ჩემი ბლოგი

Wednesday, December 2, 2015

ეს მათემატიკის დავალებაა!
ქართულში იციან რაც აქვთ!








ეს კი ინგლისური სიმღერაა,ვისაც შეგიძლია ასწავლეთ....ვისაც არ შეგიძლიათ არ ინერვიულოთ სკოლაშიც სწავლობენ!

Tuesday, December 1, 2015

ქართული: ასო-ბგერა  "ნ"

დასაწერი თვითონ იციან.


მათემატიკა:დავალება იციან! ახალზე არ გადავდივარ შეგნებულად! მინდა რომ ბავშვებმა განიმტკიცონ  ყველაფერი რაც ვისწავლეთ. 10–ის ფარგლებში მიმატება–გამოკლება. შედარება. რთული უტოლობები. ლუწი და კენტი რიცხვები. განახევრება , გაორმაგება .რიგობითი და რაოდენობითი რიცხვითი სახელები. გადაყვანა რაოდენობითიდან რიგობითში. ( დაუსვით კითხვები , რაოდენობით და რიგობით რიცხვით სახელებს) 0–ის თვისებები,შედგენილობები. 1,2,3,4,5,6,7,8,9 რამდენიშნა რიცხვებია? 10–ი რამდენ ნიშნაა? რატომ არის ერთნიშნა და რატომ ორნიშნა?გაიმეორონ გეომეტრიული ფიგურების განმარტებები და მათი შედარება. რა აქვთ საერთო და რით განსხვავდებიან? 
    

დედიკოებს მივმართავ თხოვნით ! დავალებებს მიაქციეთ ყურადღება , რათა იყოს სრულყოფილი. 


ლექსები განიმტკიცონ!

 წებო დაგვჭირდება ხვალ ! არ დაგავიწყდეთ!!!

Sunday, November 29, 2015

ჩემო პატარებო ! ორშაბათისთვის დახატეთ ნანახი სპექტაკლიდან ,,ემილის თავგადასავალი'' ,ის ეპიზოდი რომელიც ძალიან მოგეწონათ.ხელოვნების გაკვეთილზე კი ვისაუბრებთ რა მოგეწონათ და რატომ?

მე კი სურათებით შეგახსენებთ:


















ეს კი თქვენ  .....დანარჩენები თქვენ თვითონ იცანით!



Friday, November 27, 2015

  მათემატიკა:გვ.86             N9
                            გვ.87             N2,3
                             გვ88              N 5
                         ამუშავეთ ტესტებზე!
მუსიკა: გვ22,23,25  შეძლონ თხრობა....წინა მასალასაც გამოვიკითხავ!
 ქართულში: ასო–ბგერა ,,ფ''

Thursday, November 26, 2015


მათემატიკა:
გვ.84–85 ამოცანები გააკეთეთ ზეპირად .
 დასაწერი დავალება ჩანიშნული აქვთ წიგნიდან.
დახაზონ მართკუთხა, მახვილკუთხა და ბლაგვკუთხა სამკუთხედები.

Tuesday, November 24, 2015

 მათემატიკაგვ. 82 იმუშავეთ ტესტზე და შეუდგინეთ მსგავსი!განამტკიცეთ 10-ის ფარგლებში ერთი რიცხვი მეორეზე რამდენით მეტია ან ნაკლები!მაგალითად რამდენით მეტია 5 -ი 3-ზე,რამდენით ნაკლებია 3-ი 5 -ზე?
საშინაო დავალება
(დამატებით რვეულში)













გააფერადეთ 6 უჯრა ლურჯად,მასზე 3-ით ნაკლები წითლად.
დახატეთ 5 წითელი ბუშტი და მასზე 3-ით მეტი მწვანე ბუშტი.
დახაზე მონაკვეთი და წრფე