მოგესალმებით, გთხოვთ გაეცნოთ ინფორმაციას ...
,,შოკოლადი-მუზეუმმა'' მუშაობა განაახალა და კვლავ გელოდებით შემეცნებით ექსკურსიებზე!!!
ექსკურსია განკუთვნილია სკოლის მოსწავლეებისთვის (კლასის მიუხედავად) და მშობლებისთვის.
ექსკურსიის პროგრამაში შედის :
1. ლექცია შოკოლადის წარმოებისა და ისტორიის შესახებ - სკოლის მოსწავლის ასაკის გათვალისწინებით.
ლექციას ჩაატარებს კომპანია ,,ქართული შოკოლადის"" და ,,შოკოლადი მუზეუმის'' დამფუძნებელი ბატონი ლევანი.
2. დოკუმენტური ფილმის ჩვენება - შოკოლადის წარმოების შესახებ (ფილმის ჩვენება მოხდება პროექტორის მეშვეობით)
3. ლექციის დასრულების შემდეგ პროგრამა გაგრძელდება სხვადასახვა საინტერესო, ინფორმაციული და სახალისო თემებით, კითხვა-პასუხის რეჟიმში
4. პროდუქციის დაგემოვნება -თითო ჭიქა ნატურალური ცხელი შავი შოკოლადი
5. მუზეუმში განთავსებული სხვადასხვა საინტერესო ექსპონატების დათვალიერება.
პროგრამა გათვლილია 20 -დან 35 -მდე სტუმრისთვის . (იგულისხმება ბავშვების და მშობლების საერთო რაოდენობა).
ღირებულება 1 ადამიანზე შეადგენს 17 ლარს, გარდა მასწავლებლისა, რომლის გამასპინძლებაც ხდება ორგანიზაციის ხარჯზე.
მუზეუმის მისამართია : თბილისი, სოლოლაკი, ი.მაჩაბლის ქუჩა #17 (კალანტაროვის სახლი)
chocolate-museum/შოკოლადი-მუზეუმი (იხ. Facebook -ზე)
ვიზიტიას შესათანხმებლად გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ნომერზე 591110997
პატივისცემით,
მარინა მდივანი
შპს ,,ქართული შოკოლადის'' მენეჯერი
მობ. ტელ. 591110997❤❤🍫🍫
No comments:
Post a Comment