ჩემი ბლოგი

Wednesday, September 17, 2014

 ცვლილებები ეროვნულ სასწავლო გეგმაში 2014-15 სასწავლო წლისთვის
(გადადით ბმულზე)
-
 http://mes.gov.ge/uploads/qartuli%20seqtori.pdf

Monday, September 15, 2014

სასურველია, დამრიგებლის საათი დაწყებით კლასებში მიმდინარეობდეს მოსწავლეებთან საუბრები, დისკუსიის ფორმატით, დიდაქტიკური ზღაპრების გარჩევით, იმიტირებული თამაშებით. ასევე კარგ შედეგს იძლევა ეპისტოლარული ჟანრი. შეიძლება,დამრიგებელმა კლასში დადგას "სურვილების ყუთი", სადაც მოსწავლეები ჩაყრიან ფურცლებს, რომლებზეც მათთვის საინტერესო თემებზე მოსაზრებებს გამოთქვამენ. იქვე მითითებული იქნება, აღნიშნული საკითხის განხილვა საჯაროდ სურთ თუ ინდივიდუალურად.ამ შემთხვევაში დამრიგებელიმოსწავლეთა ინტერესების გათვალისწინებით დაგეგმავს შეხვედრის თემას.
ასევე ძალიან მნიშვნელოვანია სადამრიგებლო საათისთვის წესების შემუშავება. ამ წესების ფორმულირება პირველივე შეხვედრაზე უნდა მოხდეს და არა მას შემდეგ, რაც წესები დაირღვევა. დამრიგებელმა უნდა აუხსნას მოსწავლეებს, რომ ყველას აქვს აზრის გამოთქმის უფლება. დაუშვებელიაშეხვედრებზე ვინმეს განსჯა: საუბრისასგანიხილება საქციელი, შემთხვევები და არა პიროვნება. თავდაპირველად დამრიგებელს დიდი ძალისხმევა დასჭირდება პროცესის სამართავად და ფასილიტატორის როლის შესასრულებლად, სანამ მოსწავლეები არ გაითავისებენ ამგვარი შეხვედრების წესებსა და მიმდინარეობის თავისებურებებს.
სასურველია, სადამრიგებლო საათი პირველ კლასში 10-15 წუთს გაგრძელდეს იმ შემთხვევაში, თუ შეხვედრა მხოლოდ ერთი სახის აქტივობისგან შედგება (მაგალითად, საუბარი მოსწავლეებთან, ან მხოლოდ დიდაქტიკური ზღაპრის მოსმენა და გარჩევაპირველკლასელებს ყურადღების აქტიურად მართვა სწორედ 10-15 წუთის განმავლობაში შეუძლიათ). უფრო ხანგძლივი შეხვედრა კი (35-40 წუთი) მრავალფეროვან დავალებებს, სადისკუსიო თემებს და თამაშებს უნდა ითვალისწინებდეს. დავალებების შერჩევისას ყურადღება უნდა მიექცეს ჯგუფის სიდიდეს. სასურველია, შეხვედრები წინასწარ იყოს დაგეგმილიმათი ჩატარება კვირის ბოლოს ჯობს, რათა მოხდეს განვლილი სასწავლო კვირის შეფასება და შეჯამება.
სადამრიგებლო საათის ბოლოს აუცილებელია მოსწავლეებისგან უკუკავშირის მიღება: რა გაიგეს და ისწავლეს მათ ამ შეხვედრაზე? რა იყო მათთვის განსაკუთრებით საინტერესო? რა მოეწონათ და რა არა? ეს დაეხმარება დამრიგებელს, შემდგომი შეხვედრები უფრო ეფექტიანად დაგეგმოს.
ასეთი შეხვედრებისთვის ორგანიზების საუკეთესო ფორმა მრგვალი მაგიდა ან წრეში დასხდომაა, ვინაიდანამგვარად დამრიგებელი დაინახავ ყველა მონაწილე და შეეძლება განსაზღვროს თითოეულის ჩართულობისხარისხი.
ასევე, შეიძლებასადამრიგებლო საათი ჩატარდეს სკოლის გარეთ, ექსკურსიაზე ან მუზეუმის დათვალიერებისას, მოსწავლეთა საჭიროებებიდან გამომდინარე.

სადამრიგებლო საათის თემები

სადამრიგებლო საათის თემები, სასურველია, მოიცავდეს შემდეგ მიმართულებებს:

1. პიროვნული და მორალური განვითარება – მე – პიროვნება, სოციუმი ჩემს გარშემო, ურთიერთობა თანატოლებთან და უფროსებთან, ტოლერანტობა, ადამიანთა უფლებები, ზოგადასაკაცობრიო ღირებულებები, ეტიკეტი. თანამშრომლობის მნიშვნელობა, ცნება `თანაკლასელი~; ურთიერთობისას და სწავლის პროცესში წამოჭრილი სირთულეები და მათი მოგვარების გზები; კონფლიქტების აცილებისა და მოგვარების უნარების განვითარების აუცილებლობა. თვითრწმენა – საკუთარ თავსა და ძალებში დარწმუნება; პატივისცემა – საკუთარი თავის, სხვა ადამიანების; როდის ვარღვევთ სხვათა უფლებებს? როდის ირღვევა ჩვენი უფლებები?
რეკომენდაციები "სადამრიგებლო საათის" განხორციელებისთვის.


2. გარემოს დაცვითი კულტურა და ცხოვრების ჯანსაღი წესი – პირადი ჰიგიენა, ავადმყოფობის გავრცელების წყაროები, სასარგებლო საკვები, დროის ორგანიზება, დღის რეჟიმი, სპორტის მნიშვნელობა, მავნე ჩვევების საფრთხე. გარემოს და ბუნების მოფრთხილება; ჯანსაღი ცხოვრების სტილი – რას ნიშნავ სეს?

3. უსაფრთხოება და მოქალაქეობრივ-პატრიოტული ცნობიერება – ჩემი ეზო, ჩემი სკოლა, ჩემი ქალაქი/სოფელი, ჩემი სამშობლო, ისტორია, გამოჩენილი პიროვნებები, მნიშვნელოვანი მოვლენები, ტრადიციები, წესები და კანონები;

4. ინტელექტუალური და ესთეტიკური განვითარება – ხელოვნების, ტექნოლოგიური და ინტელექტუალური მიღწევების მნიშვნელობა.

დამრიგებლის კლასთან მუშაობა, სასურველია, შემდეგი ფორმით მიმდინარეობდეს: მოსწავლეებთან საუბრები, კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით დისკუსიები, ვიქტორინების, ზეიმების, ექსკურსიებისა და ლაშქრობების ორგანიზება, ცნობილ ადამიანებებთან და მოსწავლეთა საჭიროებიდან გამომდინარე, სხვადასხვა სპეციალისტთან თუ ორგანიზაციის წარმომადგენლებთან შეხვედრის მოწყობა.
დამრიგებლებმა ყველაზე უკეთ იციან კლასის საჭიროებანი და სწორედ აქედან გამომდინარე, გეგმავენ შეხვედრებსა და ღონისძიებებს. თუმცა შესაძლებელია შეხვედრებს სისტემატური ხასიათი ჰქონდეს და წინასწარ იყოს დაგეგმილი, მაგ. კვირაში ერთხელ.

ჩემო პატარებო! არ დამვიწყებიხართ, მე აქ ვარ თქვენს გვერდით, რაიმე საინტერესოს ყოველთვის შემოგთავაზებთ და შეამოწმეთ ხოლმე ბლოგი....ეს ბლოგი თქვენ გეკუთვნით, თქვენია და ყოველთვის იარსებებს.....

 დათვალეთ სამკუთხედები.....

 დამატებითი  სამუშაო თქვენთვის.....

 

Saturday, September 13, 2014

მუდამ მეყვარებით.....მიგულეთ თქვენს გვერდით! მიყვარხართ უსასრულობამდე...ცამდე....ზღვამდე......

Thursday, September 11, 2014

ჩემო პატარა მეგობრებო! მომენატრეთ ძალიან.სულ მალე შევხვდებით ერთმანეთს.მანამდე კი შეატყობინეთ თქვენს დედიკოებს, რომ ხვალ 12 საათიდან დაიწყება წიგნების გაცემა და სკოლაში გამოცხადდნენ.