ჩემი ბლოგი

ვაჟა ფშაველა

 სახლ- მუზეუმი                           
ვაჟა-ფშაველა

ცნობილი მწერალი ვაჟა-ფშაველა იგივე ლუკა რაზიკაშვილი დაიბადა 1861 წლის 14 ივლის,სოფელ ჩარგალში მდინარეს ჩარგულის ნაპირას პატარა ქვითკირის სახლში. ვაჟას გარდა მის მშობლებს კიდევ ხუთი შვილი ჰყავდათ:გიორგი,მართა,ნიკო(ბაჩანა) თედო და ალექსანდრე(სანდრო)
ვაჟა რვა წლამდე იზრდებოდა მამის,სოფლის მღვდლის, და დედის, გულქანის, წვრილშვილიან ოჯახში.ვაჟას ძმები თედო და ბაჩანა რაზიკაშვილები -ცნობილი მწერლები გახდნენ.
ვაჟა სწავლობდა თელავის სასულიერო სასწავლებელში.1877-1879 წლებში---თბილისის სამასწავლებო ისტიტუტთან არსებულ ორკლასიან სამოქალაქო სასწავლებელში,შემდეგ კი-გორის სამასწავლებლო (საოსტატო) სემინარიაში, რომელიც 1882 წელს დაამთავრა. ერთხანს სოფლის სკოლაში მასწავლებლობდა. 1883-84 წლებში პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის თავისუფალი მსმენელი იყო. მაგრამ ხელმოკლეობის გამო მალე მიატოვა უნივერსიტეტი და სამშობლოში დაბრუნებული ჯერ შინამასწავლებლად, შემდეგ დიდი თონეთის სკოლის მასწავლებლად მუშაობდა.
1888 წლიდან პოეტი ჩარგალს დაუბრუნდა. ცხოვრობდა ჩვეულებრივი გლეხის ცხოვრებით-ხნავდა,თესავდა,უვლიდა საქონელს და... ფშავის ზამთრის გრძელ ღამეებში წერდა ლექსებს, პოემებსა და მოთხრობებს. მისი პირველი ნაწარმოები ჯერ კიდევ 1879 წელს დაიბეჭდა დროებაში.
ვაჟა-ფშაველა გარდაიცვალა 1915 წლის 27 ივლისს თბილისში.ის დაკრძალულია მთაწმინდის პანთეონში.
კითხულობს გოგი ხარაბაძე


ქალი,რომელსაც ვაჟა-ფშაველა უყვარდა..

 ბავშვობაში ეს საოცარი,ალბათ ბევრისთვის უცნობი ისტორია ამოვიკითხე ბებიაჩემის რვეულში. ბებო 80 წელს მიღწეული ქალია, რომელიც პოეზიით ცხოვრობს. აქვს თიანეთის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში მუშაობისასთავისი ხელით შექმნილი  ორი უძვირფასესი ალბომი-მირზა გელოვანზე და ქართველ დედებზე.ასევე აქვს სამი სქელტანიანი რვეული-ლექსებითა და საინტერესო ისტორიებით სავსე. ვის აღარ იცნობდა ახალგაზრდობაში; გალაკტიონს, გაბრიელ ჯაბუშანურს, რასულ გამზათოვს.. მის რვეულში უამრავი უცნობი და საინტერესო ამბის ამოკითხვა შეიძლება. ერთერთი მათგანია ეს ისტორიაც, რომელიც წელს ამოვიწერე და ჩემი ბლოგის მკითხველისთვის აქაც გადმოვიტანე. სამწუხაროდ,არ ვიცი ვისია ლექსი,რადგანაც მხოლოდ ავტორის ინიციალებია მიწერილი. გახსენებით კი,როგორც რვეულში ეწერა-"იხსენებს ნიკო სულხანიშვილის მეუღლე"         
       "ნინო ფურცელაძე ლამაზი ქალი ყოფილა,ვაჟა ჰყვარებია. ვაჟას უთქვამს:-თქვენ მთაში ვერ გაძლებთ,მე კი ბარადო.      როცა გარდაცვლილა ნინო, დებს საფლავში ვაჟას ფოტოსურათი ჩაუყოლებიათ.       "მე ვაჟას მეტს არავის გავყვებიო" უთქვამს და სიკვდილამდე უცდიდა თურმე.        როცა ქაშუეთში ვაჟას ცხედარი დაასვენეს, თმაგაშლილი და გაჭაღარავებული მანდილოსანი შევიდა, კართან ჩაიჩოქა და ტირილი აღმოხდა.        მამაკაცებმა ერთმანეთს ანიშნეს, ბოლოში მდგარმა ხელი მოჰკიდა მოქვითინეს და ძლივს გაიყვანა ეზოში. ეს იყო ნინო,ამის შემდეგ დიდხანს აღარც უცოცხლია."

////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////

  სამუშაო მაგიდა


ზედმეტი სახელი ,,ვაჟა-ფშველა” პეტერბურგში შეარქვა თუშმა მეგობარმა დიმიტრი ცისკარიშვილმამან იცოდარომ ,,ვაჟა” ფშავ-ხევსურეთში ბიჭსვაჟკაცს ნიშნავსდიმიტრი ხან,,ვაჟას” ეძახდახან ,,ფშაველას”. მერე შეაერქვა და ვაჟა-ფშაველა” დაუძახა.

ვაჟა-ფშაველას  აზრები


> ,,სამშობლოს არვის წავართმევთსხვაც ნურვინშეგვეცილებათორემ ისეთ დღეს და
ვაყრით მკვდარასაც კი გაეცინება."

> ,,განა ყველა რაც ხმელიაკაცთაგან საწუნარიაათას ცოცხალსა ბევრჯელა,ასჯერ  
სჯობს ერთი მკვდარია."

> ,,მწერლობა მაშინ ასრულებს თავის წმინდა მოვალეობასროცა უკეთესადემსახურება ქვეყანას."

> ,, ათას ცოცხალსა ბევრჯელაასჯერ სჯობს ერთი მკვდარია."

     

ვაჟა–ფშაველა შვილთან ვახტაგთან ერთად...


No comments:

Post a Comment