ჩემი ბლოგი

Tuesday, December 1, 2015

ქართული: ასო-ბგერა  "ნ"

დასაწერი თვითონ იციან.


მათემატიკა:დავალება იციან! ახალზე არ გადავდივარ შეგნებულად! მინდა რომ ბავშვებმა განიმტკიცონ  ყველაფერი რაც ვისწავლეთ. 10–ის ფარგლებში მიმატება–გამოკლება. შედარება. რთული უტოლობები. ლუწი და კენტი რიცხვები. განახევრება , გაორმაგება .რიგობითი და რაოდენობითი რიცხვითი სახელები. გადაყვანა რაოდენობითიდან რიგობითში. ( დაუსვით კითხვები , რაოდენობით და რიგობით რიცხვით სახელებს) 0–ის თვისებები,შედგენილობები. 1,2,3,4,5,6,7,8,9 რამდენიშნა რიცხვებია? 10–ი რამდენ ნიშნაა? რატომ არის ერთნიშნა და რატომ ორნიშნა?გაიმეორონ გეომეტრიული ფიგურების განმარტებები და მათი შედარება. რა აქვთ საერთო და რით განსხვავდებიან? 
    

დედიკოებს მივმართავ თხოვნით ! დავალებებს მიაქციეთ ყურადღება , რათა იყოს სრულყოფილი. 


ლექსები განიმტკიცონ!

 წებო დაგვჭირდება ხვალ ! არ დაგავიწყდეთ!!!

No comments:

Post a Comment