
დღეს ჩემს პატარებს დატვირთული დღე ჰქონდათ.ჯგუფური მუშაობა ჩატარდა ინგლისურ ენასა და რელიგიაში.უბრალოდ დაემთხვა!.....გაართვეს თავი,ბევრი რამ კიდევ უნდა გამოუმუშავდეთ ,ყველაზე მთავარი რაც მე დავინახე დროის გადანაწილებაა,თანდათან ამასაც მიეჩვევიან,უფრო ბევრ დროს საუბარს ანდომებენ,უნდა მიეჩვიონ გადაწყვეტილების მიღებას,რომ პრაქტიკული სამუშაო სწრაფად დაასრულონ!!!
ზარი დაირეკა და დედიკოებიც შემოგვეჭრნენ!სახეზე ეტყობათ აღფრთოვანება!
მათი ნამუშევრები!იდეაც საკუთარი......
თუ რა და როგორ შექმნეს ,რას დაუკავშირეს,ამას შემდეგ გაკვეთილზე შევიტყობთ!
ბავშვებმა განაგრძეს მუშაობა და დაასრულეს კიდეც(პრეზენტაცია)
როგორც ჩანს(დაფაზე ჩამოწერილი კრიტერიუმების მიხედვით)მარი მასწავლებელმა ჯგუფები დადებითად შეაფასა, თუმცა ისიც აღნიშნა რომ ეს პირველი ჯგუფური მუშაობა იყო ინგლისურ ენაში და სხვა დროს უფრო მეტად მიექცევა ყურადღება წესების დაცვას.
ჩემი აზრით მართლაც თავდაუზოგავად იშრომეს ბავშვებმა ,გამოაჩინეს შემოქმედებითი უნარებიც,მაგრამ განსაკუთრებით მე მაინც გამოვყოფდი ორი ჯგუფის პრეზენტაციას და დარწმუნებული ვარ მათი დასახელება მე არ დამჭირდება და ჩვენი აზრი ერთმანეთს უთუოდ დაემთხვევა ბლოგის სტუმრებო!
გმადლობთ მარი მასწავლებელო!!
No comments:
Post a Comment