ხელოვნება --- 1 კლასი - დავალება აღდგობის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით!
მირზაანი-ნიკო ფიროსმანის მუზეუმში.ჩემი პატარებისთვის გადავიღე როგორც შევძელი!
ცნობები ფიროსმანის ცხოვრების შესახებ უმეტესად შეკრებილია მისი გარდაცვალების შემდეგ. დაიბადა გლეხის ოჯახში, რომელიც ადრევე გადასახლდა შულავერში. მშობლების გარდაცვალების შემდეგ ფიროსმანი თბილისში გადმოვიდა საცხოვრებლად. ბავშვობაშივე იჩენდა დიდ ინტერესს მხატვრობისადმი, ბევრს ხატავდა კიდეც. სპეციალური სამხატვრო განათლება არ მიუღია. 1880-იან წლებში თვითნასწავლ გ. ზაზიაშვილთან ერთად გახსნა ფერწერის სახელოსნო და აბრების შეკვეთებს ღებულობდა. 1890-1894კონდუქტორად მუშაობდა ამიერკავკასიის რკინიგზაზე, შემდეგ ვაჭრობაშიც სცადა ბედი. XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე თბილისელ მედუქნეებთან და მიკიტნებთან აფარებდა თავს, მათი შეკვეთით ხატავდა აბრებს, პორტრეტებს, სურათებს. სიცოცხლის ბოლომდე გაჭირვებას თავი ვერ დააღწია; ქართველ მხატვართა საზოგადოება დროდადრო ცდილობდა შეემსუბუქებინა მისი ხვედრი. თუმცა ფიროსმანაშვილი მარტოობაში გარდაიცვალა და მისი საფლავიც უცნობი დარჩა.
ეს მისი დროინდელი ჭურჭელია,თავად კი ესეც არ ჰქონდა!
გამოყენებითი ხელოვნება:თექით დამზადებული სხვადასხვა ნამუშევრები!
პირამიდა
ეიფელის კოშკი
პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი
კოლიზეუმი
უამრავი გასაფერადებელი თქვენთვის -> /http://kids.internet.ge/
ვან გოგი-,,მზესუმზირები"1888წ. ვან გოგი-
“ლეონარდო და ვინჩის” მიერ შესრულებული, ყველასათვის კარგათ ნაცნობი პორტრეტი “მონა ლიზა”, რომელიც მსოფლისო განხილვის თემაა დღემდე. მან ხატვა დაიწყო 1504 წელს და დაასრულა არც თუ ისე ადრე გარდაცვალებამდე 1519 წელს. 1911 წელს იტალიელმა პატრიოტებმა მოიპარეს ლუვრის მონასტრიდან ეს პორტრეტი იმ დევიზით, რომ იტალიას უნდა დაბრუნებოდა სურათი და მხოლოდ 2 წლის შემდეგ გაყიდვის მცდელობის დროს დააკავეს “პერუჩიო”, რომელიც ამ ხნის მანძილზე სახლში ინახავდა სურათს და დაკავების დროს კი იგი აპირებდა ამ პორტრეტის გაყიდვას ფლორენციის გალერიის დირექტორზე. დღეს პორტრეტი პარიზში, ლუვრის მუზეუმში კიდია და ყოველწლიურად 6 მილიონზე მეტი ადამიანი მიდის მის სანახავად.

რომის კოლიზეუმი
2012, 17 დეკემბერი, 17:56
|
როგორც ცნობილია, ძველი რომაელები სანახაობათა დიდი მოყვარულები იყვნენ. სწორედ სანახაობათა გასამართად რომში, ახ.წ.I ს-ში აიგო საგანგებო ნაგებობა კოლოსეუმი. მისი სახელწოდება ლათინურუ სიტყვიდან colosseus მომდინარეობს, რაც უზარმაზარ, კოლოსალურს ნიშნავს. და მართლაც, კოლოსეუმი რომის იმპერიის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ამფითეატრი იყო, რომელიც 50 000 მაყურებელს იტევდა. ეს არის ელიფსური მოყვანილობის ნაგებობა, რომლის შუაგულში მდებარე არენის გარშემო 4 იარუსად განლაგებულია ადგილები მაყურებელთათვის. შესასვლელ-გასასვლელები აქ ისეა დაგეგმარებული, რომ უზარმაზარი ნაგებობა სულ რამდენიმე წუთში ივსებოდა მაყურებლით. კოლოსეუმის არენაზე იმართებოდა გლადიატორთა ბრძოლები, სიკვდილმისჯილთა შერკინებები გარეულ ცხოველებთამ და სხვა სასტიკი სახეობანი. კოლოსეუმის არენა ისე იყო მოწყობილი, რომ იგი იხსნებოდა, მის ქვეშ საგანგებოდ დამონტაჟებული წყლის მილების სისტემით აქ წყალი შემოდიოდა და არენა დიდ აუზად იქცეოდა, რომელშიც საბრძოლო ხომალდების შეჯიბრი იმართებოდა. ხშირად კოლოსეუმში გამართული სანახაობა რამდენიმე დღე-ღამის განმავლობაში გრძელდებოდა; მაყურებლები საკუთარი ბალიშებით მოდიოდნენ, რათა ქვის სკამებზე მოხერხებულად მოკალათებულიყვნენ და ასე შეექციათ თავი სანახაობათა ხილვით.
|
უამრავი გასაფერადებელი თქვენთვის -> /http://kids.internet.ge/
ვან გოგი-,,მზესუმზირები"1888წ. ვან გოგი-
“ლეონარდო და ვინჩის” მიერ შესრულებული, ყველასათვის კარგათ ნაცნობი პორტრეტი “მონა ლიზა”, რომელიც მსოფლისო განხილვის თემაა დღემდე. მან ხატვა დაიწყო 1504 წელს და დაასრულა არც თუ ისე ადრე გარდაცვალებამდე 1519 წელს. 1911 წელს იტალიელმა პატრიოტებმა მოიპარეს ლუვრის მონასტრიდან ეს პორტრეტი იმ დევიზით, რომ იტალიას უნდა დაბრუნებოდა სურათი და მხოლოდ 2 წლის შემდეგ გაყიდვის მცდელობის დროს დააკავეს “პერუჩიო”, რომელიც ამ ხნის მანძილზე სახლში ინახავდა სურათს და დაკავების დროს კი იგი აპირებდა ამ პორტრეტის გაყიდვას ფლორენციის გალერიის დირექტორზე. დღეს პორტრეტი პარიზში, ლუვრის მუზეუმში კიდია და ყოველწლიურად 6 მილიონზე მეტი ადამიანი მიდის მის სანახავად.
No comments:
Post a Comment