ჩემი ბლოგი

Monday, March 22, 2021

მოგესალმებით ! ხვალიდან დისტანციურად გაგრძელდება გაკვეთილები ,ისევ იმ ცხრილით!

Sunday, March 21, 2021

ხელოვნება....

ხელოვნება ეხმარება ბავშვს შეიცნოს საკუთარი თავი. ეხმარება საკუთარი აზრის , სტილის და გემოვნების ჩამოყალიბებაში...

Thursday, March 18, 2021

ვის რვეულშიც ხარვეზია, დავალება შეასრულოს პატარა რვეულში! დედიკოებს გთხოვთ! ნასწავლი გრამატიკული მასალა გაამეორებინოთ......

Wednesday, March 17, 2021

მოგესალმებით ყველაზე წიგნიერის“ კონკურსები მოსწავლეებისთვის, მასწავლებლებისთვისა და მშობლებისთვის! გადადით ლინკზე და მიჰყევით ინსტრუქციას ---- > https://indd.adobe.com/view/ad2deb01-702a-4af2-8389-0d4d3d2969c2?fbclid=IwAR15ZxUrF4BMwrX6ntw33cNzMKHPdkMX4_XWJhfcphfeHuqgLSIZTsezmtU აირჩიე სასურველი კონკურსი, ჩაერთე მითითებულ თარიღამდე, გახდი ყველაზე წიგნიერი და მიიღე საჩუქრები! საკონკურსოდ შერჩეულია რევაზ ინანიშვილის "ბიბო" --- > https://www.sulakauri.ge/product/bibo-da-skhva-mothkhrobebi/

Tuesday, March 9, 2021

9 მარტია

ყოველი დღე ჩვენია .... უბრალოდ 8 მარტი კიდევ უფრო განსაკუთრებულს ხდის ჩვენს არსებობას,რომ სწორედ იმ დღეს ვუსურვოთ ერთმანეთს ქალური ბედნიერება. გისურვებთ ჯანმრთელობას, ფიზიკურ და სულიერ სიძლიერეს, რადგან ცხოვრება სავსეა უსიამოვნო მომენტებით, რომლის გადალახვაც გვიწევს...გილოცავთ ყველას , ვინც სტუმრობდა და სტუმრობს ჩემს ბლოგს... ეს ლექსი გალაქტიონ ტაბიძემ მიუძღვნა ქალებს , მე კი გიძღვნით თქვენ....
ეს დავალება ჩემს პატარებს!

Thursday, March 4, 2021

4 მარტი

მათემატიკა:წიგნში გვ.63 N 2,4,7,8 დანარჩენს უპასუხეთ ზეპირად გრძელი რვეულიდან:გვ.51 წაიკითხეთ და შეასრულეთ!

Wednesday, March 3, 2021

ქართულის დავალება: გთხოვთ შეასრულოთ ლევ ტოლსტოის ტექსტი "კურკა" კარგად კიღხვით და მესამე პირში თხრობით დასაწერად:გვ21 N2,5,7. დიდ რვეულში გვ 48#4,5 კლასგარეშე ტექსტი "შეუძლებელი არაფერია" დასაწერად:წერილის ფორმატით ა)წარმოიდგინე რომ ციცინათელა ხარ,რას მისწერდი კეთილ ჯადოქარს სურვილის ასრულების შემდგომ. ბ)ბულბულის გალობა რომ სიტყვებად გვესმოდეს,რას ეტყოდა ჯადოქარს?

Tuesday, March 2, 2021

4 მარტი

ათვალიერეთ ბლოგი , ქართულსაც დავდებ! დავალება შეცდომით ამიტვირთავს ( ასეთი კურიოზებიც ხდება ხოლმე) წიგნიდან გვ. 62 ყველა ნომერი განიხილეთ . დასაწერად ( მე-7 დაშლით) მე-8 და მე-11 დანარჩენი ზეპირად განიხილეთ!

Monday, March 1, 2021

1 მარტი

მოგესალმებით! უღრმესი მადლობა ყურადღებისთვის, სითბოსა და სიყვარულისთვის...ჯანმრთელობა მინდა გისურვოთ ყველას და იმ მიზნით, რომ სიმშვიდე შეინარჩუნოთ მინდა გაცნობოთ რომ არცერთ ბავშვს , გარდა ,,ანამარიასი'' კოვიდი ოფიციალურად არ დადასტურებია,მაგრამ მიუხედავად ამისა ( რადგან ვხედავ ხართ ძალიან შეშინებულები) სკოლაში გელოდებით 15 მარტს, თუ დაფიქსირდა კიდევ შემთხვევები, მთლიანად კლასს გადავიყვან დისტანციურ სწავლებაზე, რაც ძალიან არ მინდა! ამ კვირის დავალებებს დავდებ აქ და გთხოვთ შეასრულებინოთ.... გრძელ რვეულში ; გვ. 47,48,49 დახაზეთ ABCD კვადრატი, რომლის გვერდის სიგრძე 5 სმ-ია და იპოვეთ პერიმეტრი!