ჩემი ბლოგი

Monday, February 17, 2020

მონიშნული აბზაციდან ამოიწერონ მოქმედების აღმნიშვნელი სიტყვები

თეთრი ჭარხლის თეთრი შვილი
ჩაის გვასმევს ყოველ დილით. შაქარი სხვა გამოცანა

                                     თეთრი ჭარხლის თეთრი შვილი
                                     ჩაის გვასმევს ყოველ დილით.
                                                             შაქარი
 

მოსწავლეთა ინტერესის გასაღვივებლად - ნინო მასწავლებელმა პატარებს წაუკითხა ჯიპრაიდის ტექსტი ,,ჯამბაზი ჯაჯუ'' , გაიაზრეს და წარმოადგინეს ილუსტრაციის სახით

Friday, February 14, 2020

პირველ რიგში მინდა მოგილოცოთ სიყვარულის დღე...გისურვებთ გეცხოვროთ სიყვარულით ,გაგეცეთ და გესწავლებინოთ სიყვარული და თქვენც გეგრძნოთ სიყვარული...მეც გწერთ სიყვარულით  და მინდა გითხრათ რომ მიყვარს ყველა ბავშვი ვინც გამიზრდია, მიყვარს ყველა მშობელი ვისთანაც ურთიერთობა მქონია ( რაც არ უნდა უცნაურად მოგეჩვენოთ , დრო ...დრო  შობს  სიყვარულს)  საოცარი სიყვარულით მიყვარს უკვე ჩემი პირველკლასელები ( დიდებზე ხომ უკვე ვგიჟდები) ... და მადლობა უფალს და სამყაროს ,რომ არ ვიცი რაა  ,,სიძულვილი'', დიახ ჩემთვის ყოველი დღე სიყვარულისაა და როცა ამ გრძნობას ოდნავ მაინც ფერი ეცვლება ხოლმე (გარემო პირობებიდან)  ცხოვრება უფერულდება ხოლმე ჩემთვის. . .გისურვებთ ცისარტყელა სიყვარულს ... და ბოლოს,  დიახ მიყვარხართ ....(მგონი ჩანახატი გამომივიდა) 
ქართული:ახალი ლექსიკური ერთეულების გამოყენებით შეადგინეთ წინადადებები...განამტკიცონ ტექსტი !


დასაწერად ორივე რიგის (არ იქნება ზედმეტი) 

Wednesday, February 12, 2020

დასაწერად  პირველი და ბოლო ანდაზა.
გვ.96 N 4,5 (6,7 ზეპირად) გვ . 97-ის  N6-ის  პირველი და მეორე სვეტი)


Tuesday, February 11, 2020



ყურადღება დედიკოებს! გთხოვთ ერთნაირი რვეულები შეუძინოთ ქართულისთვის!
                                   ( ამ კვირაში იქნებ მოაგვაროთ და ერთად მომაწოდოთ)
ასევე მინდა გითხრათ რომ მოსწავლე -ახალგაზრდობის სასახლეში ვიზიტმა გადაიწია 19 თებერვლისთვის( 2სთ) დრო იგივია ....(სასახლიდან დამიკავშირდნენ , ანუ მიზეზი თარიღის შეცვლის თავად სასახლეა)



პირველი და ბოლო ანდაზა დასაწერად.
P.S. კითხვის სწავლა რთული პროცესია , გეთანხმებით ,მაგრამ .....
👉კითხვის დასწავლისას ყურადღება უნდა მივაქციოთ შემდეგ მახასიათებლებს, შეუძლია თუ არა ბავშვს:
• ასოებისგან შეადგინოს მარცვალი;
• აღიქვას წაკითხული სიტყვის შინაარსი .
• სიტყვაში განსაზღვროს პირველი/ბოლო ბგერა ან მარცვალი;(არეულად წააკითხეთ მარცვლები)
• მარცვლებისგან შეადგინოს სიტყვა;
• წაიკითხოს სიტყვა მთლიანობაში;
• წაიკითხოს მიხვედრით;
• იკითხოს ნორმალური ტემპით;
• იკითხოს სწორი ინტონაციით, გააკეთოს საჭირო პაუზები;
• გაიგოს წინადადების შინაარსი;
• უპასუხოს კითხვებს წაკითხული ტექსტიდან.
    
  გთხოვთ კითხვას მიაქციოთ  მეტი ყურადღება!
N 2,6,7 (გთხოვთ დანომროთ დავალებები)

Monday, February 10, 2020

ამოიცნონ სიტყვები და გადაწერონ.
შეცვალონ პირველი ასო და გადაწერონ.
N 3,4,5 ( ამოცანა ჩაწერონ მხოლოდ მაგალითის სახით, გაარკვიონ ამოცანაში რა ვიცით , რა არ ვიცით, რა უნდა გავიგოთ, როგორ? რა მოქმედება უნდა შევასრულოთ? რატომ ვასრულებთ გამოკლებას და არა მიმატებას? ამოცანას  გაეცით სრულყოფილი პასუხი .
 ჩემი ბარტყების  ერთი შესვენება

Sunday, February 9, 2020

პარასკევისთვის სასწავლად💗
N 3,4,5,6,8 ( დანარჩენს უპასუხეთ ზეპირად)