ჩემი ბლოგი

Friday, March 30, 2018

დრო მიდის

ესეც ჩვენი საყვარელი ბიჭის დაბადების დღე! სიხარულით რომ უციმციმებს თვალები...ბედნიერებაზე მეტყველებდეს მუდამ შენი სახე ლადო!

ძვირფასებო! ქართულის დავალება სამშაბათისთვის შესასრულებელი არ დაივიწყოთ! როგორც ჩემთვის ცნობილია ,  კონკრეტულად რაც უნდა  შეასრულოთ ჩანიშნული გაქვთ წიგნში ,,ჩემი ენა ქართული''... ( გადაშალეთ და ნახეთ) თუ კიდევ აღმოჩნდეთ გაურკვევლობაში , მომწერეთ....
    

,,მაგდანას ლურჯა'' იქნებ დაგაინტერესოთ და უყუროთ... მერე ვისაუბროთ....


ეს კი იმსჯელეთ ( არ გინდათ დაწერა)  ხალისით იმოქმედეთ , მიაგენით სწორ პასუხს! ხუთივე ამოცანაში რაღაც იმალება....



Wednesday, March 28, 2018

 ეს სამახსოვრო საჩუქარი ლიზის!



 ძვირფასო მშობლებო! ყურადღების გარეშე რომ არავინ დამრჩეს დამეხმარეთ ...ვისაც ზაფხულში აქვს დაბადების დღე შემახსენეთ....უყურადღებოდ არავინ დამრჩეს! 

Monday, March 26, 2018




საძერწი და ასანთის ღერები არ დაგავიწყდეთ!

Wednesday, March 7, 2018

 ჩემი გოგონების დღე....
    გილოცავთ ამ ღირშესანიშნავ თარიღს!... თუმცა ხმამაღალი ნათქვამი თუ არ გამომივა ვთვლი რომ სულ ჩვენი დღეა ...სიცოცოხლის მშვენიერების , ცხოვრების სიძლიერის სიმბოლო სწორედ ჩვენ ვართ...
      ს დღე ჩემთვის სითბოსთან, გაზაფხულთან, მზესთან, მზესავით თბილ  ადამიანებთანაა ასოცირებული .....გისურვებთ გქონოდეთ გარემო და განწყობა სწორედ ისეთი , რომ მუდმივად შეგძლებოდეთ თქვენში დაგროვილი დადებითი ემოციების გამოხატვის ხალისი ....
                                                                          საუკეთესო სურვილებით !







  

Monday, March 5, 2018

იმართულება: პიროვნული და მორალური განვითარება. მიმართულების მიზანი არის მოსწავლეებში მეგობეული, თბილი და უსაფრთხო გარემოს შექმნა. ვისაუბრეთ შინაგან კულტურაზე, რომელიც ყოველთვის ფასობდა ადამიანებში. მოსწავლეები მივიდნენ დასკვნამდე, რომ შინაგანი კულტურის მქონე ადამიანი ყოველთვის ზრდილობიანად იქცევა

Sunday, March 4, 2018

ესეც თქვენ.....(ამ ფორმატითაც)

Friday, March 2, 2018

   გადადით ლინკზე  (ჩამოტვირთეთ ,მარჯვნივ ზემოთ კუთხეში აქვს ისარი და დააწკაპეთ და  ჩამოიტვირთება) სხვა ფორმატით მინდოდა მომეწოდებინა, სამწუხაროდ ტექნიკამ არ შემიწყო ხელი....გაუშვით როგორც პრეზენტაცია ...მინდოდა ჩემგან სამახსოვროდ გქონოდათ... ---->.      გ ი ლ ო ც ა ვ ა თ
    

კიდევ და კიდევ გილოცავთ !


Добавьте подпись











Thursday, March 1, 2018

არასოდეს დამავიწყდებით! ....მე არ ვიცი ვისთვის რა არის ბედნიერება ...მე  ვიცი რომ ეს პატარები ნამდვილად მიფერადებენ ცხოვრებას...


 ახლა კი ლამაზი ამბავი.
გუშინ შეთანხმებულან ნინო მასწავლებელთან , რომ დილით მიეცა ნება მათთვის ბუშტები დაეყარათ იატაკზე  და ფლიფჩატით დაფაზე მისალოცი გაეკრათ,რაზეც ნინო მასწავლებლისგან თანხმობა მიიღეს.
    დილით 9-ის ნახევარზე( ვინც მოახერხა მოსვლა სკოლაში ) დაბერეს ბუშტები , ნიკოლოზ ნაჭყებია პიანინოზე მეცადინეობდა სიმღერის დაკვრაში და ბავშვებს ამღერებდა.შევედი თუ არა კლასში , დამხვდა ბუშტების კორიანტელი , ლამაზი დაფა ( გადასკოჩილი) თაბახის ფურცლები ულამაზესი წარწერებით ...მესმის გუნდური სიმღერა , აკომპანიმენტს უწევს ნიკოლოზი.... სასაცილოები  და საყვარლები, მზრუნველები და ერთგულები...უკვე დიდი გოგო-ბიჭები...მინდა გითხრათ რომ ჩემი სიამოვნება და გაბედნიერება ნამდვილად გამოგივიდათ...უზომოდ მიყვარხართ!
არ ვიცი რამდენად გადმოგეცით ემოციები , რადგან არ არსებობს ამ შთაბეჭდილების  გაძლიერება იმდაგვარად , რომ სხვაც გახდეს თანაგანმცდელი....
მადლობა თქვენ დედიკოებო!