ჩემი ბლოგი

Monday, June 9, 2025


13 ივნისს ჩავიბარებ წიგნებს ( ვდებ ჩამონათვალს)

16: 00 საათიდან - 17:00 საათამდე

გთხოვთ მოაწესრიგოთ და ისე ჩამაბაროთ!



1.ქართული

2.მათემატიკა (I-II ნაწილი)
3.ბუნება (I-II ნაწილი)
4.ხელოვნება
5.ინგლისური


                         საზაფხულო დავალება:( რომელიც ბავშვებს ავუხსენი)
                                                                  1. 

🎨 ყვავილების ჰერბარიუმი – ბუნების სილამაზის შემსწავლელი პროექტი 🌿

📜 აღწერა:
გაიარე ზაფხულის ბილიკებზე და აღმოაჩინე ბუნების საოცრება! შეაგროვე ყვავილები და მცენარეები, რომლებიც ყველაზე მეტად გხიბლავს, შემდეგ კი შექმენი მშვენიერი ჰერბარიუმი.

📌 ინსტრუქცია:
1️⃣ გააზრებული შეგროვება – შეარჩიე სხვადასხვა ყვავილი ან მცენარე, ეცადე, რომ მათი ფორმა და ფერები საინტერესო იყოს.
2️⃣ შენახვა და გაშრობა – ფურცლებში ჩადე და საგულდაგულოდ გააშრე, რომ ფერები და ფორმები მაქსიმალურად შენარჩუნდეს.
3️⃣ დაამზადე ჰერბარიუმი – მზა მცენარეები აკურატულად ჩაამაგრე რვეულში ან ფურცლებზე, დაურთე მათი სახელები და მოკლე აღწერა.
4️⃣ კრეატიული პრეზენტაცია – შეგიძლია დაამატო მცირე ისტორიები, ფურცლების დიზაინი და ხელნაკეთი გაფორმებები! 🎨

შეფასება:
შეფასება მოხდება მოვლისა და კრეატიული პრეზენტაციის მიხედვით! 🏆

ეს დავალება არა მხოლოდ საინტერესოა, არამედ საშუალებას გაძლევს გაიგო მეტი ბუნების შესახებ და შეინარჩუნო მისი სილამაზე. 🌼

                                                             2 .


                     შექმენი   საზაფხულო დღიური ! შეგიძლია შენი პირველი ჩანაწერი დაიწყო ასეთი სათაურით: „ ჩემი საზაფხულო დღიური“ , ან ნებისმიერი , რაც  შენ გინდა .... და შემდეგ თითოეული დღე დაასათაურე მოკლე სიტყვებით....

დღიურის შესაქმნელად გაითვალისწინე:

  • დაიწყე სასიამოვნო შესავლით, მაგალითად: „დღეს მზემ განსაკუთრებულად გამოანათა...“
  • გამოიყენე ემოციური და ცოცხალი აღწერები...
  • დაამატე ნახატები – თითოეულ დღესთან შეგიძლია დახატო მომენტი, რომელიც ყველაზე მეტად დაგამახსოვრდა. 

დღიური უნდა ასახავდეს შენს გრძნობებს და ზაფხულის ჯადოსნურ ატმოსფეროს. შენი გულიდან წამოსული სიტყვები ყველაზე ლამაზად  უნდა ჟღერდეს! ( ეცადე  და აუცილებლად გამოგივა)



Friday, May 30, 2025

დასვენებაზე ერთობიან საყვარლად.... 





 

Thursday, May 29, 2025

 ყურადღება !

ძვირფასო მშობლებო,
 მინდა, რომ ყოველთვის დავესწროთ გაკვეთილებს სრული პასუხისმგებლობით,  
ჩამოვაყალიბოთ სკოლაში რეგულარულად სიარულის კულტურა  და დღეების გაცდენას თავი ავარიდოთ. ეს დაგვეხმარება უკეთესად შევისწავლოთ მასალა, უკეთ დავამყაროთ მეგობრული ურთიერთობები და მომავალი წარმატებისთვის მზად ვიყოთ.

მადლობა თქვენ მხარდაჭერისთვის!

 სამშაბათს - 3 ივნისს უნდა გადავიღოთ ჯგუფური ფოტო,(ალბომში ჩასაკრავად)

 გთხოვთ შეძლებისდაგვარად კლასიკურად ჩაცმულები მოვიდნენ სკოლაში!



Tuesday, May 20, 2025

 მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო! 

 გთხოვთ, ხვალ 21 მაისს  აუცილებელი საკითხის განხილვის, თქვენთან ერთად დაგეგმვისა და გადაწყვეტილების მიღების მიზნით  მობრძანდეთ სკოლაში  16:30 

 

Friday, April 25, 2025

 

დავალებას გიწერთ აქ , რადგან მრავალფეროვანია:

მათემატიკა: წიგნიდან: გვ.40-ის   N 2, 3, 4   დიდი რვეულში:  გვ.28   

დამატებით: 1. დახაზეთ სამკუთხედი და იპოვეთ პერიმეტრი.

                       2.  დახაზეთ ოთხი სხვა და სხვა სიგრძის მონაკვეთი , რომელიც არ აღემატება                                   10სმ-ს.

დახაზეთ კუბი და პარალელეპიპედი, ისე, როგორც გასწავლეთ ......ეცადეთ !   

პატარა სახატავი რვეულები არ დაგავიწყდეთ ! 

💗💙💚💛💜

ბუნენა:წყლის ტრანსპორტი თხრობით

Thursday, April 24, 2025


დავალება გაქვთ წიგნიდანაც არ დაგავიწყდეთ! 
ხელოვნებისთვის გვჭირდება პატარა სახატავი რვეულები, რომელსაც  უნდა დააწეროთ სახელი, გვარი და  დატოვოთ კლასში ! 

 

Thursday, March 20, 2025

 მათემატიკა: დახაზონ ცალ- ცალკე ორი,სამი,ოთხი  მდგენისაგან შემდგარი ტეხილი და გამოიანგარიშონ პერიმეტრი. 

იცოდნენ რა არის მდგენი , პერიმეტრი? 


Sunday, March 9, 2025

 მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო!  დაგიწერთ დავალებას ,რომელიც უნდა გაითვალისწინოთ! 

ბუნებაში გადავედით უკვე მეორე ნაწილზე ( რაც გაცდენების გამო ბევრმა არ იცოდა და ისევ პირველი ნაწილი ედო ჩანთაში)  სასწავლად გექნებათ გვ68-69 “სად გვხვდება წყალი” თხრობით. 

მათემატიკაში დავალება არ მომიცია , რაც არ ნიშნავს იმას რომ არ ვიმეცადინოთ !

გაწაფულად უნდა იცოდეთ დაშლით მოქმედებები, უახლოესი ხუთეული,ათეული და ოცეული , ასევე საათების გადაყვანა და ამოცნობა დღის რომელი დროა... 

ლექსები, რომელიც მოგეცით  ისწავლეთ მტკიცედ! 

შევხვდებით მალე ... ❤❤❤❤❤

Wednesday, February 12, 2025


 წიგნის მე 2 ნაწილიდან გვ. 10 ის 3,4 

1 ნაწილიდან გვ. 79 ის მე 2 ( ყველა)

Tuesday, February 11, 2025

გააკეთეთ მოკლე ჩანაწერი და ამოხსენით!


 წიგნიდან გვ. 79 ის 1. 

Sunday, February 9, 2025

მოჩხუბარიძე

  გთხოვთ წაუკითხოთ ჯერ თქვენ დედიკოებო! ინტერნეტში პატარებს კითხვა გაუჭირდებათ, შემდეგ თუ შეძლებთ ამოპრინტერებას ,თავადაც წააკითხეთ ნაწილ-ნაწილ, კითხვასაც გაიუმჯობესებენ!

 (ჩვენს საყვარელ მწერალს - ალექსანდრე ყაზბეგს - ბავშვობაში ზედმეტსახელად თურმე მოჩხუბარიძეს ეძახდნენ)

 

პატარა სანდრო თერგის ნაპირას უზარმაზარ ლოდზე იჯდა და დაფიქრებული გასცქეროდა დარიალის ხეობას. გააფთრებული ჩქარი მდინარე ღრიალით მიაქანებდა შფოთიან ტალღებს, მაგრამ სანდროს თერგის ხმაური თითქოს არ ესმოდა. მუხლისთავებზე გაშლილი რვეული ედო და მასში ხანგამოშვებით რაღაცას იწერდა.

სანდრომ თვალი მოჰკრა თერგის პირას მიმავალ ცხვრის ფარას, რომელსაც სამი მწყემსი ბიჭი მიერეკებოდა. ფარა თვალს რომ მიეფარა, სანდრომ ახლა პატარა გოგონა დაინახა, რომელსაც ხელში ბატკანი აეყვანა და სოფლისაკენ მიჰყავდა. გოგონას უჭირდა მსუქანი ბატკნის თრევა, მაგრამ ძირს მაინც არ სვამდა. იჩქაროდა, თან უკან-უკან იხედებოდა.

„ეს ხომ ჩვენი მეზობლის გოგოა, ძიძია ჰქვია", - გაიფიქრა სანდრომ. უცებ შენიშნა, რომ ძიძიას უკან ვიღაც მოზრდილი ბიჭი მოსდევდა.

"ეს ბიჭი კი გირგოლაა. ნეტავ რა უნდა, რას ასდევნებია ძიძიას?!“

ძიძია იმ ლოდს გაუსწორდა, რომელზედაც სანდრო იჯდა. დაქანცულმა უმწეოდ მიმოიხედა, მაგრამ სანდრო მაინც ვერ შეამჩნია.

გირგოლა ძიძიას წამოეწია. მას ბოროტი, ჩასისხლიანებული თვალები ჰქონდა. შეჩერდა და გოგონას მკვახედ ჰკითხა:

- ვისია ბატკანი, ქალავ?

- ჩვენია, წეღან ფეხი მოიტეხა, ფარას ჩამორჩა, ახლა შინ მიმყავს, - უპასუხა შეშინებულმა და წასვლა დააპირა.

- მოიცა! - მრისხანედ შეუტია გირგოლამ, - იქნებ ჩვენია, იქნებ ჩვენს ფარას ჩამორჩა?

- რას ამბობ, გირგოლავ, რას? - გაოცებით წამოიძახა ძიძიამ და ჟუჟუნა ცისფერი თვალები ცრემლებით აევსო.

სანდრომ წამოიწია, გული სწრაფად უცემდა, დაჩაგრული გოგონა შეებრალა. მზად იყო, წამომხტარიყო და ყელში სცემოდა მოძალადეს, მაგრამ გირგოლა ტანად დიდი ბიჭი იყო, ღონიერი. ამიტომაც სანდრო ყოყმანობდა.

გოგონამ ღონე მოიკრიბა, იმ ხეობისაკენ გაიხედა, საითაც წეღან ცხვრის ფარამ შეუხვია და ხმამაღლა დაიკივლა:

- მიშველეთ!... კობავ, ვაჟიავ, ელგუჯავ, მიშველეთ!...

გირგოლამ გოგონას ტუჩებზე ხელი დააფარა, მაგრამ ძიძია დაუსხლტა და გაიქცა.

გირგოლამ ისკუპა, ორი ნახტომით წამოეწია და გაქცეულ გოგონას ხელი დაუნდობლად ჰკრა. გოგონამ წაიფორხილა და ღორღიან გზაზე გაიშხლართა.

მუხლებდასისხლიანებული სწრაფად წამოხტა და უფრო ხმამაღალა დაიყვირა:

- ვაჟიავ, კობავ, მომეხმარეთ!

სანდრომ მეტი ვეღარ მოითმინა, ლოდიდან გადმოხტა და გირგოლასკენ გაიქცა. ამ დროს ხეობიდან სირბილით მომავალი ორი მოხევე ბიჭი გამოჩნდა. ისინი ძახილით მორბოდნენ.

გირგოლამ ფეხმოტეხილი ბატკანი აიყვანა და წასვლა დააპირა.

- მოიცა, გირგოლავ, მოიცა! - მიაძახა სანდრომ და გირგოლას წინ გადაუდგა.

გირგოლა ქშენით შეჩერდა, ბატონიშვილი რომ იცნო, სახეზე წყენა აესახა, მაგრამ მაინც ჯიუტად ჰკითხა:

- რა გინდა, ბატონიშვილო?

- ვისია ბატკანი? - სანდრომ ჯერ გირგოლას შეხედა, შემდეგ - აცრემლებულ ძიძიას.

- ჩვენია, ლომისის მადლმა. ჩვენი. წეღან ხევში გადაგვივარდა და ფეხი იტკინა! - წამოიძახა იმედმოცემულმა ძიძიამ.

გირგოლა ჩუმად იდგა და მიწას დაჰყურებდა.

სანდროს ჯავრი ყელში მოაწვა და უცნაური ხმით დასჭყივლა გირგოლას:

 - დასვი მიწაზე ბატკანი და აქედან დაიკარგე, შე...

გირგოლამ თავი მაღლა ასწია, ბრაზით კბილები დააკრაჭუნა და გესლიანად თქვა:

- ყაზბეგიანთი რომ ხარ, იმითი დიდგულობ, არა?..

სანდრო უარესად აენთო. მოძალადეს მიეჭრა და მარცხენა ყბაში მუშტი შემოჰკრა. გირგოლა შეტორტმანდა. ბატკანს ხელი უშვა და სანდროსკენ გაიწია, მაგრამ სახეანთებული სანდრო და მოახლოებული ბიჭები რომ დაინახა, უკან გაბრუნება იკადრა.

- დაიცა, დაიცა, არ შეგარჩენ, არა! - წამოიძახა მან და სოფლისაკენ მოკურცხლა.

ბავშვები ერთხანს ჩუმად იდგნენ.

მერე ყველას გაეცინა. რომ დამშვიდდნენ, კობამ წამოიძახა:

- სანდრო, ძმაო, კარგი ბიჭი ყოფილხარ, თუ გვიკადრებ, ძმად გავიფიცოთ!

ბიჭები ძმად გაიფიცნენ და მალე თავ-თავის გზაზე წავიდნენ.

სანდრომ სახლს რომ მიაღწია, წინ შეშფოთებული დედა შეეგება.

- რა მოხდა, შვილო, რად იჩხუბე, იმ საძაგელ გირგოლას თავი რად გაუტოლე? შეეკითხა მკაცრად იგი.

სანდრო დუმდა. არაფერს ამბობდა.

- აი, შე მოჩხუბარიძევ, შენა! - დაუყვავა დედამ.

სანდრო კვლავ სდუმდა, თავის ფიქრს მისცემოდა.

მცირე ხნის შემდეგ სანდრომ დედას თავისი დღიურების რვეული მიუტანა. დედამ რვეული გადაფურცლა და წაიკითხა:

„დედა, საყვარელო დედა! მოჩხუბარიძე კი არა და რაც გინდათ, ის დამარქვით, მაგრამ გირგოლა საძაგელი ბიჭია. მას იმ მუშტზე მეტი ეკუთვნოდა... ძიძია ჩემი დობილია, კობა, ვაჟა და ელგუჯა კი - ჩემი ძმადნაფიცები. მე ისინი მიყვარს და მათთვის თავს გავწირავ.“

დედას სიხარულით აუთრთოლდა გული, სანდროს თავი გადაუწია და ჭკვიან თვალებში აკოცა.

- კალმით, ჩემო მოჩხუბრიძევ, კალმით იჩხუბე! მუშტი კი შენი საქმე არ არის, - ჩურჩულებდა ის და საყვარელ შვილს გულში იკრავდა.

"დიახ, დიახ" - ფიქრობდა სანდრო, - "უფრო მეტად შევიყვარებ ძიძიას, კობას, ელგუჯას, ვაჟიას... გირგოლას კი"...

სანდრომ დედის დარიგება შეასრულა. ჩხუბი არავისთვის აუტეხია. პატარა ბასრი კალამი სიცოცხლის ბოლომდე ხელიდან აღარ გაუგდია, მაგრამ  მეტსახელად მაინც დედისაგან შერქმეული „მოჩხუბარიძე“  შერჩა.

 

Monday, February 3, 2025



მოუსმინეთ!

 ჩემო პატარებო! ისწავლეთ მხოლოდ ბავშვების სიტყვები.....

მახეში გაბმული ჩიტი


ბავშვები:
გაბმულხარ, ჩიტო, მახეში?
გაჩერდი, ნუღარ ფართხალობ!
ჩვენი ხარ, ვერსად წაგვიხვალ,
დაგვიმორჩილდი, რას წვალობ?
ჩიტი:
ნეტავი რისთვის გინდივართ,
ბავშვებო, გენაცვალებით?
გამიშვით, ჩემთვის გავფრინდე,
რას გამორჩებით წვალებით?
ბავშვები:
ვერ შეგელევით, მალხაზო,
აგაცდენთ ყოველ გასაჭირს;
სულ შაქრით ჩაგიტკბარუნებთ
მაგ პაწაწინა ყელს და პირს.
ჩიტი:
რად მინდა თქვენი შაქარი?
არ მიყვარს, ჩემთვის მწარია,
მინდორში ვიჭერ ბუზ-პეპლებს,
სხვაც ბევრი საკენკარია.
ბავშვები:
ტრიალს მინდორში, საწყალო,
გაგყინავს ცივი ზამთარი,
და აქ კი ოქროს გალია
შენთვის ახლავე მზად არი!
ჩიტი:
ნუ შიშობთ! გადავფრინდები
საზამთროდ თბილსა მხარესა,
ტყვეობაში კი სამოთხეც
არ მინდა გულმწუხარესა!
ბავშვები:
ახ, რომ იცოდე, ჩიტუნავ,
რარიგად შეგიყვარებდით?
არ მოგაწყენდით,გეთაყვა,
ნიავს არ მოგაკარებდით.
ჩიტი:
ეგ, მეგობრებო, მეც მჯერა,
მეფერვით უეჭველია;
მაგრამ ეგ თქვენი ალერსი,
რა ვქნა, რომ მავნებელია?

გალია ჩემთვის ციხეა,
ეს, ბავშვნო, ნუ გავიწყდებათ;
ტყვედ ყოფნა მაწყენს, ფეხს გავფშეკ
და თქვენვე გული დაგწყდებათ.

გაუშვეს, უთხრეს: „ჩიტუნავ 
აწ მოგომართოს ხელიო!
გაფრინდი, გადაიარე
ჭიკჭიკით მთა და ველიო“.



 

Monday, January 27, 2025

 ბუნების მასწავლებელმა მთხოვა დამედო: მოუსმინონ!






ეს ლექსი ისწავლონ ზეპირად! ( დრო აქვთ ერთი კვირა)



                          მოდიოდა ნინო მთებით


ლურჯ მწვერვალებს
ქარი რძისფერ ნისლში ხვევდა...
და, როდესაც ბარში ვარდნი ყვაოდნენ,
თოვლი იდო ჯავახეთის მთათა ზედა
და ტყეებში ქარიშხლები ბღაოდნენ...
მოჰკიოდა, ქარი ღრუბლებს მოჰკიოდა
და ფარავანს ტბასა ზედა ძრწოდა ქარი...
მოდიოდა, ნინო მთებით მოდიოდა
და მოჰქონდა სანატრელი ვაზის ჯვარი...

ლექსის ანალიზი გვექნება კლასში!