ჩემი ბლოგი

Friday, September 30, 2022



გთხოვთ მიაქციოთ ყურადღება დავალებებს ყველა საგანში და განსაკუთრებით ინგლისურ ენაში... დღეს ინგლისურში მხოლოდ 9 ბავშვს ეწერა დავალება!
ეს კი მათემატიკის დავალებაა....გისურვებთ ბედნიერ შაბათ-კვირას!


სპორტის გაკვეთილზე სასიამოვნოდ დაღლილები....






 

მუსიკა ემსახურება ურთიერთგაგებას, აღვიძებს პოზიტიურ გრძნობას. ის თან ახლავს და აყალიბებს ადამიანის პიროვნებას მთელი სიცოცხლის განმავლობაში...






 

Wednesday, September 28, 2022

 მოგესალმებით! შოკოლადის მუზეუმში  ვიზიტი დავჯავშნეთ 9 ოქტომბერს 16:00 საათზე!

Monday, September 26, 2022

 მოგესალმებით, გთხოვთ გაეცნოთ ინფორმაციას ... 

      ,,შოკოლადი-მუზეუმმა'' მუშაობა განაახალა  და კვლავ გელოდებით შემეცნებით ექსკურსიებზე!!!    
ექსკურსია განკუთვნილია სკოლის მოსწავლეებისთვის (კლასის მიუხედავად)  და მშობლებისთვის.
ექსკურსიის პროგრამაში შედის  :
1. ლექცია შოკოლადის წარმოებისა და ისტორიის შესახებ - სკოლის მოსწავლის ასაკის გათვალისწინებით. 
      ლექციას ჩაატარებს კომპანია ,,ქართული შოკოლადის""  და ,,შოკოლადი მუზეუმის'' დამფუძნებელი  ბატონი ლევანი.
2. დოკუმენტური ფილმის ჩვენება - შოკოლადის წარმოების შესახებ (ფილმის ჩვენება მოხდება პროექტორის მეშვეობით)
3. ლექციის დასრულების შემდეგ პროგრამა გაგრძელდება სხვადასახვა  საინტერესო, ინფორმაციული და სახალისო თემებით, კითხვა-პასუხის რეჟიმში
4. პროდუქციის დაგემოვნება -თითო ჭიქა ნატურალური ცხელი შავი შოკოლადი
5. მუზეუმში განთავსებული სხვადასხვა საინტერესო ექსპონატების დათვალიერება.
       პროგრამა გათვლილია 20 -დან  35 -მდე  სტუმრისთვის . (იგულისხმება ბავშვების და მშობლების საერთო რაოდენობა). 
ღირებულება 1 ადამიანზე შეადგენს 17 ლარს, გარდა მასწავლებლისა, რომლის გამასპინძლებაც ხდება ორგანიზაციის ხარჯზე.
 მუზეუმის მისამართია : თბილისი, სოლოლაკი, ი.მაჩაბლის ქუჩა  #17 (კალანტაროვის სახლი)
chocolate-museum/შოკოლადი-მუზეუმი (იხ. Facebook -ზე)
ვიზიტიას შესათანხმებლად გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ნომერზე 591110997
პატივისცემით,
მარინა მდივანი
შპს ,,ქართული შოკოლადის'' მენეჯერი
მობ. ტელ. 591110997❤❤🍫🍫

Wednesday, September 21, 2022

Wednesday, September 14, 2022

 ჩემო პატარებო! გელოდებით ხვალ სკოლაში 12:40 წუთზე ...

( დამელოდეთ იმ კართან, საიდანაც გამყავდით ხოლმე) მინდა რომ ერთად ავიდეთ საკლასო ოთახში, მანამდე კი მოიკითხეთ ერთმანეთი....მიყვარხართ და მენატრებით! გელოდებით  💓💙💚💛💜

Friday, September 9, 2022


მოგესალმებით სიყვარულით და პატივისცემით! გისურვებთ წარმატებულ სასწავლო წელს...გაცნობებთ რომ ვრჩებით მეორე ცვლაში. 

ჩემო პატარებო! ( უკვე დიდებო) წიგნებს გადმოგცემთ სკოლაში , თქვენ ხომ  დამოუკიდებლები ხართ ! აქ ვდებ მხოლოდ დღის განრიგს და გაეცანით.... რაც შეეხება ცხრილს , მასაც სკოლაში ჩაგაწერინებთ, ვიცი რომ  ძალიან კარგად გაართმევთ თავს... თან იქონიეთ ბლოკნოტები და კალამი....💓💓.💓💓