ჩემი ბლოგი

Tuesday, March 31, 2020



ასე გადავანაწილე..( ორშაბათს და ხუთშაბათს ).მითითებებს მაინც მივცემ ბავშვებს რა და როგორ აკეთონ....დავალებებს დავდებ ბლოგზე,მაგრამ ხუთშაბათიდან შესრულებულ დავალებებს გადმომიგზავნით თიმსში , ასევე გვექნება უკუკავშირიც...


Monday, March 30, 2020

ხვალ ისევ გელოდებით თიმსში ...(ვცადოთ)
შეხვედრა გადავანაწილე ორ დღეზე :
 ორშაბათი   და    ხუთშაბათი
მოსწავლეები გადავანაწილე ოთხ-ოთხად საათების მიხედვით შემოხვალთ!
განვიხილავთ ამოცანებს ...ცხრილს დავდებ აქ    (ხვალ)და ამოიწერეთ საათები....
მანამდე რომ არ გაჩერდეთ წიგნში განიხილეთ გვ. 102

მონაცემების შეტანა ცხრილში : სანამ წიგნს გადაშლიდეთ მოდით დავთვალოთ რამდენი შავი ფერის ფისოა?  დამეთანხმებით რომ 6-ია, ახლა კი  მონაცემები  მე გადავიტანე ცხრილში . (დავაკვირდეთ ცხრილს და შავი ფისოს გასწვრივ ჩავხატოთ ნებისმიერი სიმბოლო , არ აქვს მნიშვნელობა ეს იქნება ჩვეულებრივი ხაზი თუ  x - იქს სიმბოლო..)
რამდენი შავი ფისოცაა ჩავხატე იმდენივე სიმბოლო, გადამიმოწმეთ რამდენად სწორად მაქვს შესრულებული დავალება....ახლა კი დაითვალეთ თეთრი ფისოები და შეამოწმეთ ცხრილში შეტანილი მონაცემები....
ახლა კი გადაშალეთ წიგნი და განიხილეთ  დავალებები.... ერთი მსგავსი თავად მოიფიქრეთ, შექმენით ნახატები და წარმოადგინედ ცხრილის სახით... ვფიქრობ სახალისოა ეს დავალება....
გრძელ რვეულში შეასრულეთ გვ 88  ----    დავასრულეთ













 ქართული:  ( ქართულის დავალებას ვდებ მხოლოდ ორშაბათს და ხუთშაბათს)

მწვანე წიგნიდან გვ26 "პეპელა და ფუტკარი" კარგად კითხვით...შესაბამისი ინტონაციითა და სასვენი ნიშნების დაცვით.
კითხვებს უპასუხე ზეპირად
სიტყვის კონა გაიაზრეთ(სინონიმები-მსგავსი მნიშვნელობის სიტყვებია)

გვ27 გამოცანა გადაიწერე რვეულში და გამოიცანი, პასუხი კი ჩახატე 🦋ჩასვი გამოტოვებული სიტყვა და გადაიწერე რვეულში.




ტექსტის მიხედვით შეარჩიე ორ-ორი თვისება :დახატე






























ტექსტის შინაარსიდან გამომდინარე გაიხსენე ანდაზა და დაწერე.
დიდ რვეულებში გვ 58....

ყურადღებით წაიკითხეთ ტექსტი და უპასუხეთ მოცემულ კითხვებს...
გაეცანით უცხო სიტყვებს...

ბონუს დავალება: წერს ის,ვინც პასუხს გამოიცნობს😍😍

გამომდინარე იქიდან,რომ "ჯიუტი თხები" უკვე წაკითხული გვაქვს ,გადაიკითხონ გასახსენებლად და  დიდ რვეულშიგვ 59შეავსონ.
წიგნში კი გვ 29-ზე ბოლოში მოცემული სიტყვები დამარცვლონ რვეულებში.


მწვანე წიგნებში გვ30  "მამალი და საღებავები" ყურადღებით წაიკითხეთ,დახატეთ  და  ტექსტში მოცემული  ფერების მიხედვით გააფერადეთ მამალი.🐓
გვ31 მოცემულ კითხვებს უპასუხე ზეპირად.


საყურე,ბეჭედი,ყელსაბამი-ამ სიტყვების გამაერთიანებელი  სიტყვაა სამკაული".

ვაშლი,კომში,ლეღვი -ამ სიტყვების გამაერთიანებელი  სიტყვა კი ხილია.
დასაწერად:
გვ 31 იპოვე გამაერთიანებელი სიტყვა .
          დაალაგე არეული სიტყვები.
დიდ რვეულში გვ60-61.


წიგნში გვ32 "ყვავი და სურა" კარგად კითხვით.
ტექსტიდან ამოიწერეთ 5მოქმედების აღმნიშვნელი სიტყვა.
გვ33-ზე მოცემული ყველა დავალება დაწერეთ რვეულში.
დიდ რვეულში გვ62.


ეს კი გასახალისებლად....
გადადით ლინკზე
დასაწერად!
წიგნშიგვ35 ტყუილია თუ მართალი?
                         რომელია ზედმეტი?
     ამოიკითხე თანმიმდევრობით  და გადაიწერე რვეულში. რვეულში გვ63











Sunday, March 29, 2020

დიდი სმაილები  გელოდებით ხვალ ... დაგინახოთ ჩემო ბარტყებო!  მოგეფეროთ შორიდან. სულ 20 წუთი...და მერე დავგეგმოთ შემდეგი შეხვედრის დრო....
დავალება : წიგნში - გვ. 101  გახდით მასწავლებლები, გადმოწერეთ ამ გვერდზე მოცემული ტოლობები და უტოლობები,შემდეგ გაარკვიეთ ,რომელია სწორი , მცდარს გაუსვით წითელი ხაზი ( ან ნებიემიერი ფერის)
 გრძელ რვეულში : გვ 87
კიდევ და კიდევ გიმეორებთ, რომ გადაანაწილეთ დავალება...( იმედია სახლიდან ვზომავ  დავალების რაოდენობას, თუ ბევრი მოგეჩვენათ, მომწერეთ, რომ შევამცირო)

ჩემს ზარს დაელოდეთ თიმს-ში და მერე ჩართეთ ვიდეო....რომელიც ქვემოთ პანელზე იქნება მოთავსებული....მერე ნელ ნელა ავეწყობით...


Friday, March 27, 2020

 მოგესალმებით ჩემო კარგებო ...ორშაბათს 12 საათზე ჩავნიშნე ტიმსში შეხვედრის საათი ( არასაგაკვეთილო) ჯერ ვნახოთ რამდენად გაიმართება და შედგება ონლაინ ჩართვა(მოვიკითხოთ ერთმანეთი) ...გელოდებით 12 საათზე ...თუ ყველაფერი კარგად იქნება  და გაიმართება პროგრამულად ,შეგატყობინებთ შემდეგი შეხვედრის თარიღს და დროს! შემდეგ ჩაერთვება ნინო მასწავლებელიც...კიდევ ერთხელ დავძენ, რომ  თუ გაიმართება და არ გაითიშება....

განვაგრძოთ მუშაობა : წიგნში გვ.99-100 შევავსოთ საგნები ოცამდე...წიგნში მოცემულ დავალება შევასრულოთ პატარა რვეულში , ხოლო გრძელ რვეულში გვ.85-86

დაიხმარეთ ჩხირები : დედიკოებო! უკარნახეთ რიცხვი და დააწყონ იმდენივე ჩხირი , სთხოვეთ შეავსონ 20 - მდე ...ასე განაგრძეთ...დროთა განმავლობაში ზეპირადაც ჰკითხეთ......

  გადადით ლინკზე  და  შეამოწმეთ თქვენი ცოდნა ....გაიწაფეთ (გაითვალისწინეთ) კლასი   https://logicmeter.com/index.php?module=math_user&page=skills&grade_number=1&grade_id=2

გადადი ლინკზე ---> ვინ და რა              
      
                                     მხოლობითი და მრავლობითი რიცხვი

                                    სპორტი

                                   სპორტი    

                                   მუსიკა




Thursday, March 26, 2020

მოგესალმებით მონატრებულებო! ....მალე შეხვედრის მოლოდინებით და გაცნობებთ რომ  ყველა ბავშვი დარეგისტრირდა უკვე ....მომდევნო ეტაპებს შეგატყობინებთ და გაცნობებთ...შევადგენ შეხვედრის ცხრილს  და საათებს ( ვნახოთ რა და როგორ გამოგვივა)
 
ახლა კი ქართულის დავალება:

მწვანე წიგნიდან გვ21. " სახლი" გაწაფულად  კითხვით... გვ22მოცემულ კითხვებს ზეპირად გაეცით პასუხი...იმსჯელეთ...

შენც დახატე შენი სახლი,მითხარი რატომ გიყვარს?ყველაზე მეტად რომელი ადგილი მოგწონს და რატომ?


გვ 22 შეასრულეთ შემდეგი დავალებები.

ყველას გვაქვს ოცნება...დახატე შენი ოცნების სახლი...სკოლაში დაბრუნებულები კი ერთად ვიმოგზაურებთ ერთმანეთის ოცნების სახლებში...


მწვანე წიგნიდან გვ23 ტექსტი "დაიკო და ძამიკო"კარგად კითხვით ,იგულისხმება სასვენი ნიშნებისა და ინტონაციის დაცვა.გვ24-ზე მოცემულ კითხვებს გაეცით პასუხი გასააზრებლად.

დასაწერად:
დიდ რვეულებში გვ56

მოცემული დავალება გადაიტანეთ რვეულში.





მწვანე წიგნიდან გვ25 "ქეთოს მერცხალი"- გაიწაფეთ კითხვაში(სურვილისამებრ ისწავლეთ)ამ გვერდზე მოცემული დავალებები:"შეადგინე სიტყვები და გადაიწერე სწორი პასუხი"დასაწერად.
დანარჩენი ზეპირად შეასრულეთ.
 დიდი რვეულიდან გვ57.



მოცემული დავალებები ორშაბათამდე შეასრულეთ....ორშაბათს  დაიდება ახალი....❤წარმატებები.....გეფერებით დისტანციურად😍❤❤❤❤  ნინო მასწავლებელი


Wednesday, March 25, 2020

მოგესალმებით! teams -ში მხოლოდ 15 ბავშვია დამატებული, ველოდები დანარჩენს...ვინც ვერ ნახოთ თქვენი თავი მომწერეთ...(ზოგადად ის მჭირდება ონლაინ ჩართვისთვის თუ გამოვიდა)

აქ ვაგრძელებ დავალებების დადებას. ( ორი დღის)...ასევე წიგნში.  გვ98. - ბოლოს მოცემული მაგალითები შეასრულეთ პატარა რვეულში)მაგალითისთვის:
11-3=11-1-2=10-2=8, გრძელ რვეულში- გვ. 84 - გაიხსენონ გამოკლების კომპონენტები)ყველაფერს ერთად ნუ შეასრულებინებთ, ახალი მასალა ჯერ წიგნში განიხილეთ... 




Monday, March 23, 2020

დედიკოებო, ვინც მომწერეთ რომ დარეგისტრირებული ხართ მე დაგამატეთ ვირტუალურ კლასში და შედით ნახეთ... ( მხოლოდ 8 მოსწავლე მყავს ჯერ) ვინც ვერ დარეგისტრირდა მიმართეთ თინანოს დედიკოს დახმარებისთვის  ( მადლობა ნათიას) ...
ხოლო ვინც დარეგისტრირებულია და დამატებული არ მყავს , პირადში მომწეროს რომ დავამატო....
აქ ვაგრძელებთ მუშაობას ,სანამ გაიმართება  ონლაინ სწავლების პროგრამა.....თუმცა ზოგიერთი მგონი არც შემოსულა ბლოგზე , რაც გადმოგზავნილი სურათებიდან ჩანს ( ჩართეთ ბავშვები დისტანციურ სწავლებაში)
ყურადღებააააააა....ონლაინ სწავლებასთან დაკავშირებით ... ვქმნი კლასს ეს მოსწავლეების მაილები და პაროლებია...გთხოვთ დარეგისტრირდეთ ყველა...გადადით ლინკზე და იხილეთ თქვენი მეილი და პაროლი------> დააჭირე აქ


გამოიყენეთ ვიდეო მოსწავლის შესვლა Teams-ში - https://instructions.emis.ge/ აქ ნახონ შესაბამისი ვიდეო.
 ქართულის დავალება ოთხშაბათამდე...... ქართველი მხედართმთავრები
ერეკლე II
(1720-1798)
ერეკლე II, კახეთის მეფე 1744-1762 წლებში, ქართლ-კახეთის მეფე 1762-1798 წლებში. თეიმურაზ მეორისა და ვახტანგ VI-ის ასულის თამარ დედოფლის შვილი. დაიბადა 1720 წლის 7 ნოემბერს. პირველი საბრძოლო ნათლობა 15 წლის ასაკში მიიღო, როდესაც ლეკთა დამარბეველი რაზმების წინააღმდეგ ბრძოლაში უსარდლა ჯარს. 1737-1739 წლებში იმყოფებოდა ნადირ-შაჰის კარზე და მონაწილეობა მიიღო ინდოეთში ლაშქრობაში.



  • გორგასალი(სპარსულად მგლისთავას ნიშნავს)

ვახტანგ გორგასალი — ქართლის მეფე V საუკუნის II ნახევარში. „გორგასალი“ სპარსელებმა შეარქვეს. ვახტანგ გორგასალი გამეფდა 15 წლისა, იმეფა 45 წელი, აღესრულა 60 წლისა. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ შერაცხულია წმინდანად. მისი მოხსენიების დღეა 13 დეკემბერი.

გაეცანით ინფორმაციას-ვის ეძღვნება ეს  ხალხური ლექსები.

მწვანე წიგნიდან გვ18
 უპასუხეთ ამ გვერდზე მოცემულ კითხვებს ზეპირად. სიტყვის კონა ისწავლეთ...

დასაწერად დიდ რვეულებში გვ51.მოცემული დავალება  გადაიტანეთ რვეულში(მხოლოდ პასუხები)



მწვანე წიგნიდან გვ19 "ჩიტის ბუდე"
გაიწაფეთ კითხვში.
გვ20-ზე მოცემულ კითხვებს უპასუხეთ ზეპირად, 
რვეულში უპასუხეთ მხოლოდ:
-როგორ მოიქცნენ ბავშვები?

*  შეავსე თანხმოვნები(წინადადება )
*იპოვე საერთო მარცვალი
*სიტყვის კონა გასააზრებლად...

მწვანე რვეულში გვ53-54


აღნიშნული დავალებები არის ოთხშაბათის ჩათვლით....

გასახალისებლად ტექსტიდან  "ჩიტის ბუდე"  დაასურათე ის ეპიზოდი,რომელიც ყველაზე მეტად მოგეწონა....

მომენატრეთოოოოოოოო❤❤❤ ნინო მასწავლებელმა
ჯანმრთელობას გისურვებთ!


დილა მშვიდობისა ... დაგლოცოთ უფალმა !  
 რამოდენიმე ბავშვის დედიკო არ შემომხმიანებია...ე.ი. არ ,ან ვერ ადევნებენ თვალს დავალებებს...ვიმოდოვნებ სოფლებში არიან ჯანმრთელად....

 განვაგრძოთ მუშაობა... წიგნიდან გვ. 97 ,,შეკრება ათეულის წარმოქმნით'', ალბათ დამეთანხმებით რომ ეს საკითხიც განხილული მაქვს წინსწრების მეთოდით...
 წიგნიდან დავალება შეასრულეთ პატარა რვეულებში - ქვემოთ მოცემული მაგალეთები .
გრძელ რვეულში : გვ. 83.
ვისაც კითხვა გაგიჩნდებათ გელოდებით მესენჯერში  ....( კიდევ  ერთხელ გთხოვთ ვისაც არ აქვს შექმენით ელექტრონული ფოსტები)
იმეორეთ განახევრება- გაორმაგება...
რამდენ სამკუთხედს ხედავთ?





P.S. მდგომარეობის გამოსწორების შემდეგ , შესრულებულ დავალებებს აუცილებლად ჩავიბარებ....




Saturday, March 21, 2020

მოგესალმებით! მადლობა მათ ვინც სურათები უკვე გადმომიგზავნა და ველოდები დანარჩენებსაც.... მინდა განაგრძოთ მუშაობა განახევრება- გაორმაგებაზე ზეპირად...როგორც წესი ბავშვებს გაორმაგება უფრო უადვილდებათ ვიდრე განახევრება, მაგრამ ეს დროებითია ....მუშაობით აუცილებლად მივაღწევთ წარმატებას...

განახევრება- გაორმაგება 20-ის ფარგლებში უნდა იცოდნენ ზეპირად... მოდით შევცვალოთ კითხვა :  მაგალითად :

  1. რომელი ორი ტოლი რიცხვის ჯამია - 2? ე.ი. თუ 2-ს გავანახევრებთ რას მივიღებთ? მსგავსი კითხვები დაუსვით შემდეგ რიცხვებზე: 4,6,8,10,12,14,16,18,20
  2. გააორმაგეთ 1,2,3,4,5,6,7,8,9,10
ყველა რიცხვს ვერ გავანახევრებთ , რატომ? როგორი რიცხვების განახევრება შეგვიძლია?
 

Friday, March 20, 2020

გადადით ლინკზე და ხატეთ ჩემო ყოჩაღებო!  ------- გასაფერადებელი
 დააწკაპეთ სურათზე გადიდდება და საღებავებიც მზად არის , თავად შეარჩიეთ ლამაზი ფერები , ვინც ვერ გაერკვევა, მომმართეთ ...მითითებებს მოგცემთ...
ამ გვერდზე ბევრი გასართობია!
  მათემატიკის გრძელ რვეულში   ---  გვ.82 იმუშავეთ  განახევრება- გაორმაგებაზე ....

... და კიდევ ძალიან რომ მომენატრეთ?   დედიკოებო გადაუღეთ ფოტოები თქვენს (ჩემს) პატარებს  სახლის  თავისუფალ ფორმაში ( იყოს უცნაურიც) და მესენჯერით გადმომიგზავნეთ....უნდა მოვაგროვო , მოვეფერო და მოგონებად დავიტოვო! შემისრულეთ ეს სურვილი!   მე დაგელოდებით.....

Thursday, March 19, 2020

 აი მეც მოვედი....გავიმეოროთ ნასწავლი მასალა. რა მოქმედება სრულდება გაორმაგების დროს? უპასუხე კითხვებს....






გადავიდეთ განახევრებაზე გვ. 96. - იმუშავეთ ამ გვერდზე. პატარა რვეულში შეასრულეთ ამ გვერდზე მოცემული დავალებები....რა მოქმედება შესრულდება განახევრების დროს?( გამოიყენეთ ჩხირები)

დედიკოებოოო! თუ თვლით რომ რაიმეს ისე ვერ ართმევენ თავს და ეს ბუნებრივიცაა,სანერვიულო არაა,მთავარია  ჯანმრთელობა ,ამ თემებს ჩვენ დავუბრუნდებით, ვეცადოთ რასაც გავივლით ვიმეოროთ ხალისით თამაშის დროს თუნდაც....

Wednesday, March 18, 2020

  ნინო მასწავლებლისგან   ---    მწვანე წიგნიდან გვ12  "ცრუ " გაიწაფეთ კითხვაში.
დასაწერად-     გვ13 რატომ არ დაუჯერეს  გლეხებმა ბიჭს?
 დანარჩენ კითხვებს უპასუხონ ზეპირად.
დავალება  N4 "დაალაგე თანმიმდევრობით" -  დაალაგონ და გადაიწერონ პატარა რვეულებში.
დიდ რვეულებში გვ 50 შეავსეეთ სრულად.

დავალებები მოიცავს შემდგომ პერიოდს:18.03- დან 22.03-ის ჩათვლით.


ფოტოზე მოცეული დავალებები გადაიტანეთ რვეულში.

მწვანე წიგნიდან გვ 14 "ბერიკაცი და ნამყენი" კარგად კითხვით 

დასაწერად:
გვ 15  ამოიკითხე ტექსტიდან - როგორ დაარიგა მოხუცმა შვილიშვილი? (დასაწერად პატარა რვეულებში)
ამოიკითხეთ საპირისპირო მნიშვნელობის სიტყვები -  დააწყვილეთ და გადაიწერეთ
სიტყვის კონა- ერთ-ერთი ახალი  ლექსიკური ერთეულის გამოყენებიტ შეადგინეთ წინადადება და  დაწერეთ პატარა რვეულში.

აღნიშნული დავალება გადაიტანეთ პატარა რვეულებში



მწვანე წიგნიდან გვ16 კარგად კითხვით,სასვენი ნიშნების დაცვით და შესაბამისი ინტონაციით.
გვ17 ენის გასატეხი- გახალისდით,რაც შეიძლება სწრაფად თქვით.....
დასაწერად: გვ17 N1,2,5 კითხვაზე პასუხი.
სიტყვის კონა- ახალი ლექსიკური ერთეულის ( ერთ-ერთის) გამოყენებით შეადგინეთ წინადადება.

ვუყუროთ ერთად...რა არის იგავ-არაკი?
იგავ-არაკი — ზნეობრივ დამრიგებლური ხასიათის თხზულებაა. მისი გმირები არიან ცხოველები, მცენარეები, საგნები, მაგრამ იგულისხმებიან ადამიანები...

კუ და მორიელი - სულხან-საბა ორბელიანი, იგავ-არაკი...გამოიტანეთ დასკვნები....




მშვიდობა და ჯანმრთელობა  არ მოგშლოდეთ უკუნისამდე!


მათემატიკა : წიგნიდან გვ 95..იმუშავეთ ამ გვერდზე. გაერკვნენ რას ნიშნავს სიტყვა გაორმაგება? ( იმდენივეს დამატება)
პატარა რვეულში შეასრულონ დავალება წიგნიდან : გააორმაგე რიცხვები( გამოიყენეთ ჩხირები)


ვფიქრობ ხალისით შეასრულებენ, გადახაზონ და დათვალონ რომელი რამდენია...




















ეს კი ზეპირად:
  ერთი დელფინი რომ გავაორმაგოთ რამდენი გახდება?  როგორ გავიგოთ ? როგორ ჩაიწერება? ორი? სამი? და ა.შ. დაუსვით კითხვები, თუ ვერ გაიგეს ახატინეთ, გამოაყენებინეთ ჩხირები  ან ნებისმიერი რამ ....











Tuesday, March 17, 2020

არ მოიწყინოთ ჩემო ძვირფასებო...
მათემატიკა : გვ 94 - რიცხვით ღერძს ძალიან კარგად ცნობენ ჩემი პატარები, აქაც წინსწრებით მაქვს ნამუშევარი....
გრძელ რვეულებში:გვ. 80.81 (მომყევით მე, უფრო მეტს ნუ შეასრულებინებთ რვეულში, მეტის მუშაობა თუ გინდათ, მსგავსებზე ავარჯიშეთ, ახაზინეთ რვეულში სახაზავით სხვადასხვა ფიგურები , გაივარჯიშონ ხელი)


უყურონ ფილმს - გადადით ლინკზე -  ,,მუსიკის ჰანგები''


კლასგარეშე საკითხავი ლიტერატურა..ხალისით შესასრულებელი დავალება ნინო მასწავლებლისგან...
  
 გადადით ლინკზე  ---->  ფერადი ფანქრები
                                           
                                           ჭინჭარი


მოცემული ტექსტების წაკითხვაში ჩაერთეთ მშობლებიც.
ტექსტის წაკითხვამდე  მიეცით მკაფიო ინსტრუქცია,რომ ყურადღებით მოისმინონ, რადგან მოუწევთ ტექსტის მიხედვით დავალების შესრულება ...წაუკითხეთ სამჯერ....
პატარა რვეულებში დააწერონ ტექსტის სათაური და დაასურათონ....








Sunday, March 15, 2020

მიყვარხართ და მენატრებით !
იმუშავეთ გრძელ რვეულებში:გვ. 79.80
წიგნიდან:გვ 90, 91,92  ამ თემებზე წინსწრებით მაქვს ნამუშევარი...
განასხვავეთ წრე და წრეწირი...
საზღვარს წრის შიდა და გარე არეებს შორის ჰქვია წრეწირი...


გაიმეორეთ როგორი გეომეტრიული ფიგურაა სამკუთხედი,მართკუთხედი,კვადრატი. რა განსხვავებაა მართკუთხედსა და კვადრატს შორის...ასევე გაიმეორეთ მონაკვეთი,სხივი,წრფე, რაგანსხვავებაა  მათ შორის?

Friday, March 13, 2020

მოგიკითხათ ნინო მასწავლებელმა და გადმომცა შესასრულებელი დავალება:
მწვანე წიგნიდან გვ10 წაიკითხეთ და გაიაზრეთ

დაამზადეთ ორი ბარათი,ჩააწებეთ რვეულში:
ა)ბიბი მადლობას უხდის უზარს
ბ)რინომ ბოდიში მოუხადა
(მითითებულია გვ10-ის ბოლოში)
დასაწერად:უპააუხე კითხვებს(კითხვა არ გადაწეროთ)
1)ვინ არის უზარი და სად ცხოვრობს?გაიხსენეთ
2)რისთვის ემზადება უზარი?
3)რა უსურვა რინომ უზარს?

დიდ რვეულშიგვ48 მიულოცე დაბადების დღე მეგობარს!


P.S.დედიკოებო! კომენტარებში ზოგის სახელი არ ჩანს, იქნებ რეგისტრაციისას მიანიჭოთ, რომ მივხვდე ვის აქვს წვდომა.... გარდა ამისა მე შემიძლია დავდო ტესტები და თქვენ თქვენი მეილის გამოყენებით შეასრულებინოთ, მე კი ვნახო სათითაოდ , როგორ გაართვეს თავი, მაგრამ ბევრს არ აქვს ფოსტა შექმნილი და ვერ მოხერხდება...იქნებ იზრუნოთ ამ საკითხზე.....


ჩემს პატარებს ....უყურონ ფილმს  ,,იმერული ესკიზები''



მოგესალმებით  დიდი მონატრებით !  ვიმედოვნებ რომ ბლოგს ადევნებთ თვალყურს და შესრულებული გაქვთ ის დავალებები ,რაც აქამდე დავდე (შეძლებისდაგვარად)
მინდა იცოდეთ, რომ მზად ვარ სატელეფონო ზარითაც  მოგცეთ ინსტრუქცია (თუ ეს დაგჭირდებათ)  იქნებ შეძლოთ და ჩემი თხოვნა შეასრულოთ, იქონიეთ ელექტრონული ფოსტა , რომ შეძლოთ კონტაქტი ჩემთან არამარტო ფოსტით, არამედ ბლოგითაც, დასვათ კითხვები და მომაწოდოთ ინფორმაცია...  რა ფორმითაც არ უნდა იყოს და რა სიტუაციაც განათლებას გვერდზე ვერასოდეს გადავდებთ.... საუკეთესო ექიმების დამსახურებაა დღევანდელი ბრძოლა ჯანმრთელობისთვის ჩემო ძვირფასებო!
იმედი მაქვს მალე დაუბრუნდებით სკოლის ცხოვრებას და ყველა ერთად შვძლებთ ბრძოლას ჩვენი მიზნებისკენ!

Natia Sh
ახლა კი მომდევნო დავალებები:
მათემატიკა: 20-ის ფარგლებში განამტკიცეთ წინა და მომდევნო რიცხვები, კენტია თუ ლუწი, რამდენი ათეული და რამდენი ერთეულია მასში, რამდენი სრული ერთეულია (,ნებიმიერ რიცხვში)  რამდენი ხუთეულია და რამდენი ერთეული ერჩება ,რამდენი წყვილია, რამდენი ოთხეულია, რამდენი ექვსეულია, რამდენი შვიდეულია და ა.შ. 
წიგნიდან : გვ 89 -ზე იმუშავეთ , მოცემული დავალებები შეასრულეთ  პატარა რვეულში...გამოიყენეთ ჩხირები .
ქართულსაც დავდებ!

Saturday, March 7, 2020

დედიკოებო!გილოცავთ 8 მარტს...იცით რა მინდა გისურვოთ!? ბედნიერი რომ დგები და არ იცი რატომ,დღეს გადახედავ და ჩვეულ რიტმშია,მაგრამ თქვენ სხვანაირად სავსე ხართ , თქვენს თავს ჩაუფიქრდებით და პაწაწინა მარცვლით აღმოაჩენთ განსხვავებული ბედნიერების მიზეზს...მრავლად ყოფილიყის ეს ჯადოსნური მარცვალი თქვენს ცხოვრებაში,რომ ბედნიერს უბედნიერესი დღეების სიმრავლე გეგრძნოთ💗💗💗💗💗




მოგესალმებით! პირველ რიგში გვჭირდება ჯანმრთელობა და ზუსტად იმისთვის რომ სტაბილურობა შევინარჩუნოთ, მოდით დავკავდეთ საქმით ( იმედი მაქვს დისტანციურად მოცემულ დავალებებს არავინ გამიპროტესტებს)
მათემატიის გრძელ რვეულებში იმუშავეთ : გვ. 73,74,75,76,77 ( მიყევით აქ მოცემულ დავალებებს , წინსწრებით სხვა არ შეასრულოთ)
როდესაც დაბრუნდებით ამ მასალას გავიმეორებთ და განვამტკიცებთ!

( ეს დავალებებია 16 რიცხვამდე, იმედი მაქვს არდადეგები აღარ გაგრძელდება)
 
ქართულს რაც შეეხება :ტექსტები,რომელსაც კითხვით ისწავლიან , შეძლონ თხრობაც ....(ვისაც კარგად ეცოდინება კითხვით, თავისუფლად შეძლებს თხრობასაც,ამიტომ მეტი ყურადღება მიაქციეთ კითხვას)


გრამატიკული ნაწილი.

1.მოიფიქრეთ  საგნის აღმნიშვნელი5სიტყვა,რომელსაც დაესმის კითხვა ვინ?  და 5სიტყვა,რომელსაც დაესმის კითხვა რა?
2. ყოველი წაკითხული ტექსტიდან ამოიწერეთ 5-5 მოქმედების აღმნიშვნელი სიტყვა და დაუსვით შესაბამისი კითხვები.
3. საპირისპირო მნიშვნელობის სიტყვებს ანტონიმები ჰქვია.(სასწავლად)
შეურჩიეთ საპირისპირო მნიშვნელობის სიტყვები

უშნო
მაღალი
დიდი
დღე
ახალი
იცინის
თხელი
ბეჯითი
განათლებული
მშრომელი

4.მსგავსი მნიშვნელობის სიტყვებს სინონიმები ჰქვია.(სასწავლად)
შეურჩიეთ შესაბამისი სიტყვა
ლამაზი
ბეჯითი
ფაფუკი
გრძელი
მაღლა
დაბლა
მკუხე
კარგი ამინდი
 შხაპუნა
ამაყი

მიცემული დავალებები(სინონიმი და ანტონიმი?ყოველდღიურად  შეასრულონ მხოლოდ 2-2.

Wednesday, March 4, 2020

მოგესალმებით! გისურვებთ ჯანმრთელობას💗
გიწერთ შეპირებულ დავალებას:
წიგნიდან გვ 84,8586,87,88 -გაეცით კითხვებზე პასუხი.იმეცადინეთ ამ გვერდებზე მოცემულ საკითხებზე,გამოიყენეთ ჩხირები...ამ გვერდებიდან რაც რვეულშია შესასრულებელი (დაწერეთ პატარა რვეულში)💗💗💗💗ქართულში იკითხეთ ტექსტები....გაიწაფეთ
ი მ ე ც ა დ ი ნ ე თ💗
გადაამოწმეთ ხოლმე ბლოგი...

Monday, March 2, 2020

გილოცავთ💗გისურვებთ  სულში სიმშვიდეს და ოცნებების ასრულებას ,რომელიც იმ წუთებიდან დაისახეთ მიზნად დედა რომ გახდით....არასოდეს გტკენოდეთ გული,არასოდეს  დაღლილიყავით შვილების აღზრდით,არასოდეს ჩაფიქრებულიყავით დარდით,არასოდეს გევლოთ ნაღვლიანს,დარდიანს,არასოდეს მოგდგომოდეთ თვალზე ცრემლი,არასოდეს მოგშლოდეთ პური  არსობისა...არასოდეს....არასოდეს...მუდამ  გაბრწყნებულებს გევლოთ,ბედნიერების ნაოჭები გეთვალოთ ....გილოცავთ💗