ჩემი ბლოგი

Wednesday, June 12, 2024

                               ბედნიერ ზაფხულს გისურვებთ ჩემო ძვირფასებო!

    .....მაგრამ დასვენებასთან ერთად  უნდა განვითარდეთ ! 

კარგად დაგეგმილი არდადეგები, მკაფიოდ გადანაწილებული რუტინა და ბევრი დადებითი ემოცია ქმნის პოზიტიურ დასვენებას.

გთავაზობთ  საზაფხულო დავალებას ქართულში:

1. დედაენის მეორე ნაწილიდან ტექსტების კითხვა. 2. თხელ რვეულში ჩაწერონ თითო წინადადება წაკითხული ტექსტიდან.


ვისაც სურვილი გექნებათ შეიძინეთ მსგავსი ტესტი და აქტიური დასვენების შემდეგ ხალისით შეავსეთ !





მათემატიკასაც დავდებ! გადაამოწმეთ ხოლმე ბლოგი.........................................................


მოგესალმებით ყველას!
 მოგიკითხავთ სიყვარულით ჩემო პატარებო! ბედნიერ სასწავლო წელს გისურვებთ...  სკოლაში მოსვლის წინ გთხოვთ გაიმეოროთ თვლა 20 -მდე ( ვიცი რომ მეტი იცით ) ზრდადობით და კლებადბით, წინა და მომდევნო რიცხვები, კენტი და ლუწი , გაორმაგება-განახევრება.... დაშლით მიმატება -გამოკლება და ზეპირადაც ( პირდაპირ პასუხებით)
 გელოდებით  სიყვარულით!
ცხრილს და გაკვეთილების დაწყება -დასრულებას დავდებ ეტაპობრივად! 
კიდევ თქვენი ზაფხულის ლამაზ დღეებზე უნდა მესაუბროთ აუცილებლად !












Tuesday, May 21, 2024


 მათემატიკაში   10 მაგალითი დაშლით . ხუთი მიმატებაზე , ხუთი  გამოკლებაზე. დახაზონ ორი სხვადასხვა  სიგრძის მონაკვეთი. 

Sunday, May 19, 2024

 

მათემატიკაში დავალება იციან ! 
ოთხშაბათს -ზეგ გთხოვთ ჩაულაგოთ ჩანთაში შემდეგი წიგნები : 




Thursday, May 16, 2024

ლილიანას შემოქმედება ... მხოლოდ ჩემთვის❤










ხვალ -17 მაისი მთავრობის გადაწყვეტილებით უქმე დღედ გამოცხადდა










მათემატიკა: წიგნში განიხილეთ გვ.78-79 იცოდნენ სიგრძის, მასისა და ტევადობის საზომი ერთეულების დასახელება !
დავალება შეასრულეთ  დიდ რვეულში : გვ.42









 

Tuesday, May 14, 2024


 მათემატიკა: წიგნში გვ. 76-77  განიხილეთ ...

 დავალება: დახაზონ 5სმ, 8სმ, 10სმ, 3სმ, 6სმ  სიგრძის მონაკვეთები. ( დააწერეთ რამდენი სანტიმეტრია)

გაარკვიონ ერთი მეორეზე რამდენი სმ- ით გრძელი ან მოკლეა! 



Monday, May 13, 2024


 მათემატიკა: დავალება ექნებათ წიგნიდან გვ. 74 ის N 2 დამატებით რვეულში

Sunday, May 12, 2024


 მათემატიკა: წიგნიდან  გვ. 74-75 უპასუხეთ კითხვებს ზეპირად. 

დავალება შეასრულეთ რვეულში გვ.39


გთხოვთ, ვისაც არ აქვს ჯანმრთელობის პრობლემა იაროთ სკოლაში !