ჩემი ბლოგი

მეფე ერეკლე


ჰეი, თქვენ არაგველებო, გაუმაძღარნო ომითა,
თქვენს საფლავებთან მოსვლა და მუხლის მოდრეკა მომინდა.
შავჩოხიანო ვაჟკაცო, ჭრილობა ხომ არ შეგხსნია!
ეს სისხლი არის, თუ მართლა ყაყაჩოების ცეცხლია?
შავჩოხიანო ვაჟებო, ასე რამ გაგახალისათ,
ჟრიალი ხომ არ მოგესამათ ოჟა ჯურხაის ფარისა?
სიმღერა ხომ არ მოგესმათ პატარა კახის ხმალისა?
იქნებ მე თვალი მატყუებს, ზეცა მაბრმავებს კრიალა,
მაშინ თქვენ თვითონ აღსდექით და მარქვით ომახიანად,
თუ არც ყაყაჩოს ცეცხლია და არც ახალი იარა,
მა ეს ბებერი კრწანისი რა ძალამ ააბრდღვიალა?
ჰეი, თქვენ არაგველებო, გაუმაძღარნო ომითა,
თქვენ საფლავებთან მოსვლა და მუხლის მოდრეკა მომინდა!

                                                        ლადო ასათიანი 






აი სამასნი გმირები, დუშეთით თბილისს მოსულნი,
მეფის შეწევნად და მის წინ მისთვისვე შეფიცებულნი,
თუ გაგვიწყრება ღმერთი და ვერა გავნდევნეთ მტრის ძალი,
იყვეს შერცხვენილ, ვინც ჩვენგან შინა   წავიდეს ცოცხალი.








ერეკლე II-ის საფლავის   ვეტიცხოვლის ტაძარში
ერეკლე მეფე
ეს ჩვენი მეფე ერეკლე
ერთი პატარა კახია;
ჯაჭვის პერანგი ჩააცვეს,
გაჰკრა ხელი და გახია.

ხალხური


No comments:

Post a Comment