ჩემი ბლოგი

სხვადასხვა


  სხვადასხვა საგნის უკეთ შესწავლაში გამოგადგებათ ! იხილეთ: http://skoool.emis.ge/main.php

სავარჯიშოები თვითშემოწმებისთვის.––––>...http://sulakauri.ge/testebi


––ეს საინტერესოა



                                                       ხერთვისის ციხე
           ხერთვისი, შუა საუკუნეების ციხესიმაგრე სამხრეთ საქართველოში, სამცხე-ჯავახეთში, ასპინძის მუნიციპალიტეტში, მდინარე ფარავნისა და მტკვრის შესართავთან, მაღალ კლდოვან მთაზე, ზღვის დონიდან 1126 მეტრზე მდებარეობს. 
        ხერთვისი მნიშვნელოვან მაგისტრალზე მდებარეობდა, ექვემდებარებოდა ფარავნის და მტკვრის მიმდებარე რეგიონის დასახლებული პუნქტები. XVI საუკუნეში ხერთვისის ფეოდალური მფლობელები მონაცვლეობით იყვნენ ქამქამისძენი, ხერთვისარნი, ამატაკიანნი. XVI საუკუნეში სამხრეთ საქართველოში ოსმალთა ექსპანსიის დროს, 1578 წ., არაფაქსამ ამატაკისშვილმა ჯავახეთის სხვა ციხესიმაგრეებთან ერთად ოსმალებს ხერთვისიც ჩააბარა. შემდგომში იგი ოსმალეთის ადმინისტრაციული ერთეულის ცენტრი იყო.    XVIII საუკუნის 70-იან წლებში მეფე ერეკლე II-მ აიღო. რუსეთ-ოსმალეთის ომის დროს, 1828 წელს რუსეთის ჯარებმა გაათავისუფლეს. ხერთვისი ბევრჯერ გადაუკეთებიათ, შეიმჩნევა ადრინდელი შუა საუკუნეების სამშენებლო ფენა. ბოლო პერიოდში ციხე ორი მთავარი ნაწილისგან შედგებოდა: ციტადელისა და გალავნისაგან. ციტადელი მთის ვიწრო, კლდოვან ქიმზეა აღმართული, ჩრდილოეთ-აღმოსავლეთიდან მიუდგომელია. ციტადელი მაღლაა, ხოლო გალავანი მას აღმოსავლეთიდან და სამხრეთიდან აკრავს. მართალია ციტადელი დიდია, მაგრამ გალავანს გაცილებით ვრცელი ფართობი უკავია. გალავანი ძლიერაა დაზიანებული, რის გამოც მისი კედლების სიმაღლის დადგენა არ ხერხდება. წყლით მარაგდებოდა ჩრდილო-დასავლეთით გაყვანილი გვირაბის საშუალებით.
           ციხის დასავლეთ ნაწილში მცირე ეკლესია და სხვა ნაგებობათა ნაშთებია შემორჩენილი.იხილეთ ბმული:
 https://www.youtube.com/watch?v=caaBJltRfSchttps://www.youtube.com/watch?v=caaBJltRfSc

No comments:

Post a Comment