ჩემი ბლოგი

Thursday, December 3, 2015


ქართული:დედაენა გვ. 70 დაალაგონ წინადადება და გადწერონ რვეულებში.
გვ69–70 შეავსონ წიგნში

მათემატიკა!


გთხოვთ ლექსები ყოველდღე ამეორებინოთ! 
ხვალ ბუკში ექნებათ ტესტირება რომელსაც გადმოგიგზავნით და ბუკშივე შეძლებთ ნახვას!



Wednesday, December 2, 2015

კლასში ჩატარდა გაკვეთილი ენობრივი პრაქტიკის მეთოდით ანუ ,,მასწავლებელი კალამი'',კარგად შერჩეული მეთოდი კი მიზნის მიღწევის საუკეთესო გზაა.ვფიქრობ ეს მეთოდი  შესაფერისია წერა–კითხვის დაბალანსებული სწავლებისათვის.....

 ფრაგმენტები გაკვეთილიდან

მუშაობის პროცესი –გადადით ლინკზე

პატარა მწერლები

ეს მათემატიკის დავალებაა!
ქართულში იციან რაც აქვთ!








ეს კი ინგლისური სიმღერაა,ვისაც შეგიძლია ასწავლეთ....ვისაც არ შეგიძლიათ არ ინერვიულოთ სკოლაშიც სწავლობენ!

Tuesday, December 1, 2015

ქართული: ასო-ბგერა  "ნ"

დასაწერი თვითონ იციან.


მათემატიკა:დავალება იციან! ახალზე არ გადავდივარ შეგნებულად! მინდა რომ ბავშვებმა განიმტკიცონ  ყველაფერი რაც ვისწავლეთ. 10–ის ფარგლებში მიმატება–გამოკლება. შედარება. რთული უტოლობები. ლუწი და კენტი რიცხვები. განახევრება , გაორმაგება .რიგობითი და რაოდენობითი რიცხვითი სახელები. გადაყვანა რაოდენობითიდან რიგობითში. ( დაუსვით კითხვები , რაოდენობით და რიგობით რიცხვით სახელებს) 0–ის თვისებები,შედგენილობები. 1,2,3,4,5,6,7,8,9 რამდენიშნა რიცხვებია? 10–ი რამდენ ნიშნაა? რატომ არის ერთნიშნა და რატომ ორნიშნა?გაიმეორონ გეომეტრიული ფიგურების განმარტებები და მათი შედარება. რა აქვთ საერთო და რით განსხვავდებიან? 
    

დედიკოებს მივმართავ თხოვნით ! დავალებებს მიაქციეთ ყურადღება , რათა იყოს სრულყოფილი. 


ლექსები განიმტკიცონ!

 წებო დაგვჭირდება ხვალ ! არ დაგავიწყდეთ!!!