ქართულის დავალება ოთხშაბათამდე...... ქართველი მხედართმთავრები
ერეკლე II
ერეკლე II
(1720-1798)
ერეკლე II, კახეთის მეფე 1744-1762 წლებში, ქართლ-კახეთის მეფე 1762-1798 წლებში. თეიმურაზ მეორისა და ვახტანგ VI-ის ასულის თამარ დედოფლის შვილი. დაიბადა 1720 წლის 7 ნოემბერს. პირველი საბრძოლო ნათლობა 15 წლის ასაკში მიიღო, როდესაც ლეკთა დამარბეველი რაზმების წინააღმდეგ ბრძოლაში უსარდლა ჯარს. 1737-1739 წლებში იმყოფებოდა ნადირ-შაჰის კარზე და მონაწილეობა მიიღო ინდოეთში ლაშქრობაში.
- გორგასალი(სპარსულად მგლისთავას ნიშნავს)
ვახტანგ გორგასალი — ქართლის მეფე V საუკუნის II ნახევარში. „გორგასალი“ სპარსელებმა შეარქვეს. ვახტანგ გორგასალი გამეფდა 15 წლისა, იმეფა 45 წელი, აღესრულა 60 წლისა. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ შერაცხულია წმინდანად. მისი მოხსენიების დღეა 13 დეკემბერი.
გაეცანით ინფორმაციას-ვის ეძღვნება ეს ხალხური ლექსები.
მწვანე წიგნიდან გვ18
უპასუხეთ ამ გვერდზე მოცემულ კითხვებს ზეპირად. სიტყვის კონა ისწავლეთ...
მწვანე წიგნიდან გვ19 "ჩიტის ბუდე"
გაიწაფეთ კითხვში.
გვ20-ზე მოცემულ კითხვებს უპასუხეთ ზეპირად,
რვეულში უპასუხეთ მხოლოდ:
-როგორ მოიქცნენ ბავშვები?
* შეავსე თანხმოვნები(წინადადება )
*იპოვე საერთო მარცვალი
*სიტყვის კონა გასააზრებლად...
მწვანე რვეულში გვ53-54
აღნიშნული დავალებები არის ოთხშაბათის ჩათვლით....
გასახალისებლად ტექსტიდან "ჩიტის ბუდე" დაასურათე ის ეპიზოდი,რომელიც ყველაზე მეტად მოგეწონა....
მომენატრეთოოოოოოოო❤❤❤ ნინო მასწავლებელმა
ჯანმრთელობას გისურვებთ!
გამარჯობა გისურვებთ ჯამთელობას ძალიან მოგვენატრეთ ვასრულებთ თქვენ მითითებებს.
ReplyDeleteნახევრად მქონია დადებული...სრულყოფილად დავდებ
Deleteძალიან მოენატრეთ ნუცის რუსუდან და ნინო მასწავლეველო გვიყცარხართ❤❤❤
ReplyDelete❤❤❤
ReplyDelete