ჩემი ბლოგი

Thursday, February 20, 2014




2014-02-02 13:57:09ილია მეორე - ჩვენ დროის ფასი არ ვიცით

"ჩვენ დროის ფასი არ ვიცით. ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღევანდელი საკვირაო ქადაგებისას განაცხადა. პატრიარქის თქმით, აუცილებელია ადამიანებმა ყურადღება მიაქციონ დროს, უნდა ისწავლონ ადრე დაწოლა და ადრე ადგომა. პატრიარქმა ისურვა, რომ ღმერთმა ქართველ ერს მისცეს გული გონიერი, სიბრძნე და ანალიტიკური აზროვნება.
"ჩვენ დროის ფასი არ ვიცით. როდესაც ვიყავი გერმანიაში, თან მიკვირდა, თან მშურდა როგორ აფასებენ დროს. პროფესორი მუშაობას იწყებს 6-7 საათზე. ვეკითხებოდი, როდის დგებოდა. მითხრა, რომ ხუთის ნახევარზე დგებოდა და მთელ საქმეს შუა დღემდე აკეთებდა. ყველაზე ნაყოფიერია შუა დღემდე გაკეთებული საქმე. შრომა დაკავშირებული უნდა იყოს დროსთან. ჩვენ უნდა ვისწავლოთ ადრე დაწოლა და ადრე ადგომა. ეს ძალიან ძნელია, მაგრამ საჭიროა ჩვენი ცხოვრებისა და მომავლისთვის. ჩვენ უნდა წარმოვიდგინოთ არა მხოლოდ ის, როგორ დავიწყოთ ესა თუ ის საქმე, არამედ უნდა წარმოვიდგინოთ შედეგიც. ბოლოს უნდა ვხედავდეთ და ყველაფერი კარგად იქნება. არ მგონია, რომ გამოუსწორებლები ვართ. ღვთის მადლით აუცილებლად გამოვსწორდებით და ჩავდგებით კალაპოტში. ეს გამოსწორება უპირველეს ყოვლისა ჩემგან უნდა დავიწყოთ და მერე თქვენგან", - აგანაცხადა საქართველოს პატრიარქმა.




No comments:

Post a Comment