ჩემი ბლოგი

Friday, April 26, 2019


გოგონების საყურადღებოდ!ხვალ 2სთ. იყავით სასახლეში....







შვილო...

გიხარია ალისფერი კვერცხი-
"წითლად რატომ ღებავენო დედი?!"
როგორ გითხრა რომ არ დაგამძიმო,
დაილოცოს ქრისტეს სისხლის წვეთი!

და ჯვარს აცვეს მაცხოვარი ჩვენი,
მის სიკეთეს გამოუჩნდა მტერი.
უფლის შვილი,ღვიძლი შვილი დედი...
და ცა გახდა უფლის დარდის ფერი...

შვილო ჩემო,საყვარელო შვილო,
შენ იარე მხოლოდ უფლის გზაზე.
არასოდეს აღარ დაიჩივლო,
არასოდეს გადაცვალო სხვაზე!..

უფალია ერთადერთი ქვეყნად,
საუკუნო სიკეთე და ლოცვა.
ყველაფერი იქნებ ისე ვერც ვთქვა,
მაგრამ,მაინც მინდა გითხრა ცოტა:

სხვას არსდროს არ დასცინო შვილო,
შენი ხვედრიც მოთმინებით ზიდე!
უფლისაგან შენს სიკეთეს ვითხოვ,
მინდა უფლის სიყვარულით გზრდიდე!

აღდგომა და სიცოცხლეა ჩემო,
შეღებილი წითელ ფერად კვერცხი.
რომ იტვირთა კაცთა მოდგმის ცოდვა,
გაყიდულმა ღალატით და ვერცხლით!..
......................
არ მოგაკლდეს მფარველობა უფლის,
მრავალი წლის აღდგომა და ბზები!..
ღმერთი იყოს მცველი შენი გულის,
გასავლელი შენი წილი გზების!..

ია ნანეიშვილი


ბოდიშით ! სხვანაირად არ აიტვირთა
(ტექნიკური ხარვეზია)








Monday, April 22, 2019


 გადადი ლინკზე - - - - - - - - - >>.>>>..>   მოგონებად 
 ჩვენი თბილი ელენიკოს დაბიდუბია დღეს....როგორ მიყვარხარ  და უყვარხარ მეგობრებს ჩემო და ჩვენო გოგო! სიყვარული კი წარმატებული მომავლის გარანტიაა....

Tuesday, April 16, 2019


ეს ქართულის დავალება!
 
მათემატიკის და ბუნების დავალებებს დედიკოებმა მოაწერონ ხელი!