- >სადამრიგებლო კლასის მოსწავლეთათვის მოსწავლის ქცევის კოდექსის გაცნობა–განხილვა;
- · >ჯურნალისა და სასკოლო დოკუმენტაციის წარმოება;
- · >სადამრიგებლო პორტფოლიოს წარმოება;
- · >სადამრიგებლო კლასის მოსწავლეების დასწრების აღრიცხვის ყოველდღიური შემოწმება, დასწრების შესახებ ინფორმაციის ყოველკვირეულად ასახვა სკოლის ოფიციალურ დოკუმენტში (ჟურნალში);
- · >მოსწავლის მიერ საპატიო გაცდენის თაობაზე მიღებული შეტყობინების ასახვა სკოლის ოფიციალურ დოკუმენტში(ჟურნალში);
- · >სასწავლო წლის დასაწყისშივე ეცნობოს მოსწავლეებსა და მათ მშობლებს,მოსწავლის მიერ გაკვეთილების გაცდენის შესახებ, მშობლისთვის ინფორმირების თაობაზე
- ( >(მშობელთა კრების ოქმი, კლასის საათის ოქმი)
- · >თვიურად მოსწავლის საპატიო/არასაპატიო გაცდენის განსაზღვრა და აღნიშნულის გამო მოსალოდნელი შედეგების თაობაზე მშობლის დროული ინფორმირება სათანადო დოკუმენტის შექმნით;
- · >მშობელთა კრების ჩატარება წელიწადში მინიმუმ ოთხჯერ სათანადო დოკუმენტაციის სადამრიგებლო პორტოფოლიოში დატვირთვით;
- · >მშობლისთვის შვილის ყოფაქცევისა და აკადემიური მოსწრების გაცნობა მინიმუმ თვეში ერთხელ;
- · >მოსწავლისათვის აკადემიური თუ სხვა პრობლემის გადაჭრაში დახმარების გაწევა;
- · სემესტრის/წლის ბოლოს თავისი სადამრიგებლო კლასის მოსწავლეების ნიშნების დროულად და ზუსტად შეტანა სასკოლო ჟურნალში/პირად საქმეში;(V-XII კლ.)
- · >კლასის დამრიგებელი ვალდებულია სადამრიგებლო კლასის მოსწავლის სხვა სკოლაში გადასვლის შემთხვევაში,მიაწოდოს ინფორმაცია მის მიმღებ სკოლას მოსწავლისაკადემიური მოსწრებისა და გაკვეთილებზე დასწრების შესახებ.
- · >სემესტრის ბოლოს მოსწავლის აკადემიური მოსწრების, დასწრების და ქცევის დახასიათება ანალიზი;
- · >კლასის საათის ჩატარება I-IV კლასებში თვეში ოთხჯერ, V-XIIკლასებში თვეში ორჯერ სათანადო დოკუმენტაციის სადამრიგებლო პორტფოლიოში დართვით;
- · >მოსწავლეთა ოჯახური მდგომარეობის შესწავლა;
- · >მშობლებთან თანამშრომლობა;
- · >მოსწავლეების განვითარებაზე თვალის დევნება და სათანადო აღმზრდელობითი და დისციპლინარული ღონისძიებების გატარება;
- · >განსაკუთრებული სირთულის აღმზრდელობითი და დისციპლინალური პრობლემების არსებობის შემთხვევაში კორექციული და პრევენციული ზომების მიღება. >პრობლემების გადაუჭრელობის შემთხვევაში დირექციის ინფორმირება აღნიშნულის შესახებ;
ბლოგის შექმნის მიზანია: სწავლა-სწავლების პროცესის უკეთ წარმართვა! ჩემი ,როგორც მასწავლებლის საქმიანობის აღრიცხვა! ჩემი მოსწავლეების მიერ განხორციელებული აქტივობების ასახვა!
კლასის დამრიგებლის მოვალეობა
Subscribe to:
Posts (Atom)
No comments:
Post a Comment