ჩემი ბლოგი

Friday, February 3, 2017

გისურვებთ ბედნიერ  და ნაყოფიერ დასვენებას!
   
1.ქართულში უმეტესობამ არ იცოდით  გამოცანა !!! სამშაბათისთვის წასაკითხი მოთხრობა მოამზადეთ შაბათ-კვირას!

(ჩემო პატარებო , მიეჩვიეთ თვითონ შეხვიდეთ ბლოგზე და წაიკითხოთ სიახლე ,ამიტომ მოგმართავთ პირდაპირ თქვენ )
   
2.ბუნების რვეულში შეავსეთ დაკვირვების დღიური 5 თებერვლის ჩათვლით ....სრულყოფილად ...და არა მოვალეობის მოხდის მიზნით!

3. გახსოვდეთ! დრო ძვირფასია....კარგი იქნება ინგლისურის დავალებასაც თუ შეასრულებთ! მომდევნო დღეებში მხოლოდ გამეორება დაგჭირდებათ!....
  
4. ხელოვნება - გაიმეორეთ შესწავლილი მასალა და გაერთეთ ...
    ისწავლეთ ხატვა . გადადით ლინკზე  -  ვისწავლი ხატვას 

5. მათემატიკის დავალება: 
                                           ამოცანა
ციყვმა  ერთ დღეს 34 წაბლი და   4–ით  ნაკლები კაკალი იპოვა.
სულ რამდენი წაბლი და კაკალი უპოვია ციყვს?
                                       
                                         ამოცანა
სკოლაში  23 პირველკლასელი და მათზე 3–ით ნაკლები მეორეკლასელია.მესამე კლასებში კი იმდენი მოსწავლეა,რამდენიც  I  და  II – ში ერთად.რამდენი მოსწავლეა
 I , II და  I I I კლასებში ერთად?
(შეადგინეთ მოკლე პირობები)


100–34=    55+5=      23+24=
90–25=      46+4=      33+21=
70+11=      32+3=      98–76=
60+12=      73+5=      87–47=
    
  ესეც თქვენ.....









smiley

No comments:

Post a Comment