რეკომენდაციები მშობლებისთვის არდადეგების პერიოდში ბავშვის საქმიანობის სწორად დასაგეგმავად
- პირველი აუცილებელი პირობა, რომლის შესრულებაზეც უნდა იზრუნოს მშობელმა, ის არის, რომ არდადეგების პერიოდში ბავშვის ცხოვრების რიტმი სრულიად განსხვავებული იყოს იმისგან, რაც მას სასწავლო წლის განმავლობაში ჰქონდა – მივცეთ საშუალება, კარგად გამოიძინოს, ისეირნოს, ირბინოს, ითამაშოს თანატოლებთან, აკეთოს ყველაფერი ის, რასაც სასწავლო წლის განმავლობაში ვერ ასწრებს ან ვერ ახერხებს.
- საზაფხულო არდადეგები საუკეთესო პერიოდია მხატვრული ლიტერატურის წასაკითხად. ხშირად ამით სარგებლობენ როგორც პედაგოგები, ისე მშობლებიც და წიგნების საკმაოდ ვრცელ ჩამონათვალს უმზადებენ ბავშვს. მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ მნიშვნელოვანია არა წაკითხული წიგნების რაოდენობა, არამედ ის, რამდენად ახერხებს ბავშვი წაკითხულის გააზრებას. ერთხელ არდადეგებიდან დაბრუნებული მესამეკლასელი ნიკა თანატოლებთან იმით იწონებდა თავს, რომ ზაფხულში ათი წიგნის წაკითხვა მოასწრო და, ფაქტობრივად, კლასის „რეკორდი მოხსნა“, მისი თანაკლასელი მიშო კი, რომელსაც მხოლოდ ერთი წიგნი – „ტომ სოიერის თავგადასავალი“ – წაეკითხა, დარცხვენილი იდგა. თუმცა, როგორც მოგვიანებით გაირკვა, ამ ათი წიგნიდან ნიკას არც ერთის არც ავტორი და არც სათაური არ ახსოვდა, შინაარსიდან კი მხოლოდ ცალკეულ ფრაგმენტებს იხსენებდა, მაშინ როდესაც პატარა მიშო გატაცებით საუბრობდა წაკითხულის შესახებ, აანალიზებდა და აფასებდა თითოეული პერსონაჟის ქცევას. საკამათო არ უნდა იყოს, რომ ჯობს, ბავშვმა ერთი წიგნი წაიკითხოს და მისი გააზრება შეძლოს, ვიდრე ათი და უშედეგოდ.
- თუ ბავშვს უჭირს კითხვა და წაკითხულის გააზრება, სასურველია, ტექსტის გარკვეული ნაწილი თავად მშობელმა წაუკითხოს. აქვე ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ დიდხანს კითხვა არ იქნება ეფექტიანი, რადგან უმცროსკლასელებს ყურადღების დიდი ხნით კონცენტრაცია უჭირთ. კარგი იქნება, მშობელმა შვილთან ერთად გააანალიზოს წაკითხული, ჰკითხოს, რას ეხება წიგნი, ვინ არის მთავარი გმირი, რა მოეწონა და რა არა მის საქციელში. შეიძლება, ბავშვს შევთავაზოთ, დახატოს ის, რაც მოისმინა ან მოიფიქროს ამბის გაგრძელება.
- თუ ბავშვი დამოუკიდებლად კითხულობს, გარკვეული მონაკვეთის წაკითხვის შემდეგ შეიძლება ვთხოვოთ, ორი-სამი წინადადებით დაწეროს, რაზე იყო საუბარი ტექსტში, ვესაუბროთ წაკითხულის შესახებ. მშობლებთან ასეთი საუბრები ბავშვისთვის მნიშვნელოვანია, საჭიროც კი.
- კარგი იქნება ბავშვთან ერთად ამა თუ იმ სიუჟეტის მოფიქრებაც. ეს ავითარებს ფანტაზიას, მეტყველებას, მეხსიერებას, აღქმას, ლოგიკურ აზროვნებას, ხელს უწყობს ბავშვის ზოგად განვითარებას.
- ნუ შევაწყვეტინებთ ბავშვს საყვარელ საქმიანობას იმის მომიზეზებით, რომ სამეცადინო აქვს – ამით სერიოზულ ზიანს მივაყენებთ მის სასწავლო მოტივაციას და შფოთვის დონის აწევასაც შევუწყობთ ხელს. მთელი საზაფხულო არდადეგების განმავლობაში სასკოლო დავალებების შესრულებით დაღლილი ბავშვი სექტემბერში ნამდვილად არ მიუჯდება ხალისით სასკოლო მერხს და მონდომებით და ინტერესით არ ჩაერთვება სასწავლო პროცესში.
- კარგი იქნება, თუ არდადეგების პერიოდში ბავშვთან საგანმანათლებლო და განმავითარებელ მუშაობას მეცადინეობის ხასიათს არ მივცემთ და ვიზრუნებთ იმაზე, რომ ბავშვმა სასწავლო წლის განმავლობაში მიღებული ცოდნის ცხოვრებაში გამოყენება შეძლოს. ამისთვის საჭიროა მასთან მუდმივი ურთიერთობა, მით უმეტეს, რომ სასწავლო პერიოდში ის ასეთ ურთიერთობას, როგორც წესი, მონატრებულია. საზოგადოდ, კარგი იქნება, თუ მშობლები მაქსიმალურად გამოიყენებენ ზაფხულს შვილთან ურთიერთობისთვის. რაც უფრო მეტ დროს გაატარებენ ერთად, მით უკეთეს ნაყოფს გამოიღებს ეს ორივესთვის.
- სასურველია, არდადეგების პერიოდში მშობლებმა ორგანიზება გაუწიონ ბავშვის შეხვედრას თანატოლებთან, მათთან ურთიერთობას, თამაშს. ამით ისინი დიდად შეუწყობენ ხელს შვილის სოციალურ განვითარებას, რაც მას მომავალში ბევრ სირთულეს ააცილებს თავიდან.
ამრიგად, რაც უფრო ლაღი იქნება არდადეგების პერიოდში ბავშვის ცხოვრების რიტმი, რაც უფრო საინტერესოდ და შინაარსიანად დაისვენებს, რაც უფრო მეტად მოიკრებს ძალას, მით უფრო მონდომებით ჩაერთვება ის ახალ სასწავლო წელს სასკოლო ცხოვრებაში, რაც, თავის მხრივ, მისი წარმატებების წინაპირობად იქცევა.
| |||||
| |||||
|
დაზეპირება არ ნიშნავს სწავლას. დღეს დაზეპირებას აღარ აქვს ღირებულება. ადრე როდესაც ცოდნის შეძენა იყო გარკვეული მასების პრივილეგია, როცა ცოტა ხალს ჰქონდა წიგნებზე წვდომა რაიმეს დაზეპირებას ჰქონდა ღირებულება. ჭკვიანად ითვლებოდა ის ის ვინაც იცოდა ბევრი. დღეს ინფორმაცია და ცოდნა ყველასთვის ხელმისაწვდომია. ნებისმიერი სახის ინფორმაციის მიღება რამდენიმე წუთში შეიძლება ინტერნეტთთან მიერთებული მოწყობილობით. დღეს მოთხოვნა მთელი მსოფლიოს მასტაბით არის სულ სხვა უნარებზე. როგორიც არის მაგალითად კრიტიკული აზროვნების უნარი, ადაპტაციის უნარი, ეფექტური წერის და პრეზენტაციის უნარი, საჭირო ინფორმაციის მოპოვების და ანალიზის უნარი ცნობისმოვარეობა და წარმოდგენის უნარი. აქედან გამომდინარე ის დრო და ენერგია, რაც დაზეპირებაზე უნდა დახარჯოთ უმჯობესია გამოყენებული იყოს საჭირო უნარების განვითარებაზე.
როგორ ვასწავლოთ მოსწავლეს თხზულების წერა |
ავტორი: თინათინ სახელაშვილი |
ჩვენში, როდესაც ქართულ ტრადიციებზე იწყებენ საუბარს, პირველად ქართულ
სუფრას და მასთან დაკავშირებულ რიტუალებს ახსენებენ ხოლმე, თუმცა
ქართველებს სხვაც ბევრი ტრადიცია გვაქვს, რომლებიც არანაკლებ საყურადღებოა.
ყველას კარგად გვახსოვს, როგორი მონდომებით გვაწერინებდნენ სკოლაში
თხზულებებს და როგორ ჰგავდა ეს თხზულებები ერთმანეთს. რად ღირს თუნდაც
"ვეფხისტყაოსანი” და მისი პერსონაჟები, რომელთა დახასიათება ნახევარმა
საქართველომ ზეპირად იცოდა... თუ ვინმე საკუთარი აზრის გამოთქმას
გაბედავდა, ეს უთუოდ შეცდომად ჩაეთვლებოდა. ამან განაპირობა მოზარდთა
ნეგატიური დამოკიდებულება მშობლიური ლიტერატურის მიმართ. საკუთარი
თვალთახედვის გადმოცემა ვერასოდეს მოუტანდა დამწერს ისეთ წარმატებას,
როგორსაც რომელიმე "გარჩევის წიგნიდან” გადმომღერებული სხვისი ნააზრევი,
რომელიც ხშირად სრულიად არ შეესაბამებოდა მოსწავლის ასაკსა და ინტელექტს.
იქნებ ბევრმა გამკიცხოს კიდეც ამ სიტყვებისთვის, მაგრამ გამოჩნდებიან
ისეთებიც, ვინც უთუოდ დამეთანხმება. ყველაფერი იმაზე იყო დამოკიდებული,
როგორ გაგიღიმებდა ბედი, როგორი მასწავლებელი შეგხვდებოდა...
როგორც ამბობენ, ჩვენ ვართ უნიკალური ერი, რომელმაც ზეპირად იცის
უამრავი ლექსი და პარადოქსია, მაგრამ მათ მნიშვნელობაზე ხშირად წარმოდგენა
არ გვაქვს. მოზარდები სწავლობენ ისე, რომ არ ესმით შინაარსი, მოსწონთ
ლამაზად გარითმული სიტყვები, მაგრამ მათ მიღმა ვერ ხედავენ ავტორს და მის
სულიერ სამყაროს, არადა, უმთავრესი ხომ ეს არის...
სამწუხაროა, მაგრამ ზოგიერთი პედაგოგი ვერც დღეს შელევია წარსულს. ვერ
შელევია, მიუხედავად რეფორმისა, რომელიც განათლების სისტემაში
განხორციელდა და მეხსიერების ფუჭ ვარჯიშს კი არა, ცოდნის დონის ამაღლებას,
აზროვნების განვითარებას გულისხმობს. ზოგიერთი მასწავლებელი მიმართავს
ზეპირობის, ზუთხვის მეთოდს, რაც თავისთავად მცდარი და უეფექტოა, მაგრამ რას
ვიზამთ - ჩვეულება რჯულზე უმტკიცესია, ჩვენში კი ამ ჩვეულებას ფესვები
ღრმად გაუდგამს.
ალბათ, ამის ბრალია, რომ საზოგადოების განსაკუთრებული კრიტიკის
საგანია მოსწავლეთა მიერ მშობლიური ენისა და ლიტერატურის,
მართლმეტყველებისა და მართლწერის ცუდი ცოდნა, რაც თავისთავად ვლინდება
ყოველდღიურ ცხოვრებაში.
თანამედროვე განათლების სისტემა იმისკენ არის მიმართული, რომ
მოსწავლეები იყვნენ უფრო დამოუკიდებლები, ჰქონდეთ საკუთარი სურვილისა და
აზრის გამოხატვის საშუალება, საკუთარი შეხედულებისამებრ იფიქრონ და
იმსჯელონ. ამაში მათ მასწავლებელი უნდა დაეხმაროს. ის უნდა იყოს, თუ
ვიგოტსკის დავესესხებით, "ხარაჩო", საყრდენი, რომელიც მოსწავლეს საჭირო და
ამომწურავ ინფორმაციას მიაწვდის. მოპოვებული და ნასწავლი კი ბავშვმა თავად
უნდა შეაჯეროს და სხვის ჩაურევლად გადაიტანოს ფურცელზე.
რა არის წერა და რაში სჭირდება თანამედროვე ადამიანს, რომელსაც
ტექნიკური მიღწევების ეპოქაში უწევს ცხოვრება, წერითი კულტურის გაღრმავება
და განვითარება?
წერა არის ინდივიდის კომუნიკაცია საზოგადოებასთან. კომუნიკაცია
შეიძლება იყოს ვერბალურიც და არავერბალურიც და ეს უკანასკნელი ხშირად უფრო
მნიშვნელოვანია, ვიდრე ზეპირი კონტაქტი. საკუთარი ნაფიქრალის, ნააზრევის
გადმოცემას ბევრი წერილობით უკეთ ახერხებს. აღსანიშნავია ერთი გარემოებაც:
წერის დროს ადამიანი მარტო რჩება საკუთარ თავთან, ნაწილობრივ თავისუფლდება
გარე ფაქტორების ზემოქმედებისგან, ამიტომ ნაწერი გაცილებით ობიექტურია.
წერის სწავლება სკოლის დაბალი საფეხურიდანვე უნდა დაიწყოს. უპირველეს
ყოვლისა, კიდევ ერთხელ განვმარტოთ, რა არის თემა. თემა არის ის ძირითადი
საკითხი, რომელსაც ეხება თხრობა; იდეა, აზრი, რომელიც მკითხველმა უნდა
ამოიცნოს ნაწარმოებში. ამის კვალობაზე, თუ მოსწავლეს ნაწარმოები
დასაწყისიდან დასასრულამდე დაწვრილებით და ზედმიწევნით არ განვუმარტეთ, არ
დავანახეთ პრობლემა, ის ვერასოდეს მიხვდება, რა ან რატომ უნდა დაწეროს.
ტექსტში ყოველთვის არის საკვანძო საკითხი, სიტყვა - მინიშნება მთავარ
იდეაზე. მოსწავლემ დამოუკიდებლად ან მასწავლებელთან ერთად უნდა იპოვოს ეს
მინიშნება, რომელიც ხშირად ნაწარმოების ბოლოს არის მოცემული. ზოგჯერ
ტექსტის ამოხსნა ბოლოდან იწყება, რაც საშუალებას აძლევს მოსწავლეს, მთავარი
იდეა მძივივით აკინძოს და გაამთლიანოს.
ლიტერატურა ხელოვნებაა, რომელიც გულგრილს არავის ტოვებს. ყოველ
ჩვენგანში ის სხვადასხვა გრძნობას იწვევს. სწორედ ეს გრძნობა და საკუთარი
შეფასება უნდა გამოხატოს ბავშვმა ნაწერში. თუ მასწავლებელი შეძლებს,
მოსწავლეს ისე გაუწიოს დახმარება, რომ მასზე გავლენა არ მოახდინოს,
ვფიქრობ, პრობლემაც მოგვარდება. ყველაფრის სწავლა შესაძლებელია. თუ
შეიძლება, მოზარდს ასწავლო ხატვა, რატომ ვერ ასწავლი თხზულების წერას?
ვგულისხმობ პროგრამით გათვალისწინებულ თემებს და არა თავისუფალ
შემოქმედებას, რადგან თავისუფალი თემის წერა ერთგვარი ნიჭია, რომელიც
მდიდარი შინაგანი სამყაროსა და წიგნიერი ცოდნის ნაზავია. წიგნიერი ცოდნა კი
ის არის, როდესაც მოსწავლემ იცის მხატვრული ხერხების სწორად გამოყენება,
ფრაზების, სიტყვების სწორად შეკავშირება. არის შემთხვევები, როცა ნაწერი
არც ისე გამართულია, მაგრამ მასში იგრძნობა ინდივიდი. ზოგჯერ ერთი შეხედვით
უმნიშვნელო დეტალიც კი მეტად საგულისხმოა. ნაწერი ძალზე ღირებულია მაშინ,
როდესაც ექსპრესიულია, მხატვრულ-გამომსახველობითი. ტროპული მეტყველება
ნაწერს განსაკუთრებით ამდიდრებს. ჯერ კიდევ რომაელი ორატორი მარკუს ფაბიუს
კვინტილიანე ამბობდა, რომ "ტროპი სიტყვის საკუთარი მნიშვნელობის ისეთი
შეცვლაა, როცა ეს მნიშვნელობა მდიდრდება. აქვე დავძენ, რომ თავისუფალი თემა
მაშინ იწერება კარგად, როცა მოსწავლეს სწავლის პირველი, დაწყებითი
საფეხური უკვე გავლილი აქვს და მისი ცნობიერება განვითარების გარკვეულ
დონეს აღწევს. ძალზე მნიშვნელოვანია გარე ფაქტორები, ბუნებასთან
ურთიერთობა, ჰარმონიული სულიერი მდგომარეობა. ამ შემთხვევაში მოზარდს სრული
თავისუფლება ეძლევა, მისი ჩარჩოში მოქცევა, რამის მითითება
გაუმართლებელია. ასეთ ბავშვებს არც "საყრდენი" სჭირდებათ და არც
მინიშნებები.
სწავლების დროს გასათვალისწინებელია ბავშვის განვითარების დონე,
კითხულობს თუ არა მოზარდი მისი ასაკისთვის განკუთვნილ ლიტერატურას, რომელიც
ეხმარება და უმდიდრებს ფანტაზიას. კითხვის მოყვარულ ბავშვებს აქვთ მდიდარი
ლექსიკა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია თხზულების წერის დროს. აქვე
ვახსენოთ კონსტრუქტივისტული აზროვნებაც, რაც საკუთარ ცოდნაზე დამყარებით
ახალი ცოდნის აგებას გულისხმობს. ვფიქრობ, ეს საჭირო თეორიაა, რომელიც
ძალზე აადვილებს მოსწავლის შემეცნებითი უნარის განვითარებას. როგორც არ
უნდა ეცადოს ადამიანი, თუ ლექსიკური მარაგი მწირი აქვს, კარგი თხზულების
დაწერა, აზრის მკაფიოდ ჩამოყალიბება გაუჭირდება. ამგვარად, გამოსავალი
ერთია: წიგნიერი ცოდნის შეძენა.
წერა ემოციების, გრძნობების, საკუთარი თავის გამოხატვის საუკეთესო
საშუალებაა. ფსიქოლოგები კალიგრაფიით ადამიანის ხასიათის შტრიხებსაც კი
ამოიცნობენ ხოლმე. ყველას როდი შეუძლია, წერის დროს მხატვრული ხერხები
გამოიყენოს და თხრობა უფრო მიმზიდველი გახადოს, მაგრამ საკუთარი აზრის
ჩამოყალიბება და გამართული წინადადების აგება უნდა შეეძლოს ნებისმიერ
ადამიანს, რომელიც ზოგადსაგანმანათლებლო სკოლას დაასრულებს.
მასწავლებელს ევალება, ბავშვს წერა შეაყვაროს. მე, როგორც მშობელსა და
მასწავლებელს, გაუმართლებლად მიმაჩნია, როდესაც მოსწავლეს აძლევენ წერით
დავალებას, თხზულებას პროგრამით გათვალისწინებულ თემაზე, და მასწავლებელი
ერთ სიტყვასაც კი არ ამბობს იმის თაობაზე, როგორ შეიძლება თემის გაშლა,
სხვადასხვა კუთხით განხილვა, - ის მხოლოდ სათაურს ასახელებს და დანარჩენზე
მოსწავლემ, დაე, თავად იმტვრიოს თავი.
სათაური ვახსენე. ეს ერთ-ერთი საყურადღებო დეტალია, რომელიც
დაწვრილებით უნდა იქნეს ახსნილი. ბავშვმა უნდა გაიგოს, რას ითხოვენ მისგან.
ვფიქრობ, არავინ შემედავება, რომ შეუძლებელია თხზულების დაწერა, თუ ვერ
ხვდები სათაურის აზრს. წერის კულტურის განვითარება მხოლოდ პუნქტუაციის
წესების დაცვა როდია; ეს ის დეტალებია, რომლებიც საბოლოოდ კრავს ნაწერს,
მთავარი კი სულ სხვა რამაა.
როგორც უკვე აღვნიშნე, პროგრესულად, ლოგიკურად და ჯანსაღად მოაზროვნე
ადამიანებისთვის, განსაკუთრებით კი მოზარდი თაობისთვის დაუსწავლელი
არაფერია. მითი იმის შესახებ, თითქოს ქართულ ენასა და ლიტერატურაში ყველაზე
რთული თხზულების წერაა, იმ ადამიანების შეთხზული მგონია, ვისაც სერიოზულად
არასდროს უფიქრია ამის შესახებ. სირთულე ტექსტის იდეის ამოცნობა და
წვდომაა, თორემ თხზულებები ცოდნასთან ერთად თავისთავად იწერება, ჯერ -
მოსწავლის გონებაში, მერე კი ფურცელზე. პრობლემა გაგებაა და არა გაგებულის
თხზულებაში გადმოტანა. მასწავლებლის უმთავრესი მოვალეობა კი საპროგრამო
მასალის სწორად ახსნა, სინთეზურად მსჯელობა და გადმოცემაა.
ნიჭი თუ შრომა? |
ამონაწერები სტატიიდან ”The Secret to Raising Smart Kids”, რომელიც გამოქვეყნდა ჟურნალში ”Scientific American”. სტატიაში აღწერილია მრავალთვიანი კვლევის შედეგი, რომელმაც აჩვენა, რომ სწავლის ხარისხი გაცილებით უფრო მაღალია, როცა ყურადღება მახვილდება არა ბავშვის ნიჭზე ან ინტელექტზე, არამედ მის ძალისხმევაზე, შრომაზე.
ნუ შევაფასებთ ბავშვის ნიჭს. ფოკუსირება უნდა მოხდეს ცდაზე (ძალისხმევაზე) და არა ინტელექტზე და ნიჭზე.
ინტელექტზე და ნიჭზე ყურადღების ზედმეტად გამახვილება იწვევს იმას, რომ ადამიანი მტკივნეულად აღიქვავს საკუთარ წარუმატებლობას, ეშინია პრობლემების და არა აქვს სურვილი გამოასწოროს საკუთარი ნაკლოვანებები.
როცა ბავშვი დაწყებით კლასებში ზედმეტი ძალისხმევის გარეშე აღწევს აკადემიურ წარმატებას ის ითვლება ძლიერად და ნიჭით დაჯილდოებულად. ასეთ ბავშვს უჩნდება შინაგანი რწმენა. რომ ინტელექტი არის ბუნებით მინიჭებული და ფიქსირებული და, რომ ბეჯითი სწავლა უფრო უმნიშნელოა, ვიდრე იყო (ან გამოიყურებოდე, რომ ხარ) ძლიერი. ეს რწმენა ასევე უნერგავს მათ აზრს, რომ სირთულეები, შეცდომები და ძალისხმევის გაწევაც კი, უქმნის საშიშროებას მათ ეგოს. ეს ქმნის იმის საშიშროებას, რომ ასეთი ბავშვები ვერ შეძლებენ საკუთარი პოტენციალის განვითარებას.
როცა ბავშვს სჯერა, რომ მისი წარუმატებლობის მიზეზია არასაკმარისი ძალისხმევა, მას გაუადვილდება სირთულეების დაძლევა. ჯიუტი მოსწავლეები არ ფიქრობენ საკუთარ წარუმატებლობაზე და საკუთარ შეცდომებს განიხილავენ პრობლემებად, რომლებიც მათ უნდა დაძლიონ.
მოსწავლეებში არსებობს ინტელექტის ორი ხედვა. ნაწილს მიაჩნია, რომ ინტელექტი არის ფიქსირებული და ბუნებით მინიჭებული და მისი განვითარება შეუძლებელია. შეცდომები და წარუმატებლობა დიდ დარტყმას აყენებს მათ თვითდაჯერებულობას, ვინაიდან ისინი აღიქვავენ შეცდომებს დაბალი ინტელექტის შედეგად, რომლის ამაღლება მათ არ ძალუძთ. მათ არ უყვართ და ერიდებიან სირთულეებს, ვინაიდან იზრდება შეცდომის დაშვების ალბათობა და ამით გამოჩნდება მათი დაბალი ინტელექტი. ასეთ მოსწავლეებს სჯერათ, რომ მეტი ძალისხმევის გაწევა რაიმე პრობლემის გადაწყვეტისას არის იმის დასტური, რომ მათ ნაკლები ნიჭი აქვთ. ასეთი მოსწავლეები მუდამ ცდილობენ, რომ გამოიყურებოდნენ ნიჭიერებად და მათთვის დიდი ძალისხმევის დახარჯვა სწავლაში არის იმის ნიშანი, რომ დაბალი ინტელექტი აქვთ.
დაოსტატებაზე-ორიენტირებული ბავშვები პირიქით თვლიან, რომ ინტელექტი მოქნილია და შესაძლებელია მისი განვითარება სწავლითა და დიდი შრომით. მათ სურთ სწავლა. თუ ადამიანს სჯერა, რომ შეუძლია საკუთარი ინტელექტის ამაღლება, ის აუცილებლად ეცდება ამის განხორციელებას. სირთულეები მათ მატებს ენერგიას. მათთვის წარუმატებლობა, მაგალითად ტესტებში, არის იმის ნიშანი, რომ მეტი უნდა იმუშაონ და მოშინჯონ სწავლის სხვა სტრატეგიები. ასეთი მოსწავლეების ყურადღება მიმართულია სწავლის სტრატეგიებზე და ძალისხმევაზე.
(ჩემი აზრით ზემოთ მოყვანილი მოსაზრებები გარკვეულწილად ასაბუთებენ იმას, რომ სწავლაში უფრო მნიშვნელოვანია პროცესი, ვიდრე შედეგის გაზომვა. მიზანი უნდა იყოს არა მაღალი ნიშნების მიღება ან ტესტების ჩაბარება, არამედ სწავლის პროცესშიჩართულობა. რაც უფრო მეტ ძალისხმევას ხარჯავ სწავლისას, მით მეტად ვითარდება შენი ინტელექტი და საბოლოო შედეგი იქნება აუცილებლად მაღალი. პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ სწავლის პროცესი იყოს რელევანტური იმ მოთხოვნებისა, რომლებიც აქვს თვით მოსწავლეს და ასევე საზოგადოებას - ჯ.გ.)

არ შეგეშინდეს წარუმატებლობის
იმისათვის, რომ ადამიანმა რამის გაკეთება შესძლოს, არ უნდა შეეშინდეს შეცდომის დაშვების და წარუმატებლობის.
ბავშვს სჭირდება ახსნა და დახმარება, რათა გაიგოს, რომ სწავლა ხანგრძლივი და ნელი პროცესია, რომელსაც თან ახლავს უამრავი შეცდომა, რომ არც ერთი დიდი აღმოჩენა არ გაკეთებულა, რომელსაც წინ არ უძღოდა მთელი რიგი წარუმატებლობები.
-
გააუმჯობესეთ თქვენი ძილის ხარისხსი- ის თუ რომელ საათზე იღვიძებთ პირდაპირ აისახება თქვენს ძილზე. თუ თქვენ რამდენიმე ხნის მანძილზე დილით ადრე ადგებით, მალე ჩამოგიყალიბდებათ ჩვევა და ღამითაც მშვიდ ძილს მიეცემით.
როგორ გავახალისოთ ბავშვებისთვის წიგნის კითხვის პროცესიგააუმჯობესეთ თქვენი ძილის ხარისხსი- ის თუ რომელ საათზე იღვიძებთ პირდაპირ აისახება თქვენს ძილზე. თუ თქვენ რამდენიმე ხნის მანძილზე დილით ადრე ადგებით, მალე ჩამოგიყალიბდებათ ჩვევა და ღამითაც მშვიდ ძილს მიეცემით.
კითხვა – ბავშვებთან ურთიერთობის საუკეთესო საშუალებაა. მაგრამ პასიური პროცესის ნაცვლად, წიგნის კითხვა შეგვიძლია გადავაქციოთ სახალისო და ინტერაქატიულ აქტივობად.
გაგიზიარებთ 10 რჩევას, რომელიც დაგეხმარებათ ბავშვებისთვის კითხვის პროცესის გახალისებაში:
ბავშვებს ძალიან უყვართ საკუთარი ემოციების გადმოცემა ხატვის საშუალებით, ამიტომაც შეგიძლიათ კითხვის დასრულების შემდეგ ერთად დახატოთ და ასე ნახატებში გადმოსცეთ წიგნიდან მიღებული შთაბეჭდილებები.
პატარები ძალიან გახალისდებიან, თუ კითხვის დასრულების შემდეგ, ერთად მოიფიქრებთ ახალ ისტორიებს წიგნის გმირებზე.
თუ რბილი სათამაშოებით პატარა სპეკტაკლს გაითამაშებთ წაკითხული ზღაპრის მიხედვით, ბავშვებს ნამდვილ სიხარულს მიანიჭებთ და გააცოცხლებთ წაკითხულ ზღაპარს.
კითხვის პროცესი უფრო საინტერესო გახდება თუ ბავშვს კითხვებს დაუსვამთ წაკითხულის გარშემო, მაგალითად კითხეთ “გააკეთებდა თუ არა თვითონაც იგივეს, რაც გააკეთა მთავარმა გმირმა?”
ნამდვილად გახალისდებით თუ ეცდებით და ერთად მოიფიქრეთ ზღაპრის სხვა, ახალ და განსხვავებულ დასასრულს.

შეგიძლიათ სცადოთ და მოყვეთ ზღაპარი სხვა გადმოსახედიდან. მაგალითად: მოიფიქრეთ თქვენ ან ბავშვმა თუ როგორ მოყვებოდა მგელი სამი გოჭის ამბავს.
გააკეთეთ მთავარი გმირების თოჯინები. ეს შესაძლებელია იყოს უბრალოდ ამოჭრილი ნახატებიც კი, რომლებიც ჯოხებზეა დამაგრებული. ასეთი თოჯინებით მშვებიერ სპეკტაკლსაც მოაწყობთ.
ხანდახან შეგიძლიათ სხვადასხვა ზღაპრის გმირებიც შეახვედროთ ერთმანეთს. მაგალითად ვინი პუჰი შეახვედრეთ ალისას და მოიფიქრეთ სულ ახალი ზღაპარი.
შეგიძლიათ ითამაშოთ თამაში “გამოიცანი გმირი”: გაითამაშეთ ეპიზოდები ზღაპრებიდან და ასე ხან თქვენ და ხან ბავშვებმა გამოიცანით თუ რომელ გმირზეა საუბარი.
კითხვა ადრეული ასაკიდან ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვის განვითარებისთვის და თუ კითხვის პროცესს სხვადასხა საშუალებით გაახალისებთ, ბავშვებს წიგნებს აუცილებლად შეაყვარებთ და თან ძალიან.
როგორ გავიხეხოთ კბილები?
კბილები უნდა გავიხეხოთ ზემოდან ქვევით ზედა ყბის შემთხვევაში და ქვევიდან ზევით – ქვედა ყბის. საღეჭი ზედაპირები უნდა გავიწმინდოთ უფრო გულდასმით. არ დაგავიწყდეთ ენის გაწმენდა.
ნუ მიირთმევთ ბევრ ტკბილეულს.
შაქარი კბილების პირველი მტერია, დღის განმავლობაში, რაც უფრო ხშირად მიირთმევთ ტკბილებულს - მით უფრო მატულობს კარიესის საშიშროება.
აუცილებლად ჩართეთ საკვებ რაციონში ხილი და ბოსტნეული, რაც უზრუნველყოფს ღრძილების გამაგრებას – ვაშლი, კომბოსტო, ბოლოკი და ა.შ.
,,ვსვამ" და არა- ,,ვსვავ!" ,,ახლა'' და არა-,,ეხლა!''
ამპარტავნება უარყოფაა ღმრთისა და მეგობრობაა ეშმაკებთან, შეურაცხმყოფელია კაცთა და დედაა განკითხვისა; ქებათაგანაა შობილი, სულის უნაყოფობის ნიშანია, ღმრთის შეწევნის განმაშორებელია, შეშლილობის წინამორბედია, ეშმაკეულობისა და დაცემების მიზეზია, გულისწყრომის წყაროა, ორგულობის კარია, ეშმაკთა სიმტკიცეა, ცოდვათა მცველია, უწყალოების მშობელია, მოწყალების უმეცრებაა, მწარე მოკამათეა, უწყალო მსაჯულია, ღმრთის მოწინააღმდეგეა და გმობის ძირია.
წმ. იოანე სინელი
ვჭამთ და ვიკლებთ – ანუ როგორ დავიკლოთ წონაში ეფექტურად მკაცრი შეზღუდვების გარეშე
თუ თქვენ შიმშილის არც დრო გაქვთ და არც სურვილი დროა შემოგვიერთდეთ. ჩვენ გასწავლით როგორ დაიკლოთ წონაში ისე, რომ არც თქვენ საყვარელ კერძებზე თქვათ უარი და არც უხასიათობამ შეგაწუხოთ. ჯანსაღი ცხოვრების წესი და ასეთივე კვება თქვენი კლების პროცესს მაქსიმალურად განაპირობებს. პირველ ეტაპზე გთავაზობთ სქემას, რომელიც დაგარწმუნებთ, რომ მკაცრი დიეტებით და წონის სწრაფი დაკლებით შედეგს დიდხანს ვერ შეინარჩუნებთ.
სქემა გათვლილია შემდეგ პრინციპებზე:
1- არ ვარდებით ზოგადი კვების რეჟიმიდან.
2- ორგანიზმს არ აშივებთ და არ უქმნით კრიტიკულ სიტუაციებს, რათა არ გადავიდეს ”რეზერვების” შექმნაზე.
3- არ ანელებთ ნივთიერებათა ცვლის პროცესს.
მთავარია ჩამოიყალიბოთ კარგი და სწორი რეჟიმი, დროთა განმავლობაში ორგანიზმი ნელ ცვლილებებს შესანიშნავად შეეგუება. თუ ორშაბათი მოვიდა და გადაწყვიტეთ ორგანიზმისთვის რაღაც უჩვეულო პროცესი დაიწყოთ, ეს არასწორია, მან არ უნდა იგრძნოს თუ რა ტრიალებს მის თავს.
წონაში კლების თითოეული ეტაპი 1 ან 2 კვირისგან შედგება:
I ეტაპი- არ ჭამთ პურს, მიირთმევთ ყველაფერს, რაც გაგიხარდებათ, მაგრამ პურის გარეშე. მომდევნო კვირას კი დანარჩენ ცომეულსაც ემშვიდობებით (ხაჭაპური, ლობიანი, ღვეზელები)…
II ეტაპი- მშვიდობით ტკბილეულო! ისევ ყველაფერს ჭამთ, მაგრამ ტკბილეულისა და ცომეულის გარეშე.
III ეტაპი- ემშვიდობებით შემწვარ და ცხიმიან საკვებს! მცენარეული ცხიმები ზომიერი რაოდენობით მიიღეთ, უარი თქვით ცხოველურ ცხიმებზე.
IV ეტაპი- რაციონიდან იღებთ მავნე პროდუქტებს- ძეხვეული, გაზიანი სასმელები და სხვა.
შემდეგი ეტაპები დროის რეგულაციაზეა გათვლილი:
V ეტაპი- არ ჭამთ საღამოს 7 საათის შემდეგ.
VI ეტაპი- კვირაში ერთხელ აწყობთ განტვირთვის დღეებს, (18 საათიანს და 24 საათიანს).
თუ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები არ გაწუხებთ, ძალიან კარგი იქნება თუ ასეთი ცხოვრების წესს თან ვარჯიშსაც დაურთავთ.
გისურვებთ წარმატებებს!!
შოკოლადის კარაქი.

მომზადების წესი.
ქონი,კარაქი, თაფლი, გავალღოთ,დავამატოთ კაკაო,ნახევარი შაქარი და ვურიოთ.10 კვერცხის გულისაგან და დარჩენილი ნახევარი შაქრისაგან გავაკეთოთ გოგლი–მოგლი,ჩავაწუროთ ლიმონი,კონიაკი,ვანილი და ეს ყველაფერი ერთად ჩავასხათ და ვადუღოთ 15 წუთი .გაცივდება და არის უგემრიელესი და რაც მთავარია სასარგებლო შოკოლადის კარაქი.
ჭინჭარი – გამოიყენება როგორც ჭრილობის შესახორცებელი, შარდმდენი, ამოსახველებელი, ნივთიერებათა ცვლის დასარეგულირებელი და ჭარბთმიანობის სამკურნალო საშუალება.
1. ნივთიერებათა ცვლის დასარეგულირებელი და გასახდომი საშუალება
- 1 სუფრის კოვზ წვრილად დაჭრილ ჭინჭარს დაასხით ერთი ჭიქა ადუღებული წყალი, გააჩერეთ 10-15 წუთი, გადაწურეთ და გააცივეთ. მიიღეთ ყოველი ჭამის წინ.
2. სისხლდენის შესაჩერებელი
- ცხვირიდან სისხლდენის ან მოჭარბებული მენსტრუაციის დროს სვამენ ახალგამოწურულ ჭინჭრის წვენს, 1 ჩაის კოვზი 3-ჯერ დღეში. წვენით ასევე შეგიძლიათ მოიბანოთ ცხვირი.
3. თმის ცვენის დროს
- ქორფა ჭინჭრის წვენი შეიზილეთ თმაში ყოველი დაბანის წინ და გაიჩერეთ რამდენიმე წუთი.
- ჭინჭრის ნაყენი გადაივლეთ დაბანილ თმაზე (3 სუფრის კოვზ წვრილად დაჭრილ ჭინჭარს დაასხით 1 ჭიქა ადუღებული წყალი, გააჩერეთ 30 წუთი და გადაწურეთ).
4. პრობლემური კანისთვის
1 თვის განმავლობაში სვით დღეში 2-3 ჭიქა ჭინჭრის ნაყენი (1 სუფრის კოვზ ჭინჭარს დაასხით 200 მლ ადუღებული წყალი).
5. მამაკაცებისთვის
ჭინჭრის თესლი დააყენეთ, როგორც ჩაი და მიიღეთ ჭამამდე 30 წუთით ადრე ან ჭამიდან 1 საათის შემდეგ.
- 20 გრ ჭინჭრის თესლს დაასხით 0,5 წითელი ღვინო, გააჩერეთ ერთი კვირა, გაწურეთ და მიიღეთ დღეში თითო სუფრის კოვზი ეს ნაყენი.
6. არასასურველი თმის მოსაცილებლად
- 2 სუფრის კოვზ დანაყილ ჭინჭრის თესლს დაასხით 100 მლ ზეთი. გააჩერეთ 2 კვირა. გადაწურეთ და გადაასხით გაუმჭვირვალე, მუქ ბოთლში. ისვით ჭარბთმიან ადგილებზე კვირაში ორჯერ იქამდე, სანამ ზედმეტი თმა არ მოგცილდებათ. შეინახეთ მაცივარში, მყარად დახურულ ჭურჭელში.
7. პირველი ნაოჭებისთვის
ჭინჭრის ქორფა ფოთლები დანაყეთ და გაქენით თხელ თაფლში 1:1 პროპორციებით. წაისვით სახეზე და გაიჩერეთ 20 წუთით. ჩამოიბანეთ გრილი წყლით.
NO COMMENTS: