ჩემი ბლოგი

Friday, September 20, 2019

ესეც ნინო მასწავლებლისგან....
ორშაბათისთვის ლექსი ზეპირად და გასააზრებლად.დაუსვით კითხვები ლექსის ირგვლივ.ჰკითხეთ ავტორი,რამდენი სტროფია,რამდენი სტრიქონია?
რამდენი სიტყვაა პირველ სტრიქონში??მეორეში?......
რვეულში:გვ.6,7.

Wednesday, September 18, 2019


   მშობლიური ენა გვ.3,4,5
პირველ კლასში პირველად პირველ  დღეს პირველ გაკვეთილზე       ....                 
























ლექსი

                გიორგი ჭალადიდელი

"დედის      დარიგება"

გიყვარდეს სწავლა, გულმოდგინება,

შრომა და გარჯა ნუ დაგზარდება!

მუდამ გახსოვდეს, რომ შენი ცოდნა

შენსა ქვეყანას გამოადგება.

ყავ ბეჯითი და გქონდეს სმენა,

დიდი განძია სწავლის შეძენა,

მაგრამ ამას გთხოვ ყველაზე მეტად

გულით გიყვარდეს სამშობლო ენა!     (ზეპირად)

   
ასევე აქვთ სურათის აღწერა (პატარებმა იციან რომელ გვერდზე)

Monday, September 16, 2019

მოგესალმებით ! ....მქონდა ემოციურად დატვირთული დღე...უკვე ბევრი კლასი მყავს გაშვებული იმავე ემოციით ,რაც პირველად მქონდა,როცა ძალიან პატარა ვიყავი. არ ვიცი რა დავარქვა ამას (პროფესიის სიყვარული,ბავშვების სიყვარული,თუ ორივე ერთად )ერთი კია, რომ ჩემს გულში იბუდებენ სამუდამოდ!!!
ჩემს მეხუთე კლასელებს (ამ სკოლაში პირველ გამოშვებას)წარმატებებს ვუსურვებ შემდგომ გზაზე ...თქვენი გადადგმული ნაბიჯები  მნიშვნელოვენია ჩემი ლამაზი ცხოვრების სრულფასოვნებისთვის....მიყვარხართ, მიყვარხართ,მიყვარხართ
   
ეს კი ახალი თაობის დასაწყისი....ესეც თავისებური განცდა,მარტო დარჩენილი პატარების მეტყველი თვალები და ძალიან ყოჩაღი ბავშვების ნაყოფიერი დღე!
დედიკოებო! დაეხმარეთ ცხრილის მიხედვით ჩაალაგონ ჩანთაში წიგნები (მხოლოდ დაეხმარეთ,არ ჩაულაგოთ)
თხელი სახატავი რვეულები და ფერადი ფანქრები გამოატანეთ ხელოვნების გაკვეთილისთვის! 

  

Wednesday, June 5, 2019