გალაკტიონ ტაბიძე - ღელავდნენ! ....გილოცავთ 8 მარტს!
ვარდებში ღელავდნენ ლამაზი ქალები

მათ უყვართ ჩურჩული და მიეთმოეთი..
.
ამბობდნენ: ამურებს ვერ დაემალები,
თუნდ იყო პირველი და დიდი პოეტი.
ძვირფასო ქალებო! არ მოგერიდებით,
ერთ თქვენგანს ეკუთვნის სულ ჩემი წიგნები
ნეტავი დამათრო მის ბროლის თითებით,
პირველი და დიდი გენია ვიქნები
No comments:
Post a Comment