ჩემი ბლოგი

Thursday, April 17, 2014


ისწავლეთ საათის ცნობა--------------->                        http://www.ictgames.com/fairyClock_v6.html
ბავშვებო ! ვიცი ძალიან გაიხარებთ და მინდა სწრაფად შეგატყობინოთ, რომ ანი კირვალიძემ მათემატიკის მეორე ტურიც წარმატებით გადალახა და გახდა ფინალისტი!
  ვულოცავ ანის და მთელ კლასს ამ წარმატებას!!!
smiles

Tuesday, April 15, 2014

ჩემი ხელით ჩაწერილი ამოცანა არ გამოტოვოთ!დაესწარით მრავალს!

ესეც ჩემი პატარების სურვილები!დამიტოვეს და წავიდნენ.......

Monday, April 14, 2014





მშობლებს! ხვალ პირველს რომ დააკლდება 20 წუთი იყავით სკოლაში......
ეს კი ქართულის დავალებაა...->

Sunday, April 13, 2014




არსებითი სახელები საჭიროებისამებრ შეცვალე ნაცვალსახელებით.

Friday, April 11, 2014

http://geo.saitebi.ge/comedy/5599-brave-bbbbbyeb-bbbbbbbb-2013geobdrip-1080p.html


უყურეთ კარგი ფილმია!   ,,მამაცი''

smileys


დღეს ჩემს პატარებს დატვირთული დღე ჰქონდათ.ჯგუფური მუშაობა ჩატარდა ინგლისურ ენასა და რელიგიაში.უბრალოდ დაემთხვა!.....გაართვეს თავი,ბევრი რამ კიდევ უნდა გამოუმუშავდეთ ,ყველაზე მთავარი რაც მე დავინახე დროის  გადანაწილებაა,თანდათან ამასაც მიეჩვევიან,უფრო ბევრ დროს საუბარს ანდომებენ,უნდა მიეჩვიონ გადაწყვეტილების მიღებას,რომ პრაქტიკული სამუშაო სწრაფად დაასრულონ!!!










ზარი დაირეკა და დედიკოებიც შემოგვეჭრნენ!სახეზე ეტყობათ აღფრთოვანება!



 








მათი ნამუშევრები!იდეაც საკუთარი......











თუ რა და როგორ შექმნეს ,რას დაუკავშირეს,ამას შემდეგ გაკვეთილზე შევიტყობთ!



smilie
ინგლისურის გაკვეთილზე ჩატარდა ჯგუფური მუშაობა,როგორც მივხვდი თითოეულ ჯგუფს უნდა გამოეშვა გაზეთი,სადაც აღწერილი იქნებოდა ,როგორი შეიძლებოდა ყოფილიყო  საკუთარი რესტორანი და სახელიც თავად შეერჩიათ,მართალია მუშაობა მათ საბოლოოდ ვერ დაასრულეს,მთავარი მონახაზი გაკეთებული აქვთ , მუშაობას  კი შემდეგ გაკვეთილზე განაგრძობენ და დაასრულებენ!!!





                                                ბავშვებმა განაგრძეს მუშაობა და დაასრულეს კიდეც(პრეზენტაცია)










როგორც ჩანს(დაფაზე ჩამოწერილი კრიტერიუმების მიხედვით)მარი მასწავლებელმა ჯგუფები დადებითად შეაფასა, თუმცა ისიც აღნიშნა რომ ეს პირველი ჯგუფური მუშაობა იყო ინგლისურ ენაში და სხვა დროს უფრო მეტად მიექცევა ყურადღება წესების დაცვას.
ჩემი აზრით მართლაც თავდაუზოგავად იშრომეს ბავშვებმა ,გამოაჩინეს  შემოქმედებითი უნარებიც,მაგრამ განსაკუთრებით მე მაინც გამოვყოფდი ორი ჯგუფის პრეზენტაციას და დარწმუნებული ვარ მათი დასახელება მე არ დამჭირდება და ჩვენი აზრი ერთმანეთს უთუოდ დაემთხვევა ბლოგის სტუმრებო!
                                                                 გმადლობთ მარი მასწავლებელო!!