ჩემი ბლოგი

Thursday, January 30, 2014



ეს კიდევ შთაბეჭდილების გასაძლიერებლად...
 smilies
დღეს ,აი ასეთ განწყობაზე დავდექი გაკვეთილზე....








Wednesday, January 29, 2014

მათემატიკა
smiles




რა დღეა?
smileyეს დღე არ მოსდევს სამშაბათს და არც ოთხშაბათის წინა დღეა; გუშინ კი შაბათი არ ყოფილა და არც ხვალ არის შაბათი; გუშინწინ არ იყო ხუთშაბათი და არც ზეგ იქნება ოთხშაბათი. რა დღეა ეს დღე?

Sunday, January 26, 2014


smiles
                                      გილოცავთ ნინოობას!
< 27 იანვარს ქართული მართლმადიდებელი ეკლესია მოციქულთა სწორის, ქართველთა განმანათებლის - წმინდა ქალწულის, ნინოს ხსენების დღეს აღნიშნავს. წმინდა ნინოს ხსენების დღეს ქართული მართლმადიდებელი ეკლესია წელიწადში ორჯერ აღნიშნავს : 1 - ელ ივნისს წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის და 27 იანვარს - მისი გარდაცვალების დღეს. წმინდა ნინოს ქართველთა განმანათლებლად და საქართველოს ციურ მფარველად მიიჩნევენ. თბილისში წმინდა ნინოს სახელობის ხუთი ტაძარია, სადაც ნინოობის დღესასწაული განსაკუთრებულად აღინიშნება. საზეიმო წირვა ქვეყნის ყველა მართლმადიდებელ ტაძარში ტარდება. ბოდბის სამონასტრო კომპლექსში, მის საფლავზე, როგორც საფლავის ძეგლი,დგას წმინდა გიორგი ძლევამოსილის და წმინდა ნინოს სახელობის საკათედრო ტაძარი - მე 9 საუკუნის სამნავიანი ბაზილიკა. წმინდა ნინოს თმებით შეკრული ვაზის ჯვარი კი თბილისის ღვთისმშობლის მიძინების საკათედრო ტაძარში ინახება.


ლურჯ მწვერვალებს
ქარი რძისფერ ნისლში ხვევდა…
და, როდესაც ბარში ვარდნი ყვაოდნენ,
თოვლი იდო ჯავახეთის მთათა ზედა
და ტყეებში ქარიშხლები ბღაოდნენ…

მოჰკიოდა, ქარი ღრუბლებს მოჰკიოდა
და ფარავანს ტბასა ზედა ძრწოდა ქარი…
მოდიოდა, ნინო მთებით მოდიოდა
და მოჰქონდა სანატრელი ვაზის ჯვარი…

თოვლის მთებით ჰკვირდებოდა უცხო მგზავრი, -
ვის უნახავს ვარდობისას თოვლი მთებზე?
მწყემსსა ჰკითხა: რომელია ქართლის გზაი?

მწყემსმა უთხრა: საქართველო არის ესე…

მიეძინა… ერთ წალკოტში მიეძინა
და ფშატებმა მზისგან მოუჩრდილეო; ო,
ეს ვინ არი, გამოცხადდა მგზავრის წინა?
“ნუ გეშინინ!”- ეუბნება იესო…

გაეღვიძა… წუთით იგრძნო მშობლის სევდა,
მაგრამ რწმენა ავალებდა რაოდენს?
თოვლი იდო ჯავახეთის მთათა ზედა
და ტყეებში ქარიშხლები ბღაოდნენ…




Friday, January 24, 2014

smilie
   ახალ 2014 წელს ხვდებიან პატარები,ერთად მხიარულობენ, ცეკვავენ, მღერიან და კიდევ ერთ სიყვარულით აღსავსე დღეს  ჩუქნიან ერთმანეთს....ეს დღე ხომ სულ მალე ლამაზ მოგონებად იქცევა!
.....
გაგრძელება....


        გაგრძელება.....



 








Thursday, January 23, 2014


სვეტიცხოვლის ტაძარი-გადადით ბმულზე

http://panotour.ge/index.php?id=77&panorama=სვეტიცხოვლის_საკათედრო_ტაძარი







— პირიქით, — ეს შენ მასწავლე ყველაფერი. მე არ 

ვიცოდი თუ როგორ მესწავლებინა მანამ, სანამ შენ გაგიცნობდი…
smiley იმისათვის,რომ კარგი მასწავლებელი გახდე,მხოლოდ ბავშვების სწავლება არ არის საკმარისი,უნდა შეგეძლოს,ისწავლო კიდეც მათგან!!!