ბლოგის შექმნის მიზანია: სწავლა-სწავლების პროცესის უკეთ წარმართვა! ჩემი ,როგორც მასწავლებლის საქმიანობის აღრიცხვა! ჩემი მოსწავლეების მიერ განხორციელებული აქტივობების ასახვა!
Sunday, February 23, 2014
Thursday, February 20, 2014
Wednesday, February 19, 2014
ხვალ გეტყვით ვინ უნდა ისწავლოს.....თუმცა ვისაც სურვილი გაგიჩნდებათ ისწავლეთ ყველამ....
ბავშვები: გაბმულხარ, ჩიტო, მახეში? გაჩერდი, ნუღარ ფართხიალობ! ჩვენი ხარ, ვერსად წაგვიხვალ, დაგვიმორჩილდი, რას წვალობ?
ჩიტი: ნეტავი რისთვის გინდივართ, ბავშვებო, გენაცვალებით? გამიშვით, ჩემთვის გავფრინდე, რას გამომრჩებით წვალებით?
ბავშვები: ვერ შეგელევით, მალხაზო, აგაცდენთ ყოველ გასაჭირს; სულ შაქრით ჩაგიტკბარუნებთ მაგ პაწაწინა ყელს და პირს.
ჩიტი: რად მინდა თქვენი შაქარი? არ მიყვარს, ჩემთვის მწარეა, მინდორში ვიჭერ ბუზ-პეპლებს, სხვაც ბევრი საკენკარია.
ბავშვები: ტრიალს მინდორში, საწყალო, გაგყინავს ცივი ზამთარი, და აქ კი ოქროს გალია შენთვის ახლავე მზად არი!
ჩიტი: ნუ შიშობთ! გადავფრინდები საზამთროდ თბილსა მხარესა, ტყვეობაში კი სამოთხეც არ მინდა გულმწუხარესა!
ბავშვები: ახ, რომ იცოდე, ჩიტუნავ, რარიგად შეგიყვარებდით? არ მოგაწყენდით, ღმერთმანი, ნიავს არ მოგაკარებდით.
ჩიტი: ეგ, მეგობრებო, მეც მჯერა, მეფერვით უეჭველია; მაგრამ ეგ თქვენი ალერსი, რა ვქნა, რომ მავნებელია? გალია ჩემთვის ციხეა, ეს, ბავშვნო, ნუ გავიწყდებათ; ტყვედ ყოფნა მაწყენს, ფეხებს ვფშეკ და თქვენვე გული დაგწყდებათ. * * * გაუშვეს, უთხრეს: „მაშ ღმერთმა აწ მოგიმართოს ხელიო! გაფრინდი, გადაიარე ჭიკჭიკით მთა და ველიო“.
აკაკი წერეთელი1891
Subscribe to:
Posts (Atom)

