ბლოგის შექმნის მიზანია:
სწავლა-სწავლების პროცესის უკეთ წარმართვა!
ჩემი ,როგორც მასწავლებლის საქმიანობის აღრიცხვა!
ჩემი მოსწავლეების მიერ განხორციელებული აქტივობების ასახვა!
ეს
დღე არ მოსდევს სამშაბათს და არც ოთხშაბათის წინა დღეა; გუშინ კი შაბათი არ ყოფილა
და არც ხვალ არის შაბათი; გუშინწინ არ იყო ხუთშაბათი და არც ზეგ იქნება ოთხშაბათი.
რა დღეა ეს დღე?
Sunday, January 26, 2014
გილოცავთ ნინოობას!
<
27 იანვარს ქართული მართლმადიდებელი ეკლესია მოციქულთა სწორის, ქართველთა განმანათებლის - წმინდა ქალწულის, ნინოს ხსენების დღეს აღნიშნავს.
წმინდა ნინოს ხსენების დღეს ქართული მართლმადიდებელი ეკლესია წელიწადში ორჯერ აღნიშნავს : 1 - ელ ივნისს წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის და 27 იანვარს - მისი გარდაცვალების დღეს.
წმინდა ნინოს ქართველთა განმანათლებლად და საქართველოს ციურ მფარველად მიიჩნევენ.
თბილისში წმინდა ნინოს სახელობის ხუთი ტაძარია, სადაც ნინოობის დღესასწაული განსაკუთრებულად აღინიშნება. საზეიმო წირვა ქვეყნის ყველა მართლმადიდებელ ტაძარში ტარდება.
ბოდბის სამონასტრო კომპლექსში, მის საფლავზე, როგორც საფლავის ძეგლი,დგას წმინდა გიორგი ძლევამოსილის და წმინდა ნინოს სახელობის საკათედრო ტაძარი - მე 9 საუკუნის სამნავიანი ბაზილიკა. წმინდა ნინოს თმებით შეკრული ვაზის ჯვარი კი თბილისის ღვთისმშობლის მიძინების საკათედრო ტაძარში ინახება.
ლურჯ მწვერვალებს ქარი რძისფერ ნისლში ხვევდა… და, როდესაც ბარში ვარდნი ყვაოდნენ, თოვლი იდო ჯავახეთის მთათა ზედა და ტყეებში ქარიშხლები ბღაოდნენ…
მოჰკიოდა, ქარი ღრუბლებს მოჰკიოდა და ფარავანს ტბასა ზედა ძრწოდა ქარი… მოდიოდა, ნინო მთებით მოდიოდა და მოჰქონდა სანატრელი ვაზის ჯვარი…
თოვლის მთებით ჰკვირდებოდა უცხო მგზავრი, - ვის უნახავს ვარდობისას თოვლი მთებზე? მწყემსსა ჰკითხა: რომელია ქართლის გზაი?
მწყემსმა უთხრა: საქართველო არის ესე… მიეძინა… ერთ წალკოტში მიეძინა და ფშატებმა მზისგან მოუჩრდილეო; ო, ეს ვინ არი, გამოცხადდა მგზავრის წინა? “ნუ გეშინინ!”- ეუბნება იესო… გაეღვიძა… წუთით იგრძნო მშობლის სევდა, მაგრამ რწმენა ავალებდა რაოდენს? თოვლი იდო ჯავახეთის მთათა ზედა და ტყეებში ქარიშხლები ბღაოდნენ…
Friday, January 24, 2014
ახალ 2014 წელს ხვდებიან პატარები,ერთად მხიარულობენ, ცეკვავენ, მღერიან და კიდევ ერთ სიყვარულით აღსავსე დღეს ჩუქნიან ერთმანეთს....ეს დღე ხომ სულ მალე ლამაზ მოგონებად იქცევა!
და თქვა ღმერთმა: გამოიღოს ქვეყანამ ცოცხალი სამშვინველი ნათესაობის მიხედვით ოთხფერხნი და ქვეწარმავალნი და ხმელეთის ცხოველები ნათესაობის მიხედვით და იქმნა ასე.
/შესაქმე 1, 24/
რატომ შეიქმნენ ცხოველები?
რისთვის შექმნა ღმერთმა ცხოველები? - ისევე, როგორც მცენარეები, ცხოველებიც დედამიწის სამკაულნი არიან, ხოლო გვირგვინი ყოველი ქმნილებისა არის ადამიანი. ყველაფერი მისთვის შეიქმნა - ეს ცაცა და დედამიწაც, ფრინველებიცა და ცხოველებიც, მცენარეებიცა და მნათობებიც. ამიტომ ღმერთმა ყოველ ქმნილებაში ისეთი თვისება ჩადო, რომელმაც ადამიანებს მაგალითი უნდა მისცეს, ასწავლოს რა არის კარგი და რა - ცუდი, მიიყვანოს შემოქმედი ღმერთის შემეცნებამდე.
ვის არ სმენია ძაღლების ერთგულების შესახებ. ისინი უმცირეს სიკეთესაც არ ივიწყებენ და ადამიანის მუდმივ მეგობრებად რჩებიან. იცავენ და სიცოცხლესაც არ იშურებენ საყვარელი პატრონისათვის. ძალიან ხშირად, მათი გარდაცვალებით დასევდიანებული ეს ერთგული ცხოველები სიცოცხლეს პატრონების საფლავებზე ასრულებენ.
მაგრამ, აი, აქლემი! რა დიდხანს მიჰყვება მას გულისწყრომა და მრისხანება. ოდესღაც ვინმესგან ნაცემი აქლემი წყენას დიდხანს არ ივიწყებს და იპოვის თუ არა მარჯვე დროს, ბოროტების წილ ბოროტებით მიაგებს. ასე რომ, უნდა დაფიქრდნენ მრისხანე ადამიანები, ვის ემსგავსებიან, როცა ღვარძლს გულით დაატარებენ და მოყვასს არა თუ არ პატიობენ შეცდომებს, სამაგიეროსაც უხდიან.
საოცრად დიდია მშობლებისა და შვილების ურთიერთსიყვარული ცხოველთა შორის. კრავი ათას ცხვარში არჩევს დედას და მისკენ გარბის, რაც უნდა რძით სავსე იყოს სხვა ცხვრების ძუძუები, მას მაინც დედის რძე ურჩევნია. დედა ცხვარიც ათას კრავში გამოარჩევს თავის შვილს.
შვილთა სიყვარულისათვის საქებია ყვავი, რადგან იგი მაშინაც დასდევს მათ, როცა უკვე ფრენას იწყებენ, აჭმევს და დიდი ხნის მანძილზე ზრუნავს მათზე.
შვილებზე მზრუნველობენ ისეთი მრისხანე და საშიშარი ცხოველებიც, როგორიცაა ლომი, ვეფხვი, მგელი...
აი, არწივი კი მეტად უსამართლოა შვილების გამოზრდისას. გამოჩეკს რა ორ მართვეს, ერთს ფრთას დაჰკრავს და მიწაზე ჩამოაგდებს, მეორეს კი იწყნარებს. თავის ნაშობს იგი ასე იმიტომ ექცევა, რომ საზრდელის შოვნა ეძნელება. სამაგიეროდ, გადაგდებულს სიკვდილისათვის ვერ იმეტებს ზღვის არწივი, თავის შვილებთან მიჰყავს და მათთან ერთად ზრდის. უსამართლო არწივის მსგავსად იქცევიან ის მშობლებიც, რომლებიც სიღარიბის საბაბით შვილებს იშორებენ.
ადამიანები არ უნდა დაემსგავსონ სისასტიკით ფრინველებს, რომლებიც დაინახავენ თუ არა, რომ შვილებმა ფრენა შეძლეს, ბუდიდან აგდებენ და მათთვის აღარ ზრუნავენ.
საოცარი სიყვარული მოსდგამთ ერთმანეთისა ღამურებს. ისინი ერთმანეთს ჯაჭვისებურად დაეკიდებიან და ასე ატარებენ დიდ დროს. ადამიანებს კი როგორ უჭირთ მსგავსი ერთობის მიღწევა, კარგი კი იქნებოდა, მიებაძათ ამ პაწია არსებებისათვის.
საოცარი მზრუნველობა ახასიათებთ წეროებს: როდესაც ერთნი იძინებენ, მეორენი გარს უვლიან და მათი ძილის სიმშვიდეს იცავენ. როცა დრო გაუვა, სადარაჯოზე მდგომი დაიყივლებს და ძილს ეძლევა, მას სხვა შეენაცვლება და ა.შ.
ერთგულების დიდ მაგალითს იძლევიან გვრიტები, რომლებიც, როცა მეუღლეს განშორდებიან, სხვასთან შეერთებას ვერ ეგუებიან, უქორწინებლად რჩებიან და პირველი ქმრის ხსოვნის გამო ახალ ქორწინებაზე უარს ამბობენ.
სტუმართმოძულე ადამიანებმა კი დაე ყვავების სტუმართმოყვარეობას მიბაძონ. როდესაც ყარყატები თბილ ქვეყნებში მიფრინავენ, მათ ხვდებიან და მიაცილებენ ყვავები, რათა მტრულად განწყობილი ფრინველებისაგან დაიცვან. ამას ისიც ადასტურებს, რომ ყვავები შინ ჭრილობებით ბრუნდებიან.
თვითონ ყარყატები კი საოცარი მზრუნველობით გამოირჩევიან მოხუცი მშობლების მიმართ. ისინი გარს ერტყმიან სიბერისაგან ბუმბულგაცვენილ მამას, საკუთარი ფრთებით ათბობენ, საჭმელსაც უხვად უზიდავენ, გადაფრენის დროს კი ფრთებით უჭირავთ და ისე მიჰყავთ. თუ ფრინველები ასე ზრუნავენ მოხუც მშობლებზე, მით უფრო ევალებათ ეს ადამიანებს, რომლებიც ხშირად ივიწყებენ მშობელთა ამაგს და სიბერის ჟამს უყურადღებოდ ტოვებენ მათ.
ცხოველებსა და ფრინველებს ერთად ცხოვრება უყვართ. ზოგიერთებს უფროსებიც ჰყავთ, რომელთაც ემორჩილებიან. ერთგვარ საზოგადოებას ქმნიან ფუტკრები. მათ ერთი სახლი აქვთ და საქმესაც ერთს ემსახურებიან. რაც ყველაზე საოცარია, ისინი ყოველ საქმეს უფროსის ბრძანებით იწყებენ. ვიდრე არ დაინახავენ, რომ მათი წინამძღოლი აფრინდა, თავს ნებას არ აძლევენ მინდვრებისაკენ გაფრინდნენ. ფუტკრები გამრჯე და დაუზარელი მუშაკები არიან, საბუდარს ბრძნულად და თანმიმდევრულად აგებენ და თანაც გასაოცარად ხმაშეწყობილად შრომობენ.
ადამიანისათვის ბეჯითობისა და შრომისმოყვარეობის მაგალითია ჭიანჭველაც, რომელიც საზრდელს ზამთრისათვის ზაფხულშივე აგროვებს. ჯერ ზამთარი არ დამდგარა, მაგრამ ის დროს უქმად არ კარგავს, ბეჯითად და თავდაუზოგავად შრომობს. ალბათ ბევრს უნახავს, თავისზე სამჯერ დიდ ტვირთწამოკიდებული ეს პაწაწინა მწერი. თითოეულ მოგროვილ ხორბლის მარცვალს ჭიანჭველა პირით შუაზე კვნეტს, რომ არ აღმოცენდეს და საკვებად უვარგისი არ გახდეს. ხოლო თუ შეამჩნია, რომ დანესტილია, აშრობს, მაგრამ გასაშრობად ყოველთვის როდი გამოაქვს, არამედ მხოლოდ კარგ ამინდში.
როგორი მღვიძარეა ბატი და როგორი ალღო აქვს იმის მიმართ, რაც დაფარულია. ოდესღაც ბატებმა სამეფო ქალაქი იხსნეს. მათ ყიყინით მიანიშნეს რომის ბინადართ მტრის მოახლოება, რომელიც საიდუმლო მიწისქვეშა გვირაბებით მოიწევდა ქალაქისაკენ.
ქარაფშუტა და უდარდელმა ადამიანებმა კი სჯობს ცხოველებსა და ფრინველებს მიბაძონ, რომლებიც დაუღალავად ზრუნავენ საცხოვრებლის მოსაწყობად. ამ მხრივ ძალიან მოხერხებული და დაუზარელია მერცხალი. ბუდის აშენებისას მას ჩალა პირით მოაქვს, მაგრამ თიხის მოტანა ფეხებით არ შეუძლია, ამიტომ ფრთების წვერებს ისველებს და მტვრის მარცვლებს იკრობს. ამ ხერხით ეზიდება საჭირო თიხას და ჩალის ღერებს ერთმანეთზე აწებებს.
კიდევ ბევრი მაგალითის მოტანა შეიძლებოდა, მაგრამ ვფიქრობთ, ესეც საკმარისია იმისათვის, რომ ადამიანმა ღვთის სიბრძნე განჭვრიტოს, სხვაგვარად შეხედოს ბუნებას და ამ „წიგნში“ ამოკითხული გაკვეთილებით ისწავლოს იმ გზაზე სიარული, რასაც სახარებისეულად სამეუფო გზა, ანუ გზა ცათა სასუფეველისაკენ ჰქვია.
ტექსტის მოსამზადებლად გამოყენებული ლიტერატურა: წმიდა ბასილი დიდი „ჰომილიები ექვსი დღისათვის“
Wednesday, January 1, 2014
ვულოცავ მთელ საქართველოს!"ჩემს პატარა მეგობრებს, ყველა ბავშვს ვულოცავ დამდეგ ახალ წელს, ვუსურვებ ჯანმრთელობას და ბედნიერ ბავშვობას!