ბედნიერ ზაფხულს გისურვებთ ჩემო ძვირფასებო!
.....მაგრამ დასვენებასთან ერთად უნდა განვითარდეთ !
კარგად დაგეგმილი არდადეგები, მკაფიოდ გადანაწილებული რუტინა და ბევრი დადებითი ემოცია ქმნის პოზიტიურ დასვენებას.
გთავაზობთ საზაფხულო დავალებას ქართულში:
1. დედაენის მეორე ნაწილიდან ტექსტების კითხვა. 2. თხელ რვეულში ჩაწერონ თითო წინადადება წაკითხული ტექსტიდან.
ვისაც სურვილი გექნებათ შეიძინეთ მსგავსი ტესტი და აქტიური დასვენების შემდეგ ხალისით შეავსეთ !
მათემატიკასაც დავდებ! გადაამოწმეთ ხოლმე ბლოგი.........................................................
მოგესალმებით ყველას!
მოგიკითხავთ სიყვარულით ჩემო პატარებო! ბედნიერ სასწავლო წელს გისურვებთ... სკოლაში მოსვლის წინ გთხოვთ გაიმეოროთ თვლა 20 -მდე ( ვიცი რომ მეტი იცით ) ზრდადობით და კლებადბით, წინა და მომდევნო რიცხვები, კენტი და ლუწი , გაორმაგება-განახევრება.... დაშლით მიმატება -გამოკლება და ზეპირადაც ( პირდაპირ პასუხებით)
გელოდებით სიყვარულით!
ცხრილს და გაკვეთილების დაწყება -დასრულებას დავდებ ეტაპობრივად!
კიდევ თქვენი ზაფხულის ლამაზ დღეებზე უნდა მესაუბროთ აუცილებლად !