალაკტიონ ტაბიძე: ქარი ჰქრის…

ქარი ჰქრის, ქარი ჰქრის, ქარი ჰქრის,
ფოთლები მიჰქრიან ქარდაქარ…
ხეთა რიგს, ხეთა ჯარს რკალად ხრის,
სადა ხარ, სადა ხარ, სადა ხარ?..
როგორ წვიმს, როგორ თოვს, როგორ თოვს,
ვერ გპოვებ ვერასდროს… ვერასდროს!
შენი მე სახება დამდევს თან
ყოველ დროს, ყოველთვის, ყოველგან!..
შორი ცა ნისლიან ფიქრებს სცრის…
ქარი ჰქრის, ქარი ჰქრის, ქარი ჰქრის!..

1924 წ.   


Saturday, February 15, 2014

smiles ჯერ თებერვალია, მაგრამ  ბუნებას უკვე სიხალისე დაეტყო.ჩემს აივანთან დილაობით უკვე ისმის ჩიტების ჭიკჭიკი....თქვენთან? ...აბა მოუსმინეთ!

Wednesday, February 12, 2014

smiley
                                                         მეგობრები

ნინომარიამი და თამარი ერთ რიგში სხედან (არააუცილებლად ამთანმიმდევრობით). ერთ-ერთს უყვარს პოეზიამეორეს იტაცებსკლასიკური მუსიკამესამე კი კარგად ხატავსმოცემულიარომ:
1) 
ისვინც მარჯვნიდან პირველი ზისკარგად ხატავს;
2) 
მასვინც ნინოს მარცხნივააუყვარს პოეზია;
3) 
ხოლო მასვინც მარიამის მარჯვნივააიტაცებს კლასიკური მუსიკა.
ვის რა უყვარს და ვინ სად ზის?

                                           



Tuesday, February 11, 2014

smileys                                                ნაყინი
 გიას ნაყინის საყიდლად 19 თეთრი აკლდება, დათოს კი - 1 თეთრი. მათ ფული რომც შეკრიბონ, ნაყინის საყიდლად მაინც არ ეყოფათ. რა ღირს ნაყინი და რამდენი აქვს თითოეულს?
                                                           
   
გაადიდეთ სურათი!