ჩემი ბლოგი

Saturday, March 7, 2020





მოგესალმებით! პირველ რიგში გვჭირდება ჯანმრთელობა და ზუსტად იმისთვის რომ სტაბილურობა შევინარჩუნოთ, მოდით დავკავდეთ საქმით ( იმედი მაქვს დისტანციურად მოცემულ დავალებებს არავინ გამიპროტესტებს)
მათემატიის გრძელ რვეულებში იმუშავეთ : გვ. 73,74,75,76,77 ( მიყევით აქ მოცემულ დავალებებს , წინსწრებით სხვა არ შეასრულოთ)
როდესაც დაბრუნდებით ამ მასალას გავიმეორებთ და განვამტკიცებთ!

( ეს დავალებებია 16 რიცხვამდე, იმედი მაქვს არდადეგები აღარ გაგრძელდება)
 
ქართულს რაც შეეხება :ტექსტები,რომელსაც კითხვით ისწავლიან , შეძლონ თხრობაც ....(ვისაც კარგად ეცოდინება კითხვით, თავისუფლად შეძლებს თხრობასაც,ამიტომ მეტი ყურადღება მიაქციეთ კითხვას)


გრამატიკული ნაწილი.

1.მოიფიქრეთ  საგნის აღმნიშვნელი5სიტყვა,რომელსაც დაესმის კითხვა ვინ?  და 5სიტყვა,რომელსაც დაესმის კითხვა რა?
2. ყოველი წაკითხული ტექსტიდან ამოიწერეთ 5-5 მოქმედების აღმნიშვნელი სიტყვა და დაუსვით შესაბამისი კითხვები.
3. საპირისპირო მნიშვნელობის სიტყვებს ანტონიმები ჰქვია.(სასწავლად)
შეურჩიეთ საპირისპირო მნიშვნელობის სიტყვები

უშნო
მაღალი
დიდი
დღე
ახალი
იცინის
თხელი
ბეჯითი
განათლებული
მშრომელი

4.მსგავსი მნიშვნელობის სიტყვებს სინონიმები ჰქვია.(სასწავლად)
შეურჩიეთ შესაბამისი სიტყვა
ლამაზი
ბეჯითი
ფაფუკი
გრძელი
მაღლა
დაბლა
მკუხე
კარგი ამინდი
 შხაპუნა
ამაყი

მიცემული დავალებები(სინონიმი და ანტონიმი?ყოველდღიურად  შეასრულონ მხოლოდ 2-2.

2 comments:

  1. რუსუდან მასწავლებელო შეკითხვა მაქვს ქართულის დავალებასთან დაკავშირებით..ნახსენებია ტექსტები და ცოტა არ იყოს დავიბენი რომელ ტექსტებზეა საუბარი ალბათ "თხა და გიგო" და "აი ია" იგულისხმა და ამ ტექსტების გარშემო ვიტრიალოთ ხომ?

    ReplyDelete
    Replies
    1. და საგნის აღმნიშვნელი 5 სიტყვაც ამ ტექსტებიდან ამოვწეროთ ალბათ ხომ?

      Delete