XI-XII საუკუნეების მიჯნაზე ქართველთა წმინდა მეფის დავით აღმაშენებლის მიერ გატარებულმა გაბედულმა პოლიტიკამ თანდათან თურქ-სელჩუკებისაგან გამოიხსნა დარბეული, გაპარტახებული ქვეყანა: 1092 წელს დავით IV-მ ხარკი შეუწყვიტასულთანს, შემდეგ შეუდგა ქართული მიწა-წყლის სრული გაერთიანებისათვის ბრძოლას, აიღო ზედაზენი, შემოიერთა კახეთ-ჰერეთი, სამშვილდე, გიში, რუსთავი,ლორე. დამპყრობელთა ხელში თბილისი და დმანისი რჩებოდა.
წმიდა მეფე დავით აღმაშენებლის საფლავი
წმიდა დავით აღმაშენებელი დაკრძალეს მის მიერ აგებული და სამეფო საძვალედ დადგენილი გელათის მონასტრის შესასვლელში. საფლავის ქვაზე ამოკვეთილია კეთილმსახური მეფის უკანასკნელი სურვილი: „ესე არს განსასუენებელი ჩემი უკუნითი უკუნისამდე ესე მთნავ: აქა დავემკვიდრო მე“.
"ზარი მეფობისაჲ წარხდეს და დიდებაჲ დაშრტეს, შუებანი უქმ იქმნნენ, ყუავილოვნებაჲ დაჭნეს, სხუამან მიიღოს სკიპტრაჲ, სხუასა შეუდგენ სპანი, – მაშინ შემიწყალე, მსაჯულო ჩემო!
გან-რაჲ-ეღოს წიგნი დღესა სასჯელისასა და მე ქედდადრეკილი წარმოგიდგე განკითხვად, მსაჯული მართლ სჯიდეს, მსახურთა რისხუაჲ ქროდის, მართალნი ნეტარებდენ, ცოდვილთა ჰგუემდეს ცეცხლი, – მაშინ შემიწყალე, იესუ ჩემო!"
წმ. მეფე დავით აღმაშენებელი, „გალობანი სინანულისანი“
qadageba.ge
No comments:
Post a Comment