ჩემი ბლოგი

Saturday, February 29, 2020

ყურადღება! როგორც მოგეხსენებათ ვისვენებთ 16  მარტამდე....მქონდა გეგმები ,რომელიც ამ ეტაპზე ნაწილობრივ ვერ განვახორციელე  აღნიშნული მდგომარეობის გამო,მაგრამ  მთავარია ჯანმრთელობა....გისურვებთ ყველას 💗💗💗💗
ჩემი თხოვნაა გაიწაფონ კითხვაში (გამოვიყენოთ დრო)გააცანით რიცხვები 20-ის ჩათვლით. გამოაწერინეთ თითო მწკრივი 16,17,18,19,20. გაარკვიონ თითოეულში რამდენი ათეული და რამდენი ერთეულია,რამდენი სრული ერთეულია,კენტია თუ ლუწია,დასსახელონ წინა და მომდევნო რიცხვები.....თვალყური ადევნეთ ბლოგს...ორი კვირა ვერ მოვადუნებ ჩემს პატარებს💗💗💗დავდებ დავალებებს და მოვითხოვ 16 -ში.

  • არ აყვეთ პანიკას....ესეც გაივლის💗💗💗

Friday, February 28, 2020


 
დედიკოებო! დამიმატეთ რა ფეისბუქზე ( სიურპრიზი გვაქვს ) ინდივიდუალურად მინდა გადმოგიგზავნოთ 3  მარტის  დილას  ...
ბედნიერი დასვენება! 



ეს კი ჩემი შექმნილი ელექტრონული წიგნია ....უყურეთ და უსმინეთ ერთად
  ( გავმართავთ დისკუსიას)




ერთგულების დილაა... ყველა ერთად მენატრებით ანცებო!





მათემატიკის დავალება:






ქართული:

Wednesday, February 26, 2020


   დედიკოებო! კრების საჭიროებას ვერ ვხედავ ...მაგრამ 4 გაკვეთილის შემდეგ ველოდები მათ ,ვისაც გაინტერესებთ ქართულის და მათემატიკის რვეულების ნახვა და პირადი გასაუბრება სკოლის კედლებში ...

ვაჩუქოთ ერთმანეთს ღიმილი....




მთელმა კლასმა დღეს შექება დაიმსახურა ნინო მასწავლებლისგან ( ქცევას ვგულისხმობთ უპირველეს ყოვლისა)




ქართული:
შეავსონ სულ...


მათემატიკა:  წიგნიდან - გვ.81 უპასუხონ კითხვებს გვ.82 1,2,(3 დაშლი) 4.
                                                გრძელ რვ. - გვ.72

        ამოცანა
ენთო - 12 ნათურა
ჩაქრა - 3 
-----------------------
დარჩა - ?                               ( იმსჯელონ თან) დღეს იმსჯელა რამოდენიმემ...

Tuesday, February 25, 2020

ვაჩუქოთ ერთმანეთს გულები!-სიყვარულით დაწყებული მათემატიკის გაკვეთილი....







წიგნიდან: გვ.80  უპასუხეთ კითხვებს.
გრძელ რვეულებში: გვ.71


Monday, February 24, 2020

ჩვენი დილა ჩახუტებით იწყება :

ესეც დავალება:





— პირიქით, — ეს შენ მასწავლე ყველაფერი. მე არ 

ვიცოდი თუ როგორ მესწავლებინა მანამ, სანამ შენ გაგიცნობდი…
smiley იმისათვის,რომ კარგი მასწავლებელი გახდე,მხოლოდ ბავშვების სწავლება არ არის საკმარისი,უნდა შეგეძლოს,ისწავლო კიდეც მათგან!!!




მიყვარხართ...
მიყვარხართ...


ჩემი დღის განწყობა...ვაწყენინეთ ერთმანეთს, მაგრამ შევრიგდით...
ვაცადოთ ბავშვებს ისწავლონ მეგობრობა,  პატიება ,შერიგება...აცადეთ გაერკვნენ რა არის კარგი საქციელი და რას ნიშნავს ცუდი?
თუ თავ-თავის წილ პასუხიმგებლობას ორივე მხარე გაინაწილებს (მასწავლებელიცა და თითოელი მშობელი) მაშინ გაცილებით მეტს მივაღწევთ...თუ გვინდა ჩემი პატარების სახით ერთი მეგობრული გუნდი შევქმნათ (და სხვაგვარად ვერც წარმომიდგენია) 
სიამოვნებით დავწერდი მეტსაც ....თქვენ მაძლევთ ამის სტიმულს!





Sunday, February 23, 2020

მათემატიკა-  წიგნიდან გვ.78
                         გრძელ  რვ.გვ 68                                             
                      ( მომდევნო ორი ცხრილი)
9+6=
9+5=
15-6=
14-5=  (დაშლით)
თხრობით
მეორე ნაწილი წამოიღონ!


მაგალითისთვის....


Saturday, February 22, 2020


ყველამ უყუროს ქართულ ფილმს ,,მანანა"

Thursday, February 20, 2020

 მათემატიკა :წიგნიდან გვ.77 (წიგნიდან მეორე და მესამე ცხრილი)
 დაშლით :
9+9=
6+6=
11-2=
12-5=
13-6=

ქართულში დავალება იციან!


Tuesday, February 18, 2020

მათემატიკა : წიგნიდან გვ 76  გადაიხაზეთ და შეასრულეთ
                        გრძელ რვეულში გვ. 68 (სამი პატარა ცხრილი) მონიშნული აქვთ.
                        9 + 6 =
                        6 + 9 =      ( დაშლით)
წინასწარ ნუ ასრულებინებთ დავალებას გრძელ რვეულში!
                  
 ხვალ  1 საათსა და   45 წუთზე იყავით  მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლესთან ( გთხოვთ არ დაიგვიანოთ , რომ არ გვეძებოთ) 
2 სთ-ზე დაიწყება და გაგრძელდება  1 სთ და 30 წთ .


ქართულში: გამოსაწერად ერთი მწკრივი ასო- ბგერა  ,,ჟ'', ასევე მოცემული სამი სიტყვიდან ამოარჩიონ მათთვის სასურველი სიტყვა და შეადგინონ წინადადება.

ასევე მინდა მითითება მოგცეთ მათემატიკაშიც! წინასწარ ნუ ასრულებთ დავალებებს გრძელ რვეულებში.... დავალებად აქვთ მოცემული გვერდი , ასევე პატარა რვეულში გადაიტანონ მაგალითები და შეასრულონ გრძლად (ნახეთ ნიმუში, რომელიც კლასში შევასრულეთ) 

Monday, February 17, 2020

მონიშნული აბზაციდან ამოიწერონ მოქმედების აღმნიშვნელი სიტყვები

თეთრი ჭარხლის თეთრი შვილი
ჩაის გვასმევს ყოველ დილით. შაქარი სხვა გამოცანა

                                     თეთრი ჭარხლის თეთრი შვილი
                                     ჩაის გვასმევს ყოველ დილით.
                                                             შაქარი
 

მოსწავლეთა ინტერესის გასაღვივებლად - ნინო მასწავლებელმა პატარებს წაუკითხა ჯიპრაიდის ტექსტი ,,ჯამბაზი ჯაჯუ'' , გაიაზრეს და წარმოადგინეს ილუსტრაციის სახით