ჩემი ბლოგი

Monday, March 23, 2020

დილა მშვიდობისა ... დაგლოცოთ უფალმა !  
 რამოდენიმე ბავშვის დედიკო არ შემომხმიანებია...ე.ი. არ ,ან ვერ ადევნებენ თვალს დავალებებს...ვიმოდოვნებ სოფლებში არიან ჯანმრთელად....

 განვაგრძოთ მუშაობა... წიგნიდან გვ. 97 ,,შეკრება ათეულის წარმოქმნით'', ალბათ დამეთანხმებით რომ ეს საკითხიც განხილული მაქვს წინსწრების მეთოდით...
 წიგნიდან დავალება შეასრულეთ პატარა რვეულებში - ქვემოთ მოცემული მაგალეთები .
გრძელ რვეულში : გვ. 83.
ვისაც კითხვა გაგიჩნდებათ გელოდებით მესენჯერში  ....( კიდევ  ერთხელ გთხოვთ ვისაც არ აქვს შექმენით ელექტრონული ფოსტები)
იმეორეთ განახევრება- გაორმაგება...
რამდენ სამკუთხედს ხედავთ?





P.S. მდგომარეობის გამოსწორების შემდეგ , შესრულებულ დავალებებს აუცილებლად ჩავიბარებ....




Saturday, March 21, 2020

მოგესალმებით! მადლობა მათ ვინც სურათები უკვე გადმომიგზავნა და ველოდები დანარჩენებსაც.... მინდა განაგრძოთ მუშაობა განახევრება- გაორმაგებაზე ზეპირად...როგორც წესი ბავშვებს გაორმაგება უფრო უადვილდებათ ვიდრე განახევრება, მაგრამ ეს დროებითია ....მუშაობით აუცილებლად მივაღწევთ წარმატებას...

განახევრება- გაორმაგება 20-ის ფარგლებში უნდა იცოდნენ ზეპირად... მოდით შევცვალოთ კითხვა :  მაგალითად :

  1. რომელი ორი ტოლი რიცხვის ჯამია - 2? ე.ი. თუ 2-ს გავანახევრებთ რას მივიღებთ? მსგავსი კითხვები დაუსვით შემდეგ რიცხვებზე: 4,6,8,10,12,14,16,18,20
  2. გააორმაგეთ 1,2,3,4,5,6,7,8,9,10
ყველა რიცხვს ვერ გავანახევრებთ , რატომ? როგორი რიცხვების განახევრება შეგვიძლია?
 

Friday, March 20, 2020

გადადით ლინკზე და ხატეთ ჩემო ყოჩაღებო!  ------- გასაფერადებელი
 დააწკაპეთ სურათზე გადიდდება და საღებავებიც მზად არის , თავად შეარჩიეთ ლამაზი ფერები , ვინც ვერ გაერკვევა, მომმართეთ ...მითითებებს მოგცემთ...
ამ გვერდზე ბევრი გასართობია!
  მათემატიკის გრძელ რვეულში   ---  გვ.82 იმუშავეთ  განახევრება- გაორმაგებაზე ....

... და კიდევ ძალიან რომ მომენატრეთ?   დედიკოებო გადაუღეთ ფოტოები თქვენს (ჩემს) პატარებს  სახლის  თავისუფალ ფორმაში ( იყოს უცნაურიც) და მესენჯერით გადმომიგზავნეთ....უნდა მოვაგროვო , მოვეფერო და მოგონებად დავიტოვო! შემისრულეთ ეს სურვილი!   მე დაგელოდებით.....

Thursday, March 19, 2020

 აი მეც მოვედი....გავიმეოროთ ნასწავლი მასალა. რა მოქმედება სრულდება გაორმაგების დროს? უპასუხე კითხვებს....






გადავიდეთ განახევრებაზე გვ. 96. - იმუშავეთ ამ გვერდზე. პატარა რვეულში შეასრულეთ ამ გვერდზე მოცემული დავალებები....რა მოქმედება შესრულდება განახევრების დროს?( გამოიყენეთ ჩხირები)

დედიკოებოოო! თუ თვლით რომ რაიმეს ისე ვერ ართმევენ თავს და ეს ბუნებრივიცაა,სანერვიულო არაა,მთავარია  ჯანმრთელობა ,ამ თემებს ჩვენ დავუბრუნდებით, ვეცადოთ რასაც გავივლით ვიმეოროთ ხალისით თამაშის დროს თუნდაც....

Wednesday, March 18, 2020

  ნინო მასწავლებლისგან   ---    მწვანე წიგნიდან გვ12  "ცრუ " გაიწაფეთ კითხვაში.
დასაწერად-     გვ13 რატომ არ დაუჯერეს  გლეხებმა ბიჭს?
 დანარჩენ კითხვებს უპასუხონ ზეპირად.
დავალება  N4 "დაალაგე თანმიმდევრობით" -  დაალაგონ და გადაიწერონ პატარა რვეულებში.
დიდ რვეულებში გვ 50 შეავსეეთ სრულად.

დავალებები მოიცავს შემდგომ პერიოდს:18.03- დან 22.03-ის ჩათვლით.


ფოტოზე მოცეული დავალებები გადაიტანეთ რვეულში.

მწვანე წიგნიდან გვ 14 "ბერიკაცი და ნამყენი" კარგად კითხვით 

დასაწერად:
გვ 15  ამოიკითხე ტექსტიდან - როგორ დაარიგა მოხუცმა შვილიშვილი? (დასაწერად პატარა რვეულებში)
ამოიკითხეთ საპირისპირო მნიშვნელობის სიტყვები -  დააწყვილეთ და გადაიწერეთ
სიტყვის კონა- ერთ-ერთი ახალი  ლექსიკური ერთეულის გამოყენებიტ შეადგინეთ წინადადება და  დაწერეთ პატარა რვეულში.

აღნიშნული დავალება გადაიტანეთ პატარა რვეულებში



მწვანე წიგნიდან გვ16 კარგად კითხვით,სასვენი ნიშნების დაცვით და შესაბამისი ინტონაციით.
გვ17 ენის გასატეხი- გახალისდით,რაც შეიძლება სწრაფად თქვით.....
დასაწერად: გვ17 N1,2,5 კითხვაზე პასუხი.
სიტყვის კონა- ახალი ლექსიკური ერთეულის ( ერთ-ერთის) გამოყენებით შეადგინეთ წინადადება.

ვუყუროთ ერთად...რა არის იგავ-არაკი?
იგავ-არაკი — ზნეობრივ დამრიგებლური ხასიათის თხზულებაა. მისი გმირები არიან ცხოველები, მცენარეები, საგნები, მაგრამ იგულისხმებიან ადამიანები...

კუ და მორიელი - სულხან-საბა ორბელიანი, იგავ-არაკი...გამოიტანეთ დასკვნები....




მშვიდობა და ჯანმრთელობა  არ მოგშლოდეთ უკუნისამდე!


მათემატიკა : წიგნიდან გვ 95..იმუშავეთ ამ გვერდზე. გაერკვნენ რას ნიშნავს სიტყვა გაორმაგება? ( იმდენივეს დამატება)
პატარა რვეულში შეასრულონ დავალება წიგნიდან : გააორმაგე რიცხვები( გამოიყენეთ ჩხირები)


ვფიქრობ ხალისით შეასრულებენ, გადახაზონ და დათვალონ რომელი რამდენია...




















ეს კი ზეპირად:
  ერთი დელფინი რომ გავაორმაგოთ რამდენი გახდება?  როგორ გავიგოთ ? როგორ ჩაიწერება? ორი? სამი? და ა.შ. დაუსვით კითხვები, თუ ვერ გაიგეს ახატინეთ, გამოაყენებინეთ ჩხირები  ან ნებისმიერი რამ ....











Tuesday, March 17, 2020

არ მოიწყინოთ ჩემო ძვირფასებო...
მათემატიკა : გვ 94 - რიცხვით ღერძს ძალიან კარგად ცნობენ ჩემი პატარები, აქაც წინსწრებით მაქვს ნამუშევარი....
გრძელ რვეულებში:გვ. 80.81 (მომყევით მე, უფრო მეტს ნუ შეასრულებინებთ რვეულში, მეტის მუშაობა თუ გინდათ, მსგავსებზე ავარჯიშეთ, ახაზინეთ რვეულში სახაზავით სხვადასხვა ფიგურები , გაივარჯიშონ ხელი)


უყურონ ფილმს - გადადით ლინკზე -  ,,მუსიკის ჰანგები''


კლასგარეშე საკითხავი ლიტერატურა..ხალისით შესასრულებელი დავალება ნინო მასწავლებლისგან...
  
 გადადით ლინკზე  ---->  ფერადი ფანქრები
                                           
                                           ჭინჭარი


მოცემული ტექსტების წაკითხვაში ჩაერთეთ მშობლებიც.
ტექსტის წაკითხვამდე  მიეცით მკაფიო ინსტრუქცია,რომ ყურადღებით მოისმინონ, რადგან მოუწევთ ტექსტის მიხედვით დავალების შესრულება ...წაუკითხეთ სამჯერ....
პატარა რვეულებში დააწერონ ტექსტის სათაური და დაასურათონ....