ჩემი ბლოგი

Friday, September 27, 2019

სიმღერა ისწავლონ შეძლებისდაგვარად...  გადადით ლინკზე ,ისწავლონ ხალისით ---> მოასმენინეთ    

ესეც ქართულის დავალებაა...გადადით  ლინკზე  ----->   ბეჰემოთი

შეძლებისდაგვარად წარმოადგინონ ნახატის სახით ბეჰემოთის ეზო.დააკვირდნენ ეზოს აღწერილობას.{ნახატი შეასრულონ ქართულის დავალების რვეულში}

  მათემატიკა: აიღეთ 12 ფურცლიანი საშინაო დავალების რვეულები,გამოწერეთ თითო მწკრივი ერთიანები,ორიანები და სამიანები{ ერთი უჯრის გამოტოვებით} ამავე რვეულში {როგორც შეძლებენ}დახაზონ ერთი სამკუთხედი,ორი წრე, სამი კვადრატი და გააფერადონ {ფერები თავად შეარჩიონ,იპოვონ მსგავსება- განსხვავება}
წიგნში: ციფრი 3 
განამტკიცონ უკვე ნასწავლი...
დიდი სმაილები                                                                                                         
მიყვარხართ ჩემო ცელქებო!
მეამაყებით მეხუთეებო!


P.S.არ არის საჭირო ლექსის ან სიმღერის სწავლის დროს მაგიდასთან გაუნძრევლად იჯდეს ბავშვი! გაამეორებინეთ თქვენთან ერთად დღის განმავლობაში როცა გაგახსენდებათ , ჩაურთეთ სიმღერა და სთხოვეთ ააყოლოს ხმა ....ამ მეთოდით ბავშვი მექანიკურად დაიმახსოვრებს და არც სწავლის პროცესი გახდება მოსაბეზრებელი ...

Thursday, September 26, 2019


დედიკოებო! გთხოვთ ხვალ - 27 სექტემბერს 12-ის ნახევარზე მობრძანდეთ სკოლაში ...{ისე როგორც მოდიხართ ხოლმე}



ხელოვნებისთვის გაეცნონ ხაზებს!


Wednesday, September 25, 2019

დედაენის წიგნში   გვ.8
სურათუს აღწერა.მოიფიქრონ პატარა ამბავი,დაარქვან პერსონაჟებს სახელები.
დასაწერად გვ.11 მოცემული ხაზები .

Monday, September 23, 2019


  ნინო მასწავლებლისგან: აუცილებლად ჰკითხეთ ავტორი,რამდენი სტროფია,რამდენი სტრიქონიაა,ჰკითხეთ სიტყვების მნიშვნელიბები,განმარტონ თავისებურად,როგორც შეძლებენ.
სამუშაო რვეულებში  მომდევნო ორი გვერდი.1.რამდენი ასოა ქართულ ანბანში?2.რამდენი ხმოვანია?3.რამდენი თანხმოვანია?4.რამდენი ხმოვანია სიტყვაში?

გრიგოლ აბაშიძის ლექსი "შემოდგომა"

Friday, September 20, 2019

ღვთისმშობლობის მადლი მოსავდეს თქვენს ოჯახებს...გილოცავთ💗