ყველამ იცოდეთ!! დედა თუ არ გიყვარს არავინ გიყვარს!
ხელისგულზე -
შენ მაჩუქე
მზე და მთვარე, ვარსკვლავებიც ზედა!
სულ აკვანზე დამიყარე,
საყვარელო დედა.
ყანა, წყარო, ლურჯი მთები,
- რასაც თვალით ვხედავ,
მთელ სამშობლოდ მომიძღვენი,
საყვარელო დედა.
ხელისგულზე ერბო-კვერცხი ვინ შეიწვას ნეტავ,
შენს ამაგს ვინ გადაიხდის, საყვარელო დედა.
დედა” სოლოლაკის ქედზე 1958 წელს აღიმართა. ცნობილი მოქანდაკის-ელგუჯა ამაშუკელის 20 მეტრიანი სკულპტურა თბილისის 1500 წლის იუბილესთან დაკავშირებით დაიდგა. თავდაპირველი გადაწყვეტილების თანახმად, ხის ალეგორიული ქანდაკება დედაქალაქს დროებით დაამშვენებდა. თუმცა მოგვიანებით ეს გადაწყვეტილება შეიცვალა. ამის გამო ხის ფაქტურა 1963 წელს ალუმინით დაიფარა, რათა ქანდაკება არ დაზიანებულიყო. მიუხედავად იმისა, რომ სკულპტურა მრგვალი ქანდაკების პრინციპითაა შექმნილი, მისი სრულად აღქმა ფრონტალურად ყველაზე უკეთაა შესაძლებელი. ქართულ ეროვნულ სამოსში გამოწყობილი ახალგაზრდა
ქალის გამოსახულებას ხელში ხმალი და ღვინის თასი უჭირავს. თასი სიმბოლურად ქართულ
სტუმართმოყვარეობაზე მიანიშნებს, ხოლო ხმალი მტრის დასახვედრად მუდმივი მზადყოფნის მაუწყებელია. მკაცრად ფრონტალური და სტატიკური ,,ქართლის დედა” განსაკუთრებული ადგილმდებარეობის გამო შორიდანვე იქცევს ყურადღებას.
ბებომ გუშინ მასწავლა,
ცისარტყელა შვიდფერაა,
მზე კი თურმე - ცხრათვალა.
მარტს დედის თვეს ეძახიან,
იაიით მოსართავს,
ენძელებს და ყოჩივარდებს
გაზაფხულად მონათლავს.
ფერად ფანქრებს მოვიმარჯვებ,
მეც დავხატავ გაზაფხულს,
ჩემს დედიკოს მივულოცავ
ათას, ათას სიხარულს.
ელენე სალარიძე
2013
დედას
ია-ია დაგიკრიფე,ლურჯთვალა და კოპწია.
დედის დღე და გაზაფხული
ერთად მომილოცია.
ნუნუ კერესელიძე
დედა ჰქვიადედაციხეს,
დედაქალაქს,
დედამიწას,
დედაბოძს თუ დედაენას
დედის ძალა დედამ მისცა!
დედა უძღვის წინ ყველაფერს,
ჩვენს სალოცავს,
ჩვენს საფიცარს...
რადგან ძალა დედამ მისცა,
დედა იცავს დედამიწას!
ყველაზე ლამაზო
ყველაზე ლამაზო,
ყველაზე კეთილო,
ნუ სწყრები მალ-მალე,
პატარა დედილო!
მე მინდა, ყოველთვის
იცინო ლამაზად,
ნებივრად გივლიდეს,
მე ვეტყვი მამასაც.
თავზე რომ მევლები,
ზრუნვით რომ დამცქერი,
ახლა მე ვიქნები
სულ შენი დამცველი.
პატარა, ჯიუტი
თუ გყავდი აქამდე,
ხომ უკვე დიდი ვარ,
დარდები გაფანტე.
გამგონეც ვიქნები,
დამჯერიც ვიქნები,
ოღონდაც ნათელ შუბლს
ნუ იღლი ფიქრებით.
თუ რამე ვიტკინე,
მიშუშებ ალერსით.
ახლა მე გაკოცებ
მაგ ლამაზ თვალებში!
მაყვალა მრევლიშვილი
კეთილო და ენამზე,
მშვენიერო, სანატრელო,
გლოცავ, ყველა ენაზე!
დედი, ჩემო ტკბილზე ტკბილო,
სხივნათელო, მზეთამზე,
დედოფალო, თბილზე თბილო,
საამაყო ყველაზე!
ნათია აბულაძე
მიყვარხარ დედა!!!
ვარდებში ღელავდნენ ლამაზი ქალები,
მათ უყვართ ჩურჩული და მიეთმოეთი...
ამბობდნენ: ამურებს ვერ დაემალები,
თუნდ იყო პირველი და დიდი პოეტი.
ძვირფასო ქალებო! არ მოგერიდებით,
ერთ თქვენგანს ეკუთვნის სულ ჩემი წიგნები.
ნეტავი დამათრო მის ბროლის თითებით,
პირველი და დიდი გენია ვიქნები .
გალაქტიონ ტაბიძე
დედის სითბო
როცა ციდან ანგელოზთა ხმა ისმოდა
და ხმაც თურმე იავნანის ჰანგზე ჟღერდა,
როცა ქარი ოდნავადაც არ იძვროდა,
ქალს დედობა სწორედ მაშინ დაებედა......
ეს მადლია, სიწმინდით რომ ცას ედრება,
განა ოქროდ, სულ სიკეთედ აწონილა,
დღემდე გვათბობს და არასდროს არ ნელდება,
რაც კი სითბო დედამ ძუძუდ გვაწოვინა...
ეს გრძნობაა შეუცვლელი და ნამდვილი,
პირველად რომ დავუძახეთ დედას _ "დე - და"...
იწმინდება ცა წვიმებით გადაღლილი
და მზეშიც კი დედის ლამაზ ღიმილს ვხედავთ...
ციდან ახლაც ანგელოზთა ხმა მოისმის,
ხმა, რომელიც არაფრისთვის არ გვეთმობა,
ღმერთს მადლობა, ასე დიდი წყალობისთვის,
დაილოცოს ქალის ნიჭი და დედობა...
ბადრი სულაძე
|
ისეთი ლექსი ვერ თქვას ვერავინ,
დედას რომ მართლაც შეეფერება!"
დედაზე-გადადით ლინკზე- ღონისძიება
chemo chkviano, energiulo, saqmis moyvarulo, bavshvebze uzomod sheyvarebulo Rusudan sul warmatebebs gisurveb shen da shen moswavleebs. udidesi shroma gaqvs chadebuli.saintereso da bevris momcemia shens mier shesrulebuli titoeuli aqtivoba.
ReplyDeleteრუსუდან , დიდი წვლილი მიგიძღვის.....
ReplyDelete