intermedia.ge/
7 ნამდვილი მეთოდი, როგორ მოვიხსნათ სტრესი
|
არავისთვის საიდუმლო არ არის, რომ ჩვენს დროში ფსიქოლოგიური წონასწორობის დაკარგვის რისკი საკმაოდ დიდია. იმისთვის, რომ საბოლოოდ არ დავკარგოთ სულიერი წონასწორობა, გამოცდილი ადამიანები რამდენიმე რჩევას გვთავაზობენ. გარწმუნებთ, ქვემოთ მოცემული მეთოდები სტრესთან ბრძოლაში ნამდვილად დაგეხმარებათ. 1. დაიწყეთ იმით, რომ წამით შეჩერდით და მომხდარი გააანალიზეთ! დაუსვით საკუთარ თავს კითხვა: თქვენი ცხოვრება ნამდვილად ისეთია, როგორიც გინდათ იყოს? დაფიქრდით რას შეცვლიდით მასში და როგორ ჯობია ამის მიღწევა. ფსიქოლოგები გვირჩევენ, რომ საკუთარი აზრები, მიზნები და სურვილები პერიოდულად მოვაწესრიგოთ და ერთმანეთთან შევათავსოთ. თქვენს შინაგან სამყაროში გენერალური დასუფთავება ჩაატარეთ: გადაყარეთ დაგროვილი ბოღმა, სხვა უსარგებლო აზრები და სურვილები... და ბოლოს, კარგად "გაანიავეთ სულიერი ოთახები". 2. ბოლოს და ბოლოს, უყიდე საკუთარ თავს, რაც გსურს! ზოგჯერ ისეთ უბრალო ნივთსაც კი, როგორიცაა უმნიშვნელო სამკაული, შეუძლია განწყობა აგიმაღლოთ. დაბეჭდეთ თქვენი საუკეთესო სურათი, სადაც სახეზე ბედნიერი ღიმილი დაგთამაშებთ და ჩასვით ჩარჩოში. შეეცადეთ, რომ თქვენს გარშემო მხოლოდ სასიამოვნო ნივთები შემოიკრიბოთ. ყვავილების ძველი თაიგული თამამად და სინანულის გარეშე შეგიძლიათ გადააგდოთ. მით უმეტეს, თუ იგი თქვენი ძველი სიყვარულის ნაჩუქარია და თაიგულის დანახვა სევდიან მოგონებებს გგვრით. 3. მიეცით საკუთარ თავს კარგად დასვენების საშუალება! გაანებივრეთ საკუთარი თავი: მოიმზადეთ თქვენი საყვარელი კერძი, მიიღეთ ეთერზეთოვანი აბაზანა, ოთახში არომატული სანთლები აანთეთ და ჩართეთ საყვარელი მუსიკა. ისიყვარულეთ, კარგია ასევე ბუნებაში ხანგრძლივი სეირნობა. დატკბით ტყის, ზღვის და სხვა სურნელებით. შეიგრძენით სიცოცხლის გემო. 4. მოაწესრიგეთ თქვენი რაციონი! სპეციალისტები ყოველ 4 საათში და მცირე ულუფებით კვებას გვირჩევენ. ნახშირწყლებით მდიდარი საკვები სეროტონინის (ბედნიერების ჰორმონის) გამომუშავებასა და განწყობის ამაღლებაში დაგეხმარებათ. 5. გახსოვდეთ ფიზიკური ვარჯიში! მაგალითად, იარეთ ცეკვასა ან ცურვაზე. წყალი ორგანიზმს დასვენებასა და განტვირთვაში ეხმარება, ამაღლებს ტონუსს და აუმჯობესებს განწყობას. აკეთეთ ოჯახური საქმე, იარეთ მაღაზიებში, გაასეირნეთ ძაღლი. ერთი სიტყვით, იყავით აქტიური! 6. ისწავლეთ პატიება და დავიწყება! ამგვარად შურისძიების და გაღიზიანების მტანჯველ გრძნობებს მოიშორებთ თავიდან, რომლებიც, პირველ რიგში თქვენ გავნებთ და განადგურებთ. გარდა ამისა, როდესაც ვინმეზე ან რამეზე ბრაზდებით, მასთან კავშირს ინარჩუნებთ. აქედან ხდება "ჩაციკვლა" წყენისა და გაბრაზების გამო. შეუმსუბუქეთ საკუთარ თავს ეს ტვირთი, მიუტევეთ და დაივიწყეთ ის, რაც წარსულში იყო და გააგრძელეთ ცხოვრება. 7. ცხოვრებას იოლად შეხედეთ! შეეცადეთ, ხანდახან მაინც საქმე თავისი მიმართულებით მიუშვათ და ყველა და ყველაფერი არ აკონტროლოთ. ცხოვრებაში გმირული საქციელი ყოველთვის საჭირო არ არის. ეცადეთ, დღევანდელი დღით იცხოვროთ და მთელი კონცენტრაცია იმაზე მოახდინოთ, რასაც კონკრეტულ მომენტში აკეთებთ. შედეგი სასიამოვნოდ გაგაოცებთ. ეცადეთ, გახდეთ რეალისტი და არ გააზვიადოთ უიღბლო შემთხვევები. ყოველთვის გახსოვდეთ ძველი აღმოსავლური ანდაზა: "თვეში 15 დღე თუ მოსაწყენია, დანარჩენი ბედნიერი და ხალისიანი იქნება!" გახდით ოპტიმისტი და ცხოვრებაში მომხდარი მოვლენები უფრო ობიექტურად შეაფასეთ. შესაძლოა ისინი სულაც არ არის ისეთი უიმედო, როგორიც ემოციის ქვეშ მყოფს გეჩვენებათ. ან სულაც, რაც მოხდა, იქნებ უკეთესობისკენ შეცვლის ყველაფერს? ხშირად ხომ ასეა: რაც დღეს ტრაგედიად გვეჩვენება, ხვალ ღიმილს გამოიწვევს. რაც მთავარია, ყოველთვის გახსოვდეთ, რომ თქვენი ცხოვრება სამყაროს ქაოსში მხოლოდ ერთი პატარა სხივია. ამიტომ ეცადეთ, ცხოვრება საკუთარ თავთან და სამყაროსთან ჰარმონიაში გაატაროთ და გარშემო მყოფებს სითბო და სიხარული მიანიჭოთ.
აუცილებელი ფსიქოლოგიური ტესტი, წაიკითხეთ, საინტერესოა....
1)გადახლართეთ თითები, როგორც პირველ სურათზეა ნაჩვენები. თუ ზევით მარცხენა ხელის ცერა თითი აღმოჩნდა ფურცელზე დაწერეთ სიმბოლო “L”, თუ პირიქით სიმბოლო “R”. 2)დაუმიზნეთ უჩინარ სამიზნეს. თუ მარცხენა თვალით უმიზნებთ და მარჯვენას ხუჭავთ დაწერეთ სიმბოლო “L”, თუ პირიქით სიმბოლო “R”. 3)გადააჯვარედინეთ ხელები მკერდზე. თუ მარცხენა ხელის მტევანია ზევით დაწერეთ სიმბოლო “L”, თუ მარჯვენა სიმბოლო “R”. 4)ტაში დაუკარით. თუ თქვენ მარცხენა ხელს ურტყამთ მარჯვენას დაწერეთ სიმბოლო “L”, თუ პირიქით სიმბოლო “R”. მაშ ასე ვნახოთ შედეგები: |
მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ აქ ჩემი გამოცდილება გავიზიარე, მე მქვია ბრენადა და ბედნიერად ვიყავი დაქორწინებული. სანამ ქმარმა არ თქვა, რომ მას მომატყუებდნენ, მაშინ ჩვენ ორივე წყვილი ვიყავით. ჩვენ მას ვერ ვიჯერებდით, არც ის ენდობოდა ჩემს სიტყვებს, ასე რომ, ჩვენ განქორწინება გამოვიტანეთ, მოგვიანებით დაშორდით და პირობა დადო, რომ არასდროს შევსება. დიდხანს ვცდილობდი შემეგრძელებინა ნაბიჯი, მაგრამ მის გარეშე ვერ ვრჩებოდი, ამიტომ ქმრის დაბრუნების მცდელობა დავიწყე, შემდეგ კი მიმიყვანეს Dr.IZOYA. დიდი ადამიანი, რომელსაც შევხვდი, მან სიყვარულის ჯადოქარი მიაყენა და ქმარი 24 საათის განმავლობაში დააბრუნა. ამასთან ერთად, მე აქ ვარ, რომ გავაზიარო დოქტორ IZOYA- ს კონტაქტი, მივაღწიოთ მას drizayaomosolution@gmail.com– ს საშუალებით. ის მართლაც ძლიერია და სპეციალიზირებულია შემდეგ საკითხებში ...
ReplyDelete(1) ყველა სახის სიყვარულის შელოცვები. (2) შეწყვიტე განქორწინება. (3) ბოლო უნაყოფობა.