ჩემი ბლოგი

გრამატიკა

ფუძის კვეცა

ცნობისთვის:
ფუძის ბოლო ხმოვნის დაკარგვას კვეცა ეწოდება. კვეცადია საზოგადო სახელები, რომელთა ფუძე ბოლოვდება ა და ე ხმოვნებზე.

გახსვდეთ!

ხმოვანფუძიან სახელებს ფუძე ეკვეცებათ მხოლობითი რიცხვის მხოლოდ ორ ბრუნვაში – ნათესაობითსა და მოქმედებითში.
სახელობითი          ზღვა                დღე
მოთხრობითი         ზღვა-მ            დღე-მ
მიცემითი                ზღვას-ს           დღე-ს
ნათესაობითი        ზღვ-ის              დღ-ის
მოქმედებითი        ზღვ-ით            დღ-ით
ვითარებითი          ზღვ-ად              დღე-დ
წოდებითი               ზღვა-ო              დღე-ო
სწორია: აკციის ხე (და არა: აკაციას ხე), მეეზოვის სახლი (და არა: მეეზოვეს სახლი).
  • ა-ზე დაბოლოებული სახელი ებ-იან მრავლობითში ხმოვანს მოიკვეცს ყველა ბრუნვაში, ე-ზე დაბოლოებული სიტყვები კი არ იკვეცება.
სახელობითი            ზღვ-ებ-ი                   დღე-ებ-ი
მოთხრობითი           ზღვ-ებ-მა                 დღე-ებ-მა
მიცემითი                  ზღვ-ებ-ს                    დღე-ებ-ს
ნათესაობითი          ზღვ-ებ-ის                  დღე-ებ-ის
მოქმედებითი          ზღვ-ებ-ით                დღე-ებ-ით
ვითარებითი            ზღვ-ებ-ად                 დღე-ებ-ად
წოდებითი                 ზღვ-ებ-ო                   დღე-ებ-ო

უკვეცელია:

  • ო, უ, ი ხმოვნებზე  ფუძედაბოლოებული სახელები. გამნაკლისია ღვინო, რომელიც მხოლობითი რიცხვის ორ ბრუნვაში  – ნათესაობითსა და მოქმედებითში – კვეცადია. სწორია: ღვინის, ღვინით ( და არა: ღვინოსი, ღვინოთი).
  • უვეცელია ა-ზე დაბოლოებული ზოგიერთი საზოგადო სახელი მხოლობით რიცხვში: ბიცოლა, ტოროლა, ჭრიჭინა,დედოფალა და სხვა., მაგრამ მრავლობით რიცხვში ისინი მოიკვეცენ ფუძისეულ ა ხმოვანს.  სწორია: ტოროლას ხმა (და არა: ტოროლის ხმა), მაგრამ მრავლობითში  ტოროლები.
  • უკვეცელია უცხო ენებიდან შემოსული ე-ზე დაბოლოებული საზოგადო სახელები: ტირე, კუპე, ატელიე, ჟელე, კაფე და სხვა.
  • სწორია: კაფეს მეოატრონე (და არა: კაფის მეპატრონე).
  • უკვეცელია ნათესაური დამოკიდებულების გამომხატველი საზოგადო სახელები (დედა, მამა, ბაბუა, ბებია….), თუ მათ საკუთარი სახელის მნიშვნელობით ვხმარობთ: ,,დედას ოთახი მეორე სართულზეა”, ,,შვილმა დედის ამაგი უნდა დააფასოს”. პირველ შემთხვევაში იგულისხმება საკუთარი  ,,დედა” და ის არ იკვეცება (დედას ოთახი), ხოლო მეორე შემთხვევაში კი იგულისხმება საერთოდ დედა, როგორც საზოგადო სახელი, და იკვეცება (დედის ამაგი).
  • ი ხმოვანზე დაბოლოებული სახელები უკვეცელია მხოლობით რიცხვში მაგრამ , მაგრამ კვეცადია მრავლობით რიცხვში.
  • თუ საზოგადო არსებითი სახელს  კნინობითის მაწარმოებელი  (-უნა, -უკან, -უნ-ია) დაერთო, ასეთი სახელები მრავლობითი რიცხვის  ნათესაობითსა და მოქმედებით ბრუნვში უკვეცელი იქნება, ხოლო ებ-იან მრავლობითში – კვეცადი. სწორია: დათუნიასი, დათუნიათი; (და არა: დათუნის), მაგრამ მრავლობითში დათუნი-ებ-ი.
  • რამდენიმე სახელს ფუძე ერთდროულად ეკუმშება და ეკვეცება. მათ კუმშვად-კვეცადი სახელები ქვიათ.  კუმშვად-კვეცადი სახელები (ქვეყანა, ქარხანა, ბეგარა, მოყვარე, ფანჯარა, ტომარა, პეპელა) მრავლობითი რიცხვის ნათესაობით, მოქმედებით და ვითარებით ბრუნვებში და ებ-იანი მრავლობითის ყველა შეკუმშულ-შეკვეცილი ფორმით უნდა ვიხმაროთ (ქვეყნის, მოყვრის, პეპლები…).

 ზედსართავი სახელი http://www.slideshare.net/ekatskhadaia/ss-46146048http://www.slideshare.net/ekatskhadaia/ss-46146048










ცხოველთა მოძრაობა --->spref=fbhttp://nberigak.blogspot.com/p/blog-page_30.html?spref=fb

ქართული ენის გრამატიკა:(იხილეთ ბმული) ->http://learningapps.org/1068944
რითმა (ბერძნ. rhythmos - ტაქტი, ზომა), ერთი და იმავე ან მსგავსი ბგერების კანონზომიერი გამეორება, ბგერათა შეწყობა-შეთანხმება ტაეპებში უკანასკნელი მახვილიანი მარცვლიდან მოყოლებული; ზოგჯერ ბგერების ასეთი შეწყობა-შეთანხმება ტაეპებს შიგნით.
რითმაში შეიძლება მეორდებოდეს ცალკეული ბგერები, სიტყვები ან სიტყვათა ჯგუფები, იშვიათ შემთხვევაში კი - ტაეპები. ლექსიკური თვალსაზრისით რითმა საინტერესოა იმით, რომ იგი ბგერითი გამეორებით გამოყოფს სიტყვას და ამით ხაზს უსვამს მის მნიშვნელობას. რითმის ინტონაციური ფუნქცია ხელს უწყობს ლოგიკურ მახვილს, რის შედეგადაც გასარითმი სიტყვა გამოიყოფა მეტყველების ნაკადში და იქცევს ყურადღებას. რითმა პოეტურ მეტყველებაში ქმნის რიტმულობას, კეთილხმოვანებას, მუსიკალობას.
ფეხი დამადგით,
გულზე დამადგით ფეხი ყოველმან,
წყალობა ჰყავით…
საქართველოის ყოვლის მპყრობელმან
ვისურვე, დავით…

მიმართვა — წოდებით ბრუნვაში დასმულ სახელს ეწოდება. იგი დანარჩენი წევრებისგან მძიმით გამოიყოფა. მაგ: მე მინდა, მეგობარო, ზღაპარი გიამბო. ხოლო წინადადების ბოლოს შესაფერისი სასვენი ნიშანი ისმევა. ქართულ ენაში მიმართვა ორგვარია: გავრცობილი და გაუვრცობელი. გავრცობილი მიმართვა შედგება რამდენიმე სიტყვისგან, მაგ: ჩემო მშვენიერო მეგობარო, ხოლო გაუვრცობელი შედგება ერთი სიტყვისგან, მაგ: მეგობარო. ცალკე მდგომ მიმართვასთან იწერება ძახილის ნიშანი და ტირე. მაგ: გიორგი! — დაუძახა დედამ შვილს.

მიმართვა:
ttp://children.dsl.ge/mcerloba/gramatika/mimartva.htm
ზედსართავი სახელი
ზედსართავი სახელი არის მეტყველების ნაწილი, რომელიც არსებითი სახელის რაიმე ნიშან თვისებას ასახელებს.
ზედსართავი სახელის კითხვებია: როგორი?– ლამაზი ქალი; რომელი?– ჭამე ნოდარ ხადაური?– იტალიელი მზარეული; როდინდელი?– წლევანდელი
მოსავალი.
ზედსართავი სახელი ორგვარია ძირეული(ვითარებითი) და წარმოქმნილი(შიმართებითი).
ძირეულია:მაღალი, ვიწრო, სქელი, ლამაზი და ა.შ.
წარმოქმნილი ზედსართავი სახელები იწარმოებიან აფიქსთა დართვით და ქმნიან გარკვეულ ჯგუფებს:
1. ყოლა–ქონების: კლდ–ოვანი, კოპლ–იანი, ცისფერთვალებ–ა...
2. უყოლობა უქონლობის: უ–ქუდო, უ–შვილო, უ–შიშარი, უ–ბედური...
3. წარმომავლობის ანუ სადაურობის:სოფლ–ელი, ქალაქ–ელ–ი, კახ–ელ–ი...
4. ხელობის: მე–ბად–ურ–ი, მე–თევზ–ე, მე–ტივ–ე...
5: დანიშნულების: სა–ყურ–ე, სა–სკოლ–ო, სა–ფეხ–ურ–ი.
  გაპიროვნება: პერსონიფიკაცია (ლათ. persona – სახე, პიროვნება; facere - კეთება) – მხატვრული გამოსახვის ხერხი, რომლისთვისაც დამახასიათებელია საგნებისა და მოვლენებისადმი ადამიანური თვისებების მიწერა, უსულო და სულიერი საგნების გაადამიანება. უსულო საგანი წარმოდგენილია, როგორცადამიანი, რომელიც გრძნობს, მსჯელობს, მოქმედებს. განსხვავდება მეტაფორისაგან იმით, რომ მეტაფორაში ყველა თვისების გადატანა შეიძლება ერთი საგნიდან მეორეზე, გაპიროვნებაში კი გადატანილია მხოლოდ ადამიანური თვისებები.



ზმნიზედა:






1. ადგილის ზმნიზედა  გვიჩვენებს მოქმედების ადგილს ან მიმართულებას. მისი კითხვებია: სად? საიდან? საითკენ? სადამდე?
ადგილის ზმნიზედებია: აქ, იქ, წინ, შინ, ძირს, ახლოს, შუაში, შინისკენ,    ბოლოსკენ, გვერდით, შორით, ქვემოთ, მაღლა, მაღლიდან, აქამდე...
        2. დროის ზმნიზედა  აღნიშნავს მოქმედების დროს, ე.ი. უჩვენებს დროის გარკვეულ მონაკვეთს კონკრეტულად. მისი კითხვებია: როდის? რა დროიდან? რა დრომდე? რამდენ ხანს?
დროის ზმნიზედებია: ახლა, წეღან, წუხელ, გუშინ, შარშან, უწინ, ზეგ, ჯერ, მერე, გვიან, მალე, ბოლოს, დაწყებისას, დამთავრებისას, მარადის, გუშინწინ,  ხანდახან, დღედაღამ, ზამთარ–ზაფხულ, დროდადრო...      
        3. ვითარების ზმნიზედა გვიჩვენებს, თუ რა ვითარებაში ხდება ზმნით გამოხატული მოქმედება. მისი კითხვებია: როგორ? რანაირად?
ვითარების ზმნიზედებია: ძალიან, ძლიერ, ლუკმა–ლუკმა, ცხენდაცხენ, ძალზე, ძლივს, განუწყვეტლივ, ამნაირად, ეგრე, ასე, ისე, თავქვე, გარდიგარდმო...
     
  • არსებითი სახელი ბრუნება
არსებითი სახელი სხვა სიტყვებთან დაკავშირებისას შვიდნაირად იცვლება დაბოლოების მიხედვით. სახელის შვიდნაირად ცვლილებას დაბოლოებათა მიხედვით ბრუნება ეწოდება, თითოეულ სახელს კი ბრუნვა ჰქვია.
ქართულში შვიდი ბრუნვაა. ეს ბრუნვებია:
სახელობითი, მოთხრობითი, მიხემითი, ნათესაობითი, მოქმედებითი, ვითარებითი და წოდებითი.
თვითოეულ ბრუნვას თავისი ნიშანი აქვს. ეს ნიშნებია:
ბრუნვის დასახელება
 
ბრუნვის ნიშანი
 
სახელობითი-ი
მოთხრობითი-მა
მიცემითი-ს
ნათესაობითი-ის
მოქმედებითი-ით
ვითარებითი
       
-ად

-ო    
სახელის იმ ნაწილს, რომელსაც ბრუნვის ნიშანი დაერთვის, ფუძე ჰქვია. ფუძე რომ მოვნახოთ, სახელი უნდა ჩავსვათ მოთხრობით ბრუნვაში, ჩამოვაშოროთ ბრუნვის ნიშანი და, რაც დარჩება, ის იქნებაფუძე.
          







ორიონი: მყარი გამონათქვამები  
smileysდააწკაპე ->


 ენათმეცნიერება

ნ. კაჭარავა

კორპორალური ლექსიკა თურქულში

თურქული ფრაზეოლოგიზმები საწყისი ლექსემით"baş" (თავი)

ფრაზეოლოგიზმები, ენის მყარი გამონათქვამები, სიტყვათა თავისებური შეერთებანია. ენის ფრაზეოლოგიურ შემადგენლობას ბევრი რამ აქვს საერთო მის ლექსიკურ შედგენილობასთან.
ფრაზეოლოგიას, ისევე როგორც ლინგვისტიკის ნებისმიერ სხვა ნაწილს, შესაძლებელია ჰქონდეს კერძო და ზოგადი ხასიათი. მაგრამ როგორც შენიშნავენ, ზოგადი ფრაზეოლოგია ჩამოყალიბებული დისციპლინის სახით დღესდღეობით არ არსებობს.
სპეციალურ ლიტერატურაში ფრაზეოლოგიის შემადგენლობისა და მოცულობის შესახებ მრავალი განსხვავებული აზრი არსებობს. მეცნიერთა ერთი ნაწილი ფრაზეოლოგიაში გულისხმობს ნებისმიერ მყარ სიტყვათშეხამებას. ენათმეცნიერთა სხვა ნაწილი, რომელიც ვ. ვინოგრადოვის შრომებს ითვალისწინებს, გამოყოფს ოთხი ტიპის ფრაზეოლოგიზმებს: 1. ფრაზეოლოგიური ბმანი; 2. ფრაზეოლოგიური მთლიანობანი; 3. ფრაზეოლოგიური სიტყვათშეხამებანი და 4. ფრაზეოლოგიური გამოთქმები.
გამოიკვეთა ტენდენცია, რომ ტერმინი "ფრაზეოლოგიზმი" ეწოდოს მხოლოდ იდიომებს. ვ.ი. კოდუხოვი, მაგალითად, ფრაზეოლოგიურ ბმებს იდიომებს უწოდებს. ე. მამულია მიუთითებს, რომ იდიომატური გამოთქმები წარმოადგენს ფრაზეოლოგიზმების ერთადერთ თუ არა, ყოველ შემთხვევაში, ერთ-ერთ მთავარ შემადგენელ ნაწილს. საერთოდ უნდა აღინიშნოს, რომ ენათმეცნიერთა შორის ასევე შეუთანხმებლობაა იდიომათა ბუნებისა და არსის განსაზღვრის საკითხშიც. იდიომის ტრადიციული განსაზღვრება, როგორც ენის თავისებური, დაუშლელი გამონათქვამისა, რომლის მნიშვნელობა არ უდრის შემადგენელ სიტყვათა ჯამს, დიდი ხანია კრიტიკის საგანი გამხდარა. არც სხვა ენაზე თარგმნის შეუძლებლობა და არც სხვა სპეციფიკური თვისებები (კერძოდ, 1. მყარი სიტყვათგანლაგება; 2. სემანტიკური ფუძის სინონიმით შეცვლის შეუძლებლობა; 3. არქაიზმების შენარჩუნება; 4. სინტაქსური კომპონენტების გაქვავებულობა; 5. იდიომებს შორის ომონიმური მიმართების არსებობა) არ გამოდგება იდიომის განსაზღვრების ამოსავალ კრიტერიუმებად. ფრაზეოლოგიზმი სტრუქტურულ-სემანტიკური, გრამატიკული, სტილისტიკური თუ ფუნქციური თვალსაზრისით სიტყვისაგან განსხვავებული რთული ენობრივი ერთეულია.
ენათმეცნიერთა შორის აზრთა სხვადასხვაობა და კამათი კულმინაციას აღწევს იმის თაობაზე, შეტანილ იქნეს თუ არა ფრაზეოლოგიურ შემადგენლობაში ანდაზები, გამოცანები და ფრთიანი გამოთქმები. ეჭვი არავის ეპარება იმაში, რომ ფრაზეოლოგიზმები სიტყვათა (ლექსემათა) ბაზაზე კი არ იქმნება, არამედ მათ საფუძვლად უდევთ სიტყვათშეხამებანი, ასევე სიტყვათა ერთობლიობანი და წინადადებები. შესაბამისად, ლექსიკა კი არა, სინტაქსი არის ის სფერო, რომელშიც მიმდინარეობს ფრაზათწარმოქმნის განუწყვეტელი პროცესი.
ფრაზეოლოგიზმების მნიშვნელობა, ემყარება რა შემადგენელი კომპონენტების გადატანით მნიშვნელობებს, სხვადასხვა ენებში სხვადასხვანაირად მოტივირდება. ფრაზეოლოგიზმების ზუსტი, სიტყვასიტყვითი თარგმანი შეუძლებელია, საჭიროა შესაბამის ენაში დაიძებნოს მისი შესატყვისი ეკვივალენტი.

...




ისინონიმებისა (მსგავსი მნიშვნელობის სიტყვების) და ანტონიმების (საპირისპირო მნიშვნელობის სიტყვების) ამოცნობა;
·         რთული სიტყვების ამოცნობა;
·         მყარი გამონათქვამების ამოცნობა;
·         მყარი გამონათქვამების მნიშვნელობის ამოცნობა;
·         ანდაზების მნიშვნელობის ამოცნობა;
·         შესაბამისობები;       
·         მეტყველების ნაწილების ამოცნობა;
·         კითხვითი სიტყვების შესაბამის მეტყველების ნაწილთან დაკავშირება;
·         სასვენი ნიშნების სწორად დასმა;
·         სიტყვების სწორად დაწერა;
·         იგავ-არაკის  შინაარსთან დაკავშირებული კითხვები;
·         იგავ-არაკის  დედაზრის ამოცნობა;
·         იგავ-არაკის დედააზრთან ანდაზის მისადაგება;
·         პროგრამით გათვალისწინებული მართლწერის საკითხები;

                                                                                                                         http://nberigak.blogspot.com/p/blog-page_30.html?spref=fb

No comments:

Post a Comment