ჩემი ბლოგი

Tuesday, June 8, 2021

 



დღეიდან  შენთვის  ფერადი, საინტერესო და სახალისო  თამაშის დრო იწყება.  დატვირთული  გაკვეთილების  შემდეგ  , ტკბილი  იქნება  ლაღი და ცხელი  ივლისი,  აგვისტო…  დამსახურებული  ზაფხულის  არდადეგები.               ეცადე  გაიმდიდრო  შენი ყოველი დღე აღმოჩენებითა და გამოკვლევებით.

აღმოაჩინე და გამოიკვლიე  ახალი სიტყვები;

▪ ეცადე  წაიკითხო  ახალი  წიგნები;

▪ გამოიგონე ამოცანები,თამამად დასვი კითხვები,გაიწაფე ანგარიშში           იფანტაზიორე;

▪ აღმოაჩინე ახალი ადამიანები, დაიმეგობრე ისინი;

▪ ეცადე, შეინარჩუნო  პოზიტიური  განწყობა.

და აი, ჩემი  საზაფხულო რჩევები, რომელიც შესაძლოა გამოგადგეს  სამყაროს უკეთ შეცნობაშიდაიწყე  მოგზაურობა  საოცარ  სამყაროში. . .გადაუღე  ფოტო  ყველაფერს, რაც მოგეწონება. სექტემბრისთვის კი  გადაღებული  ფოტოებიდან  აირჩიე  10  ყველაზე  საინტერესო  და თითოეულ  მათგანზე წერილობით  მოამზადე შენი  სათქმელი. გადაიტანე ფურცლებზე, აკინძე  წიგნად და მოიტანე  სკოლაში, რომ  ჩვენც  გაგვიზიარო  ზაფხულის შთაბეჭდილებები. . .

   გილოცავ  სასწავლო წლის დასრულებას და გისურვებ საინტერესო თავგადასავლებით  სავსე  ზაფხულს !       

                                                         სიყვარულით  რუსუდან  მასწავლებელი

Wednesday, June 2, 2021