




ახლა კი ლამაზი ამბავი.
გუშინ შეთანხმებულან ნინო მასწავლებელთან , რომ დილით მიეცა ნება მათთვის ბუშტები დაეყარათ იატაკზე და ფლიფჩატით დაფაზე მისალოცი გაეკრათ,რაზეც ნინო მასწავლებლისგან თანხმობა მიიღეს.
დილით 9-ის ნახევარზე( ვინც მოახერხა მოსვლა სკოლაში ) დაბერეს ბუშტები , ნიკოლოზ ნაჭყებია პიანინოზე მეცადინეობდა სიმღერის დაკვრაში და ბავშვებს ამღერებდა.შევედი თუ არა კლასში , დამხვდა ბუშტების კორიანტელი , ლამაზი დაფა ( გადასკოჩილი) თაბახის ფურცლები ულამაზესი წარწერებით ...მესმის გუნდური სიმღერა , აკომპანიმენტს უწევს ნიკოლოზი.... სასაცილოები და საყვარლები, მზრუნველები და ერთგულები...უკვე დიდი გოგო-ბიჭები...მინდა გითხრათ რომ ჩემი სიამოვნება და გაბედნიერება ნამდვილად გამოგივიდათ...უზომოდ მიყვარხართ!
არ ვიცი რამდენად გადმოგეცით ემოციები , რადგან არ არსებობს ამ შთაბეჭდილების გაძლიერება იმდაგვარად , რომ სხვაც გახდეს თანაგანმცდელი....

No comments:
Post a Comment