ჩემი ბლოგი

Tuesday, September 15, 2020

ჩემო ძვირფასებო , სიახლეა ცხრილში ....

 

Monday, September 14, 2020

მოგესალმებით! ეს არის მოდიფიცირებული ცხრილი, გაკვეთილის ხანგრძლივობა იქნება 15-20 წუთი. შეიძლება ხარვეზები თავიდან აიცილოთ და ნელ-ნელა არ დაგჭირდეთ! იმედია გაიხსნება სურათი ......                                                                                            


 გაკვეთილების რეჟიმი შემდეგნაირი იქნება: პირველი გაკვეთილი - 10: 00 სთ; მეორე გაკვეთილი - 11:00 სთ; 


Sunday, September 13, 2020

 მოგესალმებით!

 ხვალ  15 საათიდან  16 საათამდე  ნინო მასწავლებელი გასცემს წიგნებს ჩვენი ოთახიდან! გთხოვთ იქონიოთ პირბადეები და მოახერხოთ სკოლაში მისვლა აღნიშნულ დროში!(ვინაიდან ნინო მასწავლებელი შემდეგ გადაინაცვლებს თავის კლასში) ....გთხოვთ შეატყობინოთ ერთმანეთს!

Sunday, September 6, 2020

 მოგესალებით შორი გზიდან! გისურვებთ ნაყოფიერ სასწავლო წელს! ვეფერები ჩემს პატარებს და ვიმედოვნებ რომ სულ მალე შევხვდებით ერთმანეთს! მანამდე კი ვეცდები აქედან გაგიწიოთ დახმარება და ჩაგაყენოთ იმ წვრილმანების საქმის კურსში, რომელიც დაგეხმარებათ ორგანიზებულად დაიწყოთ სასწავლო წელი!( მაპატიეთ რომ ვერ ვარ თქვენს გვერდით)

იქნებით მეორე ცვლაში! გაკვეთილები იქნება 30 წუთიანი. გთავაზობთ გაკვეთილების დაწყება - დასრულების განრიგს!

II ცვლა

1. 13:30 14:00
2. 14:05 14:35
3. 14:40 15:10
4. 15:20 15:50
5. 15:55 16:25
6. 16:30 17:00
ეს ( ქვემოთ)გახლავთ  სკოლის შენობაში შემოსვლის განრიგი. გთხოვთ მაქსიმალურად ვეცადოთ, რომ დავიცვათ რათა არ მოხდეს ქაოსური სიტუაციის შექმნა. ამ დროში უნდა შევიდნენ მოსწავლეები შენობაში!!!
II კლასები - 13:00 – 13:10 სთ.
 
გთხოვთ წიგნები ვისაც დაგრჩათ ჩასაბარებელი გადასცეთ ნინო მასწავლებელს!
დანარჩენ ინფორმაციას დავდებ ეტაპობრივად ....მათ შორის ცხრილს და იმ მასწავლლებლების სიას , ჩემს ჩამოსვლამდე ვინც დაგეხმარებათ!

Tuesday, June 16, 2020

მოგესალმებით! მოგიკითხავთ სიყვარულით... პარასკევს 19 ივნისს 12 საათიდან 
2 საათამდე ჩავიბარებ წიგნებს! ...გელოდებით ! გთხოვთ პირბადის გარეშე არ მოხვიდეთ!   ინფორმაცია აღარ შეიცვლება....  

Saturday, June 13, 2020

სიახლე....!სახელმძღვანელოების ჩაბარება დროებით შეჩერებულია კორონა ვირუსის პრევენციის მიზნით....ველოდებით დამატებით ინსტრუქციებს! გთხოვთ შეატყობინოთ მშობლებს,მაგრამ პარალელურად იყვნენ მზადყოფნაში....

Friday, June 12, 2020

მოგესალმებით !
დავალება ეხება წიგნებს!
ვინაიდან წიგნებმა უნდა გაიაროს საკარანტინო დრო და გაუკეთდეს დეზიფენქცია ,
გთხოვთ მომაწოდოთ წიგნები ( ორშაბათიდან რა დროსაც შეძლებთ 4 საათამდე მომაწოდეთ!)

Friday, May 22, 2020

Thursday, May 21, 2020

მათემატიკა - შეასრულეთ ტესტი  გადადით ლინკზე  ---- https://tvschool.ge/s/hw/wgE0tuRJ4

Monday, May 11, 2020

მატემატიკის დავალება - 11 მაისი
გადადით ლინკზე და იმუშავეთ ტესტზე - >https://tvschool.ge/s/hw/8Dt-924hV


Friday, May 8, 2020

წყლის წვეთის მოგზაურობა! მოუსმინეთ....შეეცადეთ თქვენც ამოგზაუროთ წვეთი თქვენს ნახატში....

Thursday, May 7, 2020

მათემატიკა - 7 მაისის დავალება

Friday, May 1, 2020

Monday, April 27, 2020

მათემატკის   -------  >  დავალება

ქართული...გადადით ლინკზე ,წაიკითხეთ  და პატარა რვეულში შეასრულეთ წიგნის ბოლოს მოცემული დავალება        

                              მხეცუნების ბაღი


წაკითხული გადმოეცი ამბად,შეძლებისდაგვარად გააშინაარსე...


ზემოთ მოცემული ტექსტის ლინკი გაქვთ word-ის ფაილშიც...

გადადით ლინკზე    დავალება

Thursday, April 23, 2020

მათემატიკა   -----  > დავალება
პირველი დავალების შესრულებისას მეორდება ერთიდაიგივე  რიცხვები ... რა თქმა უნდა თქვენ არ გაიმეორებთ საშინაო დავალების წერისას.... მხოლოდ გაიხსენებთ წინა და მომდევნო რიცხვებს ! 

Monday, April 20, 2020

20 აპრილი   ----->    ინსტრუქცია 
                                
                                   მათემატიკის დავალება   
                               
 იხილეთ ბმულზე    ქართულის დავალება

Saturday, April 18, 2020

ქრისტე აღსდგა... ჭეშმარიტად აღსდგა....გილოცავთ! 

Thursday, April 16, 2020


დავალება წიგნიდან : გვ .111-უპასუხეთ კითხვებს (შექმენით ორივე დავალების    ნახატი)
                                        გვ.112 - მხოლოდ სწორი პასუხის მაგალითები ჩაწერეთ.
                                         გვ.113 - მთლიანი გვერდი გადაიტანეთ და შეასრულეთ.
                                         გვ.114 - დახატეთ გაიაზრეთ და უპასუხეთ!
                                                             
1.  დაშლით : 11-7=    11-6=     12-8=     12-9= 

3.გამოიანგარიშეთ:   19-9+2=     18-10+3=      17+3-10=    16+2-1=
4.  გამოიყენეთ სურათი ,შეადგინეთ ამოცანები  და ამოხსენით :სადაც იქნება გამოყენებული კითხვები:
1) სულ-?  2) რამდენი დარჩა?
 3) რამდენით >? 4) რამდენით<?

👇




5. ზეპირად უნდა იცოდეთ : ხუთეულებად  და ორეულებად თვლა  ( 20-ის ფარგლებში) ზრდადობით და კლებადობით.
     ასევე ზეპირად ! ტოლი რიცხვების ჯამი:
1+1,2+2,3+3,4+4,5+5,6+6,7+7,8+8,9+9,10+10
ჩავიბარებ!        

                               💙💚💛💜
     



Sunday, April 12, 2020

 ქართულის დავალება  --- გადადით ლინლზე   გავიხსენოთ გამოცანები
                                                                     
                                                                         დავალება 

 მათემატიკა ---  გადადით ლინკზე  -->გეომეტრიული
                                                                     
                                                                    დავალება




Friday, April 10, 2020

ეს კი ახალი შეხვედრის ცხრილი:


თორიაშვილი
ნადირაშვილი
ბერუკაშვილი
ჭიტაძე
12 30       ---- 13-00
კანაშვილი
არაბიძე
ბაკურაძე
ვარადაშვილი
13-00 -----1330
კაციატაზე
ღავთაძე
ლობჟანიძე
ნაჭყებია
1330 ------14-00
ხატიაშვილი
ხელაძე
ტუხაშვილი
პეტრიაშვილი
14-00  ----- 1430
ბჟალავა
რავლიკაძე
დღვილავა
ვარდოშვილი
1430
ბერაძე

მოგესალმებით! იმ კვირაში დავამატებ ინგლისურს ,რომელიც კვირაში ერთხელ - პარასკეობით გადმოგიგზავნით დავალებას , გთხოვთ ყველა შეუერთდეს ქართულის ჯგუფს ,ისევ არ არიან დამატებულები.... ჩემი თხოვნაა  როდესაც ვერ ახერხებთ დავალების შესრულებას ,ან ჩართვას გამოიჩინოთ ყურადღება- პასუხისმგებლობა და წინასწარ მაცნობოთ ....( ეხება ქართულსაც)  აქვე მინდა გთხოვოთ რომ გადახედოთ კალენდარს , რადგან გადავაჯგუფე მოსწავლეები, ისე, როგორც კლასში ვიცვლით ხოლმე ადგილებს...და კიდევ დავალება ჩამოტვირთეთ ხოლმე რომ სრულყოფილად დაინახოთ..... გისურვებთ ჯანმრთელობას!

Thursday, April 9, 2020

დავალება - გადადი ლინკზე    -----  >   9 აპრილი
გადადით ლინკზე   -------> გეომეტრიული ფიგურები

Monday, April 6, 2020

გადადით ლინკზე ----- >  დავალება

ქართული  ----->   ეს ერთი კვირის დავალებაა...


მწვანე წიგნიდან გვ 36  „სიძუნწე“  კარგად კითხვით
გვ 37 -ზედავალება „შენი აზრით“ -ზეპირად იმსჯელე.

გვ 37 კითხვებზე პასუხი დასაწერად.(კითხვებს არ ვწერთ)
დაალაგე არეული სიტყვები სწორად (პატარა რვეულებში)
დიდ რვეულებში გვ 64. (გაეცანით ინსტრუქციას)

მოცემული სიტყვები დააჯგუფეთ 2 ჯგუფად  საერთო ნიშნის მიხედვით:  ფანქარი,ბურთი,კალამი,წიგნი,დაფა,თოჯინა,სახაზავი, ლახტი.


მწვანე წიგნიდან გვ 38 „ მელია და ბატები“ - ტექსტი გაწაფულად კითხვით.

შეეცადე ეს ამბავი გადმოსცე  რამდენიმე წინადადადებით.
წერა დაიწყე ასე: იყო და არა იყო რა,იყო ერთი ცბიერი მელა........
გვ39  შეასრულეთ დავალება -  როგორია მელა?ბატები?  
ამ გვერდზე მოცემული დანარჩენი დავალება  შეასრულეთ ზეპირად.
დიდ რვეულებში გვ 65.
დედაენიდან გვ 38 ბოლოში მოცემული დავალება შეასრულე რვეულში.



მწვანე წიგნიდან გვ 40   „ჩვენი პირველი სპექტაკლი“- არ დაგვცალდა დაგმა...მაგრამ არა უშავს...გაივლის...წინ ბევრი ლამაზი დღე გველის...
 გვ 41 მოცემული დავალებები გაიაზრე.
გამოიყენე ფერადი ფურცლები და შექმენი ზღაპრის რომელიმე პერსონჟი.
დიდ რვეულებში გვ 66.


დედაენიდან გვ 40-ზე   ბოლოში მოცემული დავალება შეასრულეთ პატარა რვეულებში.
გვ 41 -ზე მოცემული საშინაო დავალება.


გვ42-ზე მოცემულ დავალებას გაეცანით და უყურეთ

გადადით ლინკზე  აქეთ გორასა წიხლსა  ვკრავ

გვ 43-ზე მოცემული დავალებები გაიაზრეთ. დიდ რვეულებში გვ 67 შეავსეთ.



Friday, April 3, 2020






მოგესალმებით ...ჯანმრთელობას გისურვებთ...მინდა გამცნოთ რომ გაკეთდა ცხრილის მოდიფიცირება და  ქართულის დავალებები დაიდება კვირაში ერთხელ   ორშაბათობით, ხოლო მათემატიკის დავალება კვირაში ორჯერ  ორაშაბათს და ხუთშაბათს ....როცა დავამატებ ნინო მასწავლებელს თიმსში იქაც გადმოგიგზავნით დავალებას და თქვენც გადაუგზავნით შესრულებულ დავალებებს... ამის შესახებ გაგაგებინებთ , ჯერ ჩვენ გავიმართოთ პროგრამულად ,როცა არ გექნებათ პრობლემა მაშინ მოვახდენ ნინო მასწავლებლის დამატებას....მაგრამ პარალელურად დავალებები დაიდება აქაც ( ბლოგზე) რადგან ზოგი წასულია და ვერ ახერხებს თიმსში შემოსვლას....ბლოგიც აგრძელებს ჩვეულებისამებრ მუშაობას....რთულია ონლაინ ჩართვა , როცა გინდა გამოიყენო სხვადასხვა რესურსი რომ გააგებინო ( თუნდაც დაწერო) მაგრამ რეჟიმში მაინც ჩააყენებს პატარებს და პასუხისმგებლობა თავისთავად გაიზრდება....


გადადით ლინკზე    ----->    ნისკარტი, ფრთები,ბრჭყალები




ტექსტის კითხვაში გაიწაფონ.
მის ბოლოს მოცემულ კითხვებს უპასუხონ რვეულებში.
ა) წითლად მოცემულ სიტყვებს შეურჩიონ საპირისპირო მნიშვნელობის სიტყვები(ანტონიმები).


ბ)სიტყვებს:ამპარტავანი,ბრაზიანი,შურიანი,დამკვირვებელი შეურშიეთ მსგავსი მნიშვნელობის სიტყვები(სინონიმები).

დავალებები დაიდება ორშაბათს❤მშვიდობიან უქმეებს გისურვებთ❤

Thursday, April 2, 2020

 შესრულებული დავალებები დამიბრუნეთ თიმსში....

Tuesday, March 31, 2020



ასე გადავანაწილე..( ორშაბათს და ხუთშაბათს ).მითითებებს მაინც მივცემ ბავშვებს რა და როგორ აკეთონ....დავალებებს დავდებ ბლოგზე,მაგრამ ხუთშაბათიდან შესრულებულ დავალებებს გადმომიგზავნით თიმსში , ასევე გვექნება უკუკავშირიც...


Monday, March 30, 2020

ხვალ ისევ გელოდებით თიმსში ...(ვცადოთ)
შეხვედრა გადავანაწილე ორ დღეზე :
 ორშაბათი   და    ხუთშაბათი
მოსწავლეები გადავანაწილე ოთხ-ოთხად საათების მიხედვით შემოხვალთ!
განვიხილავთ ამოცანებს ...ცხრილს დავდებ აქ    (ხვალ)და ამოიწერეთ საათები....
მანამდე რომ არ გაჩერდეთ წიგნში განიხილეთ გვ. 102

მონაცემების შეტანა ცხრილში : სანამ წიგნს გადაშლიდეთ მოდით დავთვალოთ რამდენი შავი ფერის ფისოა?  დამეთანხმებით რომ 6-ია, ახლა კი  მონაცემები  მე გადავიტანე ცხრილში . (დავაკვირდეთ ცხრილს და შავი ფისოს გასწვრივ ჩავხატოთ ნებისმიერი სიმბოლო , არ აქვს მნიშვნელობა ეს იქნება ჩვეულებრივი ხაზი თუ  x - იქს სიმბოლო..)
რამდენი შავი ფისოცაა ჩავხატე იმდენივე სიმბოლო, გადამიმოწმეთ რამდენად სწორად მაქვს შესრულებული დავალება....ახლა კი დაითვალეთ თეთრი ფისოები და შეამოწმეთ ცხრილში შეტანილი მონაცემები....
ახლა კი გადაშალეთ წიგნი და განიხილეთ  დავალებები.... ერთი მსგავსი თავად მოიფიქრეთ, შექმენით ნახატები და წარმოადგინედ ცხრილის სახით... ვფიქრობ სახალისოა ეს დავალება....
გრძელ რვეულში შეასრულეთ გვ 88  ----    დავასრულეთ













 ქართული:  ( ქართულის დავალებას ვდებ მხოლოდ ორშაბათს და ხუთშაბათს)

მწვანე წიგნიდან გვ26 "პეპელა და ფუტკარი" კარგად კითხვით...შესაბამისი ინტონაციითა და სასვენი ნიშნების დაცვით.
კითხვებს უპასუხე ზეპირად
სიტყვის კონა გაიაზრეთ(სინონიმები-მსგავსი მნიშვნელობის სიტყვებია)

გვ27 გამოცანა გადაიწერე რვეულში და გამოიცანი, პასუხი კი ჩახატე 🦋ჩასვი გამოტოვებული სიტყვა და გადაიწერე რვეულში.




ტექსტის მიხედვით შეარჩიე ორ-ორი თვისება :დახატე






























ტექსტის შინაარსიდან გამომდინარე გაიხსენე ანდაზა და დაწერე.
დიდ რვეულებში გვ 58....

ყურადღებით წაიკითხეთ ტექსტი და უპასუხეთ მოცემულ კითხვებს...
გაეცანით უცხო სიტყვებს...

ბონუს დავალება: წერს ის,ვინც პასუხს გამოიცნობს😍😍

გამომდინარე იქიდან,რომ "ჯიუტი თხები" უკვე წაკითხული გვაქვს ,გადაიკითხონ გასახსენებლად და  დიდ რვეულშიგვ 59შეავსონ.
წიგნში კი გვ 29-ზე ბოლოში მოცემული სიტყვები დამარცვლონ რვეულებში.


მწვანე წიგნებში გვ30  "მამალი და საღებავები" ყურადღებით წაიკითხეთ,დახატეთ  და  ტექსტში მოცემული  ფერების მიხედვით გააფერადეთ მამალი.🐓
გვ31 მოცემულ კითხვებს უპასუხე ზეპირად.


საყურე,ბეჭედი,ყელსაბამი-ამ სიტყვების გამაერთიანებელი  სიტყვაა სამკაული".

ვაშლი,კომში,ლეღვი -ამ სიტყვების გამაერთიანებელი  სიტყვა კი ხილია.
დასაწერად:
გვ 31 იპოვე გამაერთიანებელი სიტყვა .
          დაალაგე არეული სიტყვები.
დიდ რვეულში გვ60-61.


წიგნში გვ32 "ყვავი და სურა" კარგად კითხვით.
ტექსტიდან ამოიწერეთ 5მოქმედების აღმნიშვნელი სიტყვა.
გვ33-ზე მოცემული ყველა დავალება დაწერეთ რვეულში.
დიდ რვეულში გვ62.


ეს კი გასახალისებლად....
გადადით ლინკზე
დასაწერად!
წიგნშიგვ35 ტყუილია თუ მართალი?
                         რომელია ზედმეტი?
     ამოიკითხე თანმიმდევრობით  და გადაიწერე რვეულში. რვეულში გვ63











Sunday, March 29, 2020

დიდი სმაილები  გელოდებით ხვალ ... დაგინახოთ ჩემო ბარტყებო!  მოგეფეროთ შორიდან. სულ 20 წუთი...და მერე დავგეგმოთ შემდეგი შეხვედრის დრო....
დავალება : წიგნში - გვ. 101  გახდით მასწავლებლები, გადმოწერეთ ამ გვერდზე მოცემული ტოლობები და უტოლობები,შემდეგ გაარკვიეთ ,რომელია სწორი , მცდარს გაუსვით წითელი ხაზი ( ან ნებიემიერი ფერის)
 გრძელ რვეულში : გვ 87
კიდევ და კიდევ გიმეორებთ, რომ გადაანაწილეთ დავალება...( იმედია სახლიდან ვზომავ  დავალების რაოდენობას, თუ ბევრი მოგეჩვენათ, მომწერეთ, რომ შევამცირო)

ჩემს ზარს დაელოდეთ თიმს-ში და მერე ჩართეთ ვიდეო....რომელიც ქვემოთ პანელზე იქნება მოთავსებული....მერე ნელ ნელა ავეწყობით...


Friday, March 27, 2020

 მოგესალმებით ჩემო კარგებო ...ორშაბათს 12 საათზე ჩავნიშნე ტიმსში შეხვედრის საათი ( არასაგაკვეთილო) ჯერ ვნახოთ რამდენად გაიმართება და შედგება ონლაინ ჩართვა(მოვიკითხოთ ერთმანეთი) ...გელოდებით 12 საათზე ...თუ ყველაფერი კარგად იქნება  და გაიმართება პროგრამულად ,შეგატყობინებთ შემდეგი შეხვედრის თარიღს და დროს! შემდეგ ჩაერთვება ნინო მასწავლებელიც...კიდევ ერთხელ დავძენ, რომ  თუ გაიმართება და არ გაითიშება....

განვაგრძოთ მუშაობა : წიგნში გვ.99-100 შევავსოთ საგნები ოცამდე...წიგნში მოცემულ დავალება შევასრულოთ პატარა რვეულში , ხოლო გრძელ რვეულში გვ.85-86

დაიხმარეთ ჩხირები : დედიკოებო! უკარნახეთ რიცხვი და დააწყონ იმდენივე ჩხირი , სთხოვეთ შეავსონ 20 - მდე ...ასე განაგრძეთ...დროთა განმავლობაში ზეპირადაც ჰკითხეთ......

  გადადით ლინკზე  და  შეამოწმეთ თქვენი ცოდნა ....გაიწაფეთ (გაითვალისწინეთ) კლასი   https://logicmeter.com/index.php?module=math_user&page=skills&grade_number=1&grade_id=2

გადადი ლინკზე ---> ვინ და რა              
      
                                     მხოლობითი და მრავლობითი რიცხვი

                                    სპორტი

                                   სპორტი    

                                   მუსიკა




Thursday, March 26, 2020

მოგესალმებით მონატრებულებო! ....მალე შეხვედრის მოლოდინებით და გაცნობებთ რომ  ყველა ბავშვი დარეგისტრირდა უკვე ....მომდევნო ეტაპებს შეგატყობინებთ და გაცნობებთ...შევადგენ შეხვედრის ცხრილს  და საათებს ( ვნახოთ რა და როგორ გამოგვივა)
 
ახლა კი ქართულის დავალება:

მწვანე წიგნიდან გვ21. " სახლი" გაწაფულად  კითხვით... გვ22მოცემულ კითხვებს ზეპირად გაეცით პასუხი...იმსჯელეთ...

შენც დახატე შენი სახლი,მითხარი რატომ გიყვარს?ყველაზე მეტად რომელი ადგილი მოგწონს და რატომ?


გვ 22 შეასრულეთ შემდეგი დავალებები.

ყველას გვაქვს ოცნება...დახატე შენი ოცნების სახლი...სკოლაში დაბრუნებულები კი ერთად ვიმოგზაურებთ ერთმანეთის ოცნების სახლებში...


მწვანე წიგნიდან გვ23 ტექსტი "დაიკო და ძამიკო"კარგად კითხვით ,იგულისხმება სასვენი ნიშნებისა და ინტონაციის დაცვა.გვ24-ზე მოცემულ კითხვებს გაეცით პასუხი გასააზრებლად.

დასაწერად:
დიდ რვეულებში გვ56

მოცემული დავალება გადაიტანეთ რვეულში.





მწვანე წიგნიდან გვ25 "ქეთოს მერცხალი"- გაიწაფეთ კითხვაში(სურვილისამებრ ისწავლეთ)ამ გვერდზე მოცემული დავალებები:"შეადგინე სიტყვები და გადაიწერე სწორი პასუხი"დასაწერად.
დანარჩენი ზეპირად შეასრულეთ.
 დიდი რვეულიდან გვ57.



მოცემული დავალებები ორშაბათამდე შეასრულეთ....ორშაბათს  დაიდება ახალი....❤წარმატებები.....გეფერებით დისტანციურად😍❤❤❤❤  ნინო მასწავლებელი


Wednesday, March 25, 2020

მოგესალმებით! teams -ში მხოლოდ 15 ბავშვია დამატებული, ველოდები დანარჩენს...ვინც ვერ ნახოთ თქვენი თავი მომწერეთ...(ზოგადად ის მჭირდება ონლაინ ჩართვისთვის თუ გამოვიდა)

აქ ვაგრძელებ დავალებების დადებას. ( ორი დღის)...ასევე წიგნში.  გვ98. - ბოლოს მოცემული მაგალითები შეასრულეთ პატარა რვეულში)მაგალითისთვის:
11-3=11-1-2=10-2=8, გრძელ რვეულში- გვ. 84 - გაიხსენონ გამოკლების კომპონენტები)ყველაფერს ერთად ნუ შეასრულებინებთ, ახალი მასალა ჯერ წიგნში განიხილეთ... 




Monday, March 23, 2020

დედიკოებო, ვინც მომწერეთ რომ დარეგისტრირებული ხართ მე დაგამატეთ ვირტუალურ კლასში და შედით ნახეთ... ( მხოლოდ 8 მოსწავლე მყავს ჯერ) ვინც ვერ დარეგისტრირდა მიმართეთ თინანოს დედიკოს დახმარებისთვის  ( მადლობა ნათიას) ...
ხოლო ვინც დარეგისტრირებულია და დამატებული არ მყავს , პირადში მომწეროს რომ დავამატო....
აქ ვაგრძელებთ მუშაობას ,სანამ გაიმართება  ონლაინ სწავლების პროგრამა.....თუმცა ზოგიერთი მგონი არც შემოსულა ბლოგზე , რაც გადმოგზავნილი სურათებიდან ჩანს ( ჩართეთ ბავშვები დისტანციურ სწავლებაში)