ჩემი ბლოგი

Tuesday, November 8, 2016

მათემატიკა:
 ეს რიცხვები წარმოადგინონ ათეულების, ერთეულების ,ოცეულებისა და ერთეულების ჯამის სახით (ისე ,როგორც ვიმუშავეთ კლასში)
73,74,75,76,77,78,79,80.
                                   ამოცანა
გიორგის ჰქონდა 7 ცალი 10 ლარიანი და შეიძინა 5 ცალი  2ლარიანი რვეული.რამდენი ლარი დარჩებოდა გიორგის?(ამოხსენით კითხვებით)
                დახაზონ 4სმ სიგრძის კვადრატი და მართკუთხედი ,რომლის სიგრძე 6სმ-ია,სიგანე 2 სმ-ი. გააფერადეთ ცივი ფერებით.
 ევერესტის ამოცანა (არ დაწერონ...შეძლონ ახსნა მსჯელობით,რატომ აირჩია ესა თუ ის პასუხი)

პირველად საქართველოში გაიხსნა კონტაქტური ზოოპარკი,სურვილი მაქვს წავიყვანო ჩემი პატარები....პარასკევს  მოვითათბიროთ და წავიყვანოთ იმ კვირაში....მანამდე მე გავარკვევ პირობებს ... გადადით ლინკზე და ნახეთ!  -----> კონტაქტური ზოოპარკი

Monday, November 7, 2016

მათემატიკა:
 ეს რიცხვები წარმოადგინონ ათეულების, ერთეულების ,ოცეულებისა და ერთეულების ჯამის სახით (ისე ,როგორც ვიმუშავეთ კლასში)
63
64
65
66
67
68
69
70
ამოცანა N11
   
დახაზეთ ხუთკუთხედი და გაზომეთ მისი გვერდები!
 
სახალისო ამოცანა: სამმეტრიანი მორი უნდა დაიხერხოს ერთმეტრიან მორებად.ერთი გადახერხვა ღირს 2 ლარი .რა ღირს მთელი სამუშაო? შეადგინეთ სქემა....

Sunday, November 6, 2016

Thursday, November 3, 2016

მშობელთა კრება  2–ის ნახევარზეა.....
ვინც ვერ მოახერხებს მოსვლას მიზეზი შემატყობინოს!
აი რა კარგად იმუშავეს ჩემმა პატარებმა! შემოდგომის ნატურმორტი შექმნეს აპლიკაციის ხერხით...

 ამოცანები გადაწერეთ მოკლედ!
ინგლისურის დავალება!


Tuesday, November 1, 2016

დამატებითი სააზროვნო ამოცანები:
   
ნინო მასწავლებლის დავალება:    გადადით ლინკზე ->,,გულკეთილი ქვრივი''    სამშაბათისთვის კითხვით!